ომბუდსმენი: პატივი უნდა ვცეთ ადამიანის პირად სივრცეს და პროტესტის დროს გავითვალისწინოთ
ფოტო: სახალხო დამცველი
საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ფეისბუქზე მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ კარვის გაშლის უფლებაზე პოლიციის უარსა და ნაციონალური მოძრაობის დროს, შსს-ს ყოფილი თანამშრომლის შოთა უტიაშვილის სახლთან გამართულ აქციას გამოეხმაურა.
ნინო ლომჯარია წერს, რომ საქართველოში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი არსებობს და მისი შეზღუდვა მკაცრად გამონაკლის შემთხვევებშია დასაშვები. რაც შეეხება საცხოვრებელ სახლთან შეკრებას, კანონით მხოლოდ მოსამართლეების შემთხვევაში იკრძალება.
"თუმცა, მიმაჩნია, რომ საჯარო პირის საცხოვრებელ სახლთან საპროტესტო აქციის გამართვის დროს ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ სახლში, რაც ადამიანის პირადი და დაცული სივრცეა, შესაძლოა, იმყოფებოდნენ ბავშვები, ხანდაზმულები, შშმ პირები და ა.შ. რომელთათვისაც აღნიშნული შესაძლებელია გახდეს დიდი სტრესის საფუძველი. მე ვფიქრობ, რომ პატივი უნდა ვცეთ ადამიანის პირად ცხოვრებას და პირადი სივრცის ხელშეუხებლობას და პროტესტის გამოხატვის დროს გავითვალისწინოთ აღნიშნული გარემოებები", — აცხადებს ნინო ლომჯარია.
მისივე განცხადებით, საპროტესტო აქციის დროს კარვების გამოყენება წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით გარანტირებული უფლების ნაწილს და მისი შეზღუდვა სახელმწიფოს მხრიდან უნდა იყოს ისევე დასაბუთებული, როგორ ამ უფლებით სარგებლობის შეზღუდვა.
"არსებულ არასწორ პრაქტიკასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელიც აქვს შეტანილი და იმედია, სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნულ საკითთან მიმართებით განმარტებას გააკეთებს", — ამბობს ომბუდსმენი.
ის მოუწოდებს შსს-ს, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას უზრუნველყოს ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობა, საზოგადოებრივი წესრიგი და მოქალაქეთა პირადი უსაფრთხოება.
ნაციონალური მოძრაობის დროს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილისა და რუსთავი 2-ის ჟურნალისტის, ეკა კვესიტაძის სახლთან უტიაშვილის ფეისბუქსტატუსის გასაპროტესტებლად აქცია იმართება. კვესიტაძისა და უტიაშვილის ცნობით, ეს პირები ხელისუფლების მხარდამჭერები და "კოკა ყანდიაშვილის ტროლები" არიან.
დღეს, 25 ივლისს საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო კარვის გაშლა სცადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. პოლიციამ მას ამის უფლება არ მისცა და თქვა, რომ მერიას ადგილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქვს დაგეგმილი. თბილისის მერიაში ეს ინფორმაცია უარყვეს და განაცხადეს, რომ გამოხატვის თავისუფლებას ვერანაირი "სარეაბილიტაციო სამუშაო" ვერ შეზღუდავს.
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში? რა (არ) წერია ახალ სასკოლო სახელმძღვანელოებში?
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა საქართველოს ბანკის მხარდაჭერითა და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, ტაშკენტის ბიზნესგამოფენის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
-
თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება თბილისში პირველი Le Méridien-ის ბრენდის სასტუმრო გაიხსნება
-
მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის მოჯთაბა ხამენეის მრჩეველი: რეგიონში ფრენები ან ყველასთვის უნდა იყოს დაშვებული, ან არავისთვის
გადახედვა
-
10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან 10 ფრინველი, რომლებიც მულტფილმიდან გამოქცეულებს ჰგვანან
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
-
როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე როგორია ინჟინრების როლი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და საიდან გავიგოთ მეტი ამ და სხვა თემებზე
-
აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს აღმოაჩინეს ბიჭი, რომელსაც ადამიანთა 99.9%-ზე უფრო ძლიერი მახსოვრობა აქვს
გადახედვა
-
სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა სეს: ბაღებიდან აღებულ სურსათის 129 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
გადახედვა
-
შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს შსს: არასრულწლოვანებზე განხორციელებულ ძალადობისთვის "ნაცისტურ-ფაშისტური" დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს
გადახედვა
-
ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს ახალი თერაპია სისხლის კიბოს რთული ფორმების წინააღმდეგ იმედისმომცემ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ ღამურების ევოლუციური ისტორია თავიდან იწერება — კვლევის მიხედვით, ისინი ევროპაში წარმოიშვნენ
გადახედვა
-
ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი ჯონი დეპი ჰოლივუდში ბრუნდება — ნახეთ Day Drinker-ის ტრეილერი
გადახედვა
კომენტარები