ბათუმში მუნიციპალურ ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. აჭარის ტელევიზია თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ აალების მომენტში ავტობუსში მგზავრები ისხდნენ.

შემთხვევის ამსახველ ვიდდეომასალას TV 25 ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ძრავს გაუჩნდა. მათი თქმით, შემთხვევის შედაგად არავინ დაშავებულა.