როგორ მივიღოთ წყალი სწორად ზაფხულში ვარჯიშისას
ზაფხული წლიწადის ყველაზე ოფლმდენი და, შესაბამისად, დეჰიდრირების საფრთხის შემცველი პერიოდია. ამიტომ ვარჯიშის დროს სითხის საჭირო რაოდენობით მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება.
ფოტო: Lindsay Hattrick
არ აქვს მნიშვნელობა, ახლახანს დაიწყეთ სირბილი, ველოსიპედით სიარული, კროსფიტი ან ნებისმიერი სხვა ტიპის ფიზიკური აქტივობა თუ გამოცდილი ათლეტი ხართ, რომლისთვისაც სამარათონო გარბენები ყოველდღიური ვარჯიშის დარი დატვირთვაა - ჰიდრაცია ყველასათვის უმნიშვნელოვანესია; განსაკუთრებით მაშინ, როცა ტემპერატურა მატებას იწყებს.
გთავაზობთ ვარჯიშის ფსიქოლოგისა და კვების სპეციალისტის, დოქტორ სტეისი სიმსის რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას იმისათვის, რომ წლის ყველაზე ცხელ დღეებშიც კი სათანადოდ ჰიდრირებული დარჩეთ.
1. ჰიდრაცია მხოლოდ წყლის მიღებას არ ნიშნავს
ზაფხულში ვარჯიშის შემდგომ მისაღები ერთ-ერთი საუკეთესო საკვები მარილმოყრილი საზამთროა. ჩვენი რაციონი წყლით მდიდარი ბოსტნეულითა და ხილით უნდა იყოს სავსე. მარტივია იფიქრო, რომ ჰიდრაცია მხოლოდ წყლის მიღებასთანაა კავშირში, მაგრამ არსებობს წყლით მდიდარი უამრავი საკვები, რომელიც ჩვენთვის საჭირო სხვა ელექტროლიტებსა და მკვებავ ნივთიერებებს შეიცავს. დღის დაწყების საუკეთესო გზა დილაობით ცომეულის ნაცვლად ხილით, ბოსტნეულით, პროტეინითა და ჯანსაღი ცხიმებით სავსე სმუზის დალევაა - ამგვარად დანაყრდებით კიდევაც და ორგანიზმს საჭირო სითხსესაც მიაწვდით.
2. დალიეთ წყალი ვარჯიშის დაწყებამდე
ფოტო: Lindsay Hattrick / Nylon
ჰიდრაციის მნიშვნელობა ამ ანალოგიაზე დაყრდნობით შეგვიძლია გავიაზროთ: სამოგზაუროდ წასვლისას თუ იცით, რომ უახლოესი ასი კილომეტრის მანძილზე ბენზინგასამართი სადგური არ შეგხვდებათ, მგზავრობას ცარიელი ავზით ხომ არ დაიწყებთ? იმავე ლოგიკით, რატომ უნდა დაიწყოთ წყლის მიუღებლად ვარჯიში, თუ იცით, რომ ეს აქტივობა დეჰიდრაციას იწვევს? გაღვიძებიდან სავარჯიშოდ წასვლამდე განუწყვეტლივ სვით წყალი და მიიღეთ წყლით მდიდარი საკვები. მაგრამ არ დალიოთ წყალი ზუსტად ვარჯიშის წინ, რადგან ასე თუ იზამთ, სირბილის დაწყებიდან ხუთ წუთში სავსე შარდის ბუშტი შეგაწუხებთ.
3. ნუ დალევთ ხარბად, მოყლუპეთ
ვარჯიშის განმავლობაში თუკი შორ მანძილზე მოძრაობთ ველოსიპედით ან პარკში ჯგუფთან ერთად ინტენსიურ სავარჯიშოებს აკეთებთ, ძნელია გაუძლოთ წყლის ბოთლის ერთბაშად მოყუდების ცდუნებას. მაგრამ ოპტიმალური ჰიდრაციისთვის ხარბად დაწაფების ნაცვლად წყლის მცირე ყლუპებით დალევაა საჭირო. თქვენი სხეულისთვის პატარა ყლუპების გადამუშავება უფრო მარტივია, ვიდრე - მუცელში ჩადენილი ნიაღვრის (ამასთან, წყლის ერთბაშად დალევამ, შეიძლება, კუჭიც გაგიღიზიანოთ).
4. იდეალური ფორმულა არ არსებობს
ფოტო: Emily Tarbush
გაცილებით იოლი იქნებოდა, ვარჯიშისას მისაღები წყლის რაოდენობის გამოსათვლელი მარტივი ფორმულა რომ არსებობდეს. მაგრამ იმ მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, რომლებიც ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, შეუძლებელია, წყლის ისეთი ზუსტი ოდენობის დასახელება, რომელიც ყოველი ადამიანისთვის იდეალური იქნებოდა. თქვენთვის ოპტიმალური დოზა მრავალი მცდელობისა და შეცდომის დაშვების შედეგად თავად უნდა დაადგინოთ. დადგენის პროცესში, შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ ყოველ საათში ერთი ბოთლი წყლის დალევა თქვენი ორგანიზმისთვის ზედმეტია და თავს არასასიამოვნოდ გაგრძნობინებთ; ან პირიქით, მიხვდეთ, რომ საათში ერთი ბოთლის დალევის მიუხედავად, წყურვილის შეგრძნება მაინც გაწუხებთ.
ჰიდრაცია მეტად ინდივიდუალური პროცესია. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყურადღება მიაქციოთ, წყლის რა რაოდენობას იღებთ დღის განმავლობაში და როგორ მოქმედებს იგი თქვენზე. საკუთარ თავზე დაკვირვებით ნელ-ნელა აღმოაჩენთ, რა რაოდენობის წყალი გესაჭიროებათ იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ.
5. შარდზე დაკვირვება კარგი იდეაა
ვარჯიშის შემდგომ შარდი ღია ყვითელი ფერის უნდა იყოს და არა - მუქი ყვითელი. თუკი შარდის ბუშტის დაცლა ხშირად გიწევთ და შარდი გამჭვირვალეა, შესაძლოა, წყლის ზედმეტი ოდენობა გაქვთ მიღებული. დიახ, შარდის ფერის შემოწმება ცოტათი უხერხულია, მაგრამ ეს თქვენი ჰიდრაციის ხარისხის მარტივი ინდიკატორია. და თუ მეტად ზუსტი პასუხის მიღება გსურთ ან თქვენი უნიტაზი მუქი ფერისაა და შარდის ფერის გარჩევა გიჭირთ, შეგიძლიათ, Pee Stick გამოიყენოთ.
6. მარილი თქვენი მეგობარია
ფოტო: Nylon
მარილის მუჭებად პირში ჩაყრა, რა თქმა უნდა, საჭირო არ არის, თუმცა თუკი გარეთ ოფლის მდენ ვარჯიშებს ხშირად აკეთებთ, თამამად შეგიძლიათ, რაციონში ცოტათი მეტი მარილი შეიტანოთ. თუკი ჯანსაღ საკვებს ეტანებით და თავს იკავებთ პროცესირებული და დაპაკეტებული საჭმლისგან, დიდი შანსია, რომ ნატრიუმის ზედმეტ დოზას არ იღებთ, ასე რომ, წყალში ჩაყრილი ცოტაოდენი ზღვის მარილი მხოლოდ თუ დაგეხმარებათ ჰიდრაციაში. ნატრიუმის ელექტროლიტების გარეშე მიღებულ ზედმეტ წყალს თქვენი ორგანიზმი, უბრალოდ, ვერ შეიწოვს.
7. მიიღეთ წყალი ვარჯიშის შემდეგ
ვარჯიშის შემდეგ პროტეინის შეიკის მოწრუპვას, - ვგულისმობთ, წყალში გახსნილ პროტეინის ცოტაოდენ ფქვილს და არა - უზარმაზარ სმუზის, - შეუძლია, არა მხოლოდ კუნთების, არამედ ორგანიზმში წყლის აღდგენასაც შეეშველოს. თუკი პროტეინის მოყვარული არ ხართ, დარწმუნდით, რომ წყალს რაიმე მარილიანთან ერთად სვამთ, ამ გზით თქვენ ვარჯიშის შემდგომი წახემსებისას ჰიდრაციის დონეს და ელექტროლიტების მარაგს დააბალანსებთ.
8. სიცხეში ვარჯიშისას ზომიერება გამოიჩინეთ
როდესაც ამინდი გამოდარებას იწყებს, ძალიან მაცდურია ვარჯიშის რეჟიმის გაზრდის იდეა: კვირაში ორჯერ ერთკილომეტრიანი გარბენი მოულოდნელად კვირაში ოთხჯერ ხუთკილომეტრიან გარბენად იქცევა ხოლმე. მაგრამ თქვენს სხეულს ტემპერატურის მომატებასთან შესაგუებლად დრო სჭირდება. ერთბაშად ნუ გაზრდით ვარჯიშის დროსა და ინტენსივობას. ამასთან, კარგი იქნება, თუ სიცხის ჩამოწოლის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში მაინც ვარჯიშის დროს დილის უფრო ადრეულ ან გვიან საათებში გადაწევთ. ამ გზით თქვენი ორგანიზმი ზაფხულის მცხუნვარებასთან მშვიდად შეგუებას შეძლებს.
-
დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ დღეს მეგარაკეტა Starship-ის პირველი ორბიტალური ფრენა იგეგმება — როგორ ვუყუროთ
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისში პირველი ჰიპ-ჰოპ ფესტივალი გაიმართება
-
დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა დააკავეს ბებია, რომელმაც მარნეულში არასრულწლოვანი შვილიშვილი თანასოფლელ კაცზე იძულებით გაათხოვა
გადახედვა
-
უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე უნდა გაირკვეს, ვინ არის TI-ის დამფინანსებელი — შალვა პაპუაშვილი TI-ს მიერ სააკაშვილის პოლიტპატიმრად აღიარებაზე
გადახედვა
-
ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა ელენე ხოშტარია კლინიკა "ვივამედიდან" რუსთავის ციხეში დაბრუნდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან ირაკლი კობახიძე: მქონდა გასაუბრების შესაძლებლობა როგორც აშშ-ის პრეზიდენტთან, ისე სახელმწიფო მდივანთან
გადახედვა
-
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი თანამდებობიდან გადადგა
გადახედვა
-
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს ეწვია
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
-
მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი მთავარეპისკოპოსი ზენონი: ქურმუხის ტაძრის დაცვა სიწმინდეზე ზრუნვაა და არა ვინმეს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი
გადახედვა
-
Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში" Kordz-ის დედა: "ყველაფერი გადავიდა ტერორის ხარისხში"
გადახედვა
-
საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოს შესახებ კოლოქვიუმი გაიმართა
გადახედვა
-
მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად მიხეილ სააკაშვილი: "საერთაშორისო გამჭვირვალობამ" მაღიარა პოლიტიკურ პატიმრად
გადახედვა
-
Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ Google Chrome-ს 3 მნიშვნელოვანი ფუნქცია დაემატა, რომლებიც სწავლასა და კვლევას გაგიმარტივებთ
გადახედვა
-
პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა პატარა AI გაჯეტი, უკამერო და VR სათვალეები — Meta-მ ახალი მოწყობილობები წარადგინა
გადახედვა
-
POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი POG: საქართველოში დააკავეს და აშშ-ს გადასცეს უზბეკეთისა და აშშ-ის მოქალაქე დავუდ ანსარი
გადახედვა
-
DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს DW: რუსეთი სომხეთს ემუქრება, რომ 1-ელი ნოემბრიდან გაზის მიწოდებას სრულად შეუწყვეტს
გადახედვა
-
ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა ზელენსკის თქმით, ტრამპმა უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოებაზე საბოლოო თანხმობა გასცა
გადახედვა
-
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი "თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს მოძრაობა შეიზღუდება — ქუჩების ჩამონათვალი
გადახედვა
-
მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა მსოფლიოს ერთ-ერთი უმშრალესი ადგილი ყვავილებმა დაფარა — მიზეზი ელ-ნინიოა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ცნობილი კურორტი ფოტოთი
კომენტარები