ანტისაოკუპაციო აქციის ლაივის ფონზე ამღერებული Franz Ferdinand — Tbilisi Open Air დაიწყო
ფოტო: Tbilisi Open Air
Tbilisi Open Air 2019 დაიწყო. ფესტივალის შემოქმედებითსა და საორგანიზაციო ჯგუფს ბოლო დღეების განმავლობაში თბილისში განვითარებული მოვლენების გამო, რთული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწია. იმის ფონზე, რომ რუსთაველზე შეკრებილი აქტივისტები ხელისუფლებამ რეზინის ტყვიების, წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა, Tbilisi Open Air-მა სპეციალური განცხადება გაავრცელა.
მათ აღნიშნეს, რომ გმობენ ძალადობას და აღიარებენ მხოლოდ ერთ ღირებულებას — თავისუფლებას. საკუთარი მხარდაჭერის გამოსახატად, ორგანიზატორებმა ფესტივალის ტერიტორიაზე რუსთაველის წინ მიმდინარე აქციის ლაივის საჩვენებელი კუთხე მოაწყვეს, მთავარი სცენაზე კი ანტისაოკუპაციო ვიდეო რგოლები გაუშვეს.
მიუხედავად თბილისში დაძაბული ვითარებისა, ახალგაზრდები ფესტივალზე მივიდნენ და კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მუსიკა ათავისუფლებს.
ფესტივალის პირველმა დღემ წარმატებით ჩაიარა. 20 ივნისის ჰედლაინერი შოტლანდიური ბენდი Franz Ferdinand იყო, რომელიც 2002 წელს გლაზგოში შეიქმნა. მათ მიერ შექმნილი მუსიკა ინდი-როკისა და დენს-როკის ნაზავს წარმოადგენს, რომელიც მსმენელს განტვირთვაში, ცეკვასა და პოზიტიურად დამუხტვაში ეხმარება.
შოტლანდიური ბენდი მთავარ სცენაზე თორმეტი საათისთვის გამოჩნდა და თავისი მთავარი ჰიტები Take me out, The Fire, Ulysses და ა.შ. შეასრულა.
2004 წელს სადებიუტო ალბომში შესული სიმღერა Take Me Out დიდი ბრიტანეთის ჩარტებში მესამე ადგილს იკავებდა, ხოლო მათი ალბომი ინდი-როკის ჟანრში მეხუთედ დასახელდა, რაც ძალიან დიდი წარმატებაა. მათი პოზიტიური მუხტი მსმენელებს პირველივე სიმღერის შემდეგ გადაედოთ. საპროტესტო მუხტი ფესტივალზეც იგრძნობოდა — ახალგაზრდები ცეკვავდნენ თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის და საკუთარი იდენტობისთვის, რომელსაც ისინი არასდროს დათმობენ.
22 ივნისი - ფესტივალის მეორე დღე
Tbilisi Open Air 2019 გრძელდება — დღეს, 22 ივნისს, მსმენელების წინაშე მთავარ სცენაზე ჰედლაინერის სტატუსით ჯგუფი UNKLE წარსდგება. მათი გამოსვლა 23:00 სთ-ზე დაიწყება. ტრიპ-ჰოპი, ელექტრონიკა, ალტერნატიული როკი — UNKLE სწორედ ის კოლექტივია, რომელიც მრავალ ჟანრს აერთიანებს და გამორჩეულ მუსიკას ქმნის.
ჯეიმს ლაველის, მეტიუ პაფეტისა და ჯეკ ლეონარდის ტრიოს ჯგუფის ყოფილ წევრებთან ერთად არაერთი მუსიკალური პროექტი და კოლაბორაცია აქვთ შექმნილი ცნობილ არტისტებთან. ამ ჩამონათვალის მასშტაბურობისთვის The Verve-ს, Oasis-ის, Radiohead-ისა და Linkin Park-ის ხსენებაც საკმარისია.
UNKLE უკვე თბილისშია და დღევანდელი გამოსვლისთვის ემზადება.
დღეს მთავარ სცენაზე, რომელზეც ანტისაოკუპაციო ბანერები ტრიალებს და გაცხადებულია, რომ რუსეთი ოკუპანტია, 21:30 სთ-ზე კანადური Rhye-ც დაუკრავს. Rhye კანადელი მუსიკოსის, მაიკ მილოშის პროექტია, რომელიც მან 2010 წელს რობინ ჰანიბალთან ერთად დაიწყო, თუმცა ამ უკანასკნელმა პროექტი 2017 წელს დატოვა. მაიკ მილოში აგრძელებს Rhye-ში მოღვაწეობას და საკმაოდ წარმატებულადაც კი.
მთავარ სცენაზე დაგეგმილი ღონისძიებების შემდეგ კი, Eyestage-ზე, 02:00 სთ-ზე, David August ლაივ სეტით წარსდგება ელექტრონული მუსიკის მოყვარულების წინაშე. ჰამბურგში დაბადებული გერმანელი დი-ჯეი ელექტრონული მუსიკის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი არტისტია, რომელსაც ამ ჟანრის ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნევენ. მიუხედავად იმისა, რომ აუგუსტი მხოლოდ 25 წლისაა, უკვე საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს დაგროვებული და სხვადასხვა წამყვანი ფესტივალებისა და კლუბების ლაინაფში ხშირად ხვდება.
ფესტივალის შესახებ
Tbilisi Open Air საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალია, რომელიც როკისა და ელექტრონული მუსიკის მსმენელებისთვის 2009 წლიდან იმართება. ფესტივალის ფარგლებში საქართველოში ჩამოვიდნენ ისეთი ჯგუფები და შემსრულებლები, როგორებიცაა Deep Purple, Archive, Placebo, Air, Black Label Society, Beth Hart, Damien Rice, Tom odell და სხვები.
ფესტივალი 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით სოციალურ კამპანია დაიწყო - თანასწორობისა და მრავალფეროვნების 10 წელი. ამას დაემატა ანტისაოკუპაციო მესიჯებიც, რაც თბილისში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება. Tbilisi Open Air-მა აქტივისტებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
პირველი წლის სლოგანი მუსიკა ათავისუფლებს დღეს უკვე თავისთავად გვკარნახობს ფესტივალის როლს სოციუმში თანასწორობისა და გარემოს დაცვის სტიმულირების მიმართულებით. პროექტის ფარგლებში ჩაიწერა 12 ვიდეორგოლი, რომლებშიც ცნობილი ადამიანები თანასწორობისა და მრავალფეროვნების იდეაზე საუბრობდნენ.
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში Lion Auctions—ის ერთი წელი — მასშტაბური ავტოაუქციონი ბათუმში
-
სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა სომხეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი ქრისტინე გრიგორიანი აზერბაიჯანში გაემგზავრა
გადახედვა
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა





კომენტარები