თურქეთის პოლიციამ ფეტულა გიულენის ძმა დააკავა, რომელიც 15 ივლისს მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისას, შეთქმულების მოწყობაშია ბრალდებული. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კუტბეტინ გიულენი იზმირის პროვინციაში დააკავეს და ბრალად დასდეს "შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა".

თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი ფეტულა გიულენს სამხედრო გადატრიალების მოწყობაში სდებს ბრალს. მან რამდენჯერმე სთხოვა შტატებს მისი ექსტრადირება.