კურტ ვოლკერი

22 Aug. 2019, 22:12

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების განგრძობადი ბორდერიზაცია უფრო მეტ საერთაშორისო ყურადღებას იმსახურებს.

პირველ რიგში, ეს საშინელი ტრაგედიაა ხალხისთვის, ვინც იქ ცხოვრობს. ეს არის, რაც ჩემი აზრით ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ხალხი საკუთარ სოფლებში, საკუთარ სახლებში, სადაც ოჯახური საფლავები აქვთ, ვერ უბრუნდებიან ნორმალურ ცხოვრებას. რუსეთის მიერ სასაზღვრო ბოძებისა და ღობეების აღმართვამ მოწყვიტა ისინი საკუთარ სახლებს, საკუთარ ოჯახურ საფლავებს. ადამიანები უბრალოდ უვლიან საკუთარ ფერმებს და ეს არის საშინელება, ძალიან ცუდი. მეორე – ეს არის აბსოლუტურად საწინააღმდეგო 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სულისკვეთების და აბსოლუტურად ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რისთვისაც ჟენევის მოლაპარაკებები შეიქმნა. ვფიქრობ, ტრაგედიაა, რომ საერთაშორისო საზოგადოების ძალიან დიდმა ნაწილმა დაივიწყა ამის შესახებ და ეს საკითხი აღარ არის მთავარი თემების ჰედლაინებში.

ამის შესახებ მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის დირექტორმა, კურტ ვოლკერმა ლიეტუვაში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას განაცხადა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. 2027 წლიდან ხელფასები საჯარო სექტორში 8.4%-ით მოიმატებს
  2. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  3. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  4. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ

აშშ-ის ხელისუფლება ამერიკის მოქალაქეებს რუსეთში მოგზაურობისგან თავის შეკავებისკენ კვლავ მოუწოდებს, მას შემდეგ, რაც…