ხელოვნურმა ინტელექტმა ანტონინ დვორჟაკის დაწყებული ნამუშევარი დაასრულა
არასდროსაა გვიანი დაწყებულის დამთავრება, თუნდაც ამას შენს ნაცვლად ხელოვნური ინტელექტი აკეთებდეს
ფოტო: Steve Buissinne
ნოემბერში, პრაღის ფილარმონიაში ნაწარმოების მომავალი მსოფლიოდან მესამე და საბოლოო ნაწილი დაიდგმება. ნაწარმოები დაფუძნებულია ცნობილი ჩეხი კომპოზიტორის, ანტონინ დვორჟაკის დაუსრულებელ ნამუშევარზე, რომელიც მისი სიკვდილიდან 115 წლის შემდეგ ხელოვნურმა ინტელექტმა დაასრულა.
კონცერტი ექსპერიმენტის კულმინაციური ნაწილია, რომელიც გასულ წელს დაიწყო და ხელოვნური ინტელექტის შემოქმედებითობას ეხება. ექსპერიმენტს საფუძველი მას შემდეგ ჩაეყარა, რაც გლობალური სარეკლამო კომპანიის, Wunderman-ის პრაღის ოფისის კრეატიული დირექტორები — რიჩარდ შტიბიცი და ფილიპ ჰამპლი AIVA Technologies-ს — ლუქსემბურგში დაფუძნებულ AI-მუსიკის სტარტაპს დაუკავშირდნენ.
"გვსურდა გაგვერკვია, შესაძლებელი იყო თუ არა ხელოვნური ინტელექტის კრეატიულ პროცესში გამოყენება დადებითი კუთხით. იმიტომ რომ, ყველას ეშინია ხელოვნური ინტელექტის, ფიქრობენ, რომ ის ჩაანაცვლებს ადამიანებს. მაგრამ მე ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, რომ თუ ადამიანი საკმარისად ჭკვიანია და ისწავლის, თუ როგორ მიუდგეს ხელოვნურ ინტელექტს, ის ძალიან სასარგებლო შეიძლება იყოს", — ამბობს შტიბიცი.
AIVA (Artificial Intelligence Virtual Artist - ხელოვნური ინტელექტის ვირტუალური ხელოვანი) 2016 წლიდან ქმნის "ემოციურ საუნდტრეკებს" ფილმებისთვის, სატელევიზიო რეკლამებისთვის და ვიდეო თამაშებისთვის.
მოუსმინეთ ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთ მუსიკალურ ნამუშევარს.
AIVA-ს გამოწვევაა დაასრულოს სიმფონია, რომელიც არის დვორჟაკის საფორტეპიანო ნამუშევრის დაუსრულებელი, უსახელო, 2-გვერდიანი ფრაგმენტი.
"ხელოვნური ინტელექტი ხშირად აბსტრაქტულია. ეს პროექტი დაგვეხმარება ვაჩვენოთ, თუ რა შეუძლია მას. მიზანი ხელოვნურ ინტელექტთან ადამიანების კოლაბორაციის შესაძლებლობა", — ამბობს პიერ ბარო, AIVA-ს აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ხელოვნურმა ინტელექტმა კომპოზიტორის ნამუშევარი დაასრულა, თუმცა ნოემბრის კონცერტი იმითაა გამორჩეული, რომ ეს იქნება პირველი ფართომასშტაბიანი ღონისძიება, სადაც მსგავსი კოლაბორაცია გაჟღერდება.
"ესაა ექსპერიმენტი, ვნახოთ, რა მოხდება. ახლა კლასიკური მუსიკის მოყვარულები იმას "ხარშავენ", რომ მუსიკა ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი და ნელ-ნელა იწყებენ იმაზე ფიქრს, რომ ეს მისაღებია", — ამბობს შტიბიცი.
შეთხზვის პროცესში AIVA-მ ასობით განსხვავებული მაგალითი შექმნა, საიდანაც აირჩა სტილისტურად დვორჟაკთან ყველაზე მსგავსი ვარიანტი. სამივე ნაწილი 2018 წლის დეკემბერში დასრულდა.
მაგრამ მუსიკას თავისებურება ახასიათებს - მხოლოდ მუსიკოსი არ თამაშობს როლს მის ინტერპრეტაციაში. აქ მსმენელსაც დიდი როლი აქვს.
ორკესტრის წევრებს ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მუსიკალური ნამუშევრის შესრულება ნორმისგან რადიკალურ გადახვევად შეიძლება ეჩვენოთ. თუმცა, როგორც შტიბიცი ამბობს, მათ მუსიკაში საკუთარი ინტერპრეტაციები შეჰქონდათ, იმის მიუხედავად, კომპოზიტორი ადამიანი იყო, თუ — არა.
"შემსრულებელი ამბობს "ეს ჩემი მუსიკაა, რადგან მასში სულს ვდებ, კომპოზიტორები კი მხოლოდ ნოტებს ქმნიან". რა თქმა უნდა, ვიცი, რომ კომპოზიტორები ამაზე მეტს აკეთებენ, მაგრამ შემსრულებლები ფიქრობენ, რომ მუსიკას ისინი მეტ ემოციას სძენენ", — ამბობს შტიბიცი.
მაგრამ მუსიკას თავისებურება ახასიათებს - მხოლოდ მუსიკოსი არ თამაშობს როლს მის ინტერპრეტაციაში. აქ მსმენელსაც დიდი როლი აქვს.
ვირტუალური ხელოვანის მომავალი
პიერ ბაროსთვის მნიშვნელოვანია ცხადი იყოს მესიჯი, რომ AIVA-ს ხელოვნური ინტელექტის მქონე არტისტები არავის ჩაანაცვლებენ. "ადამიანები ყოველთვის უნდა იყვნენ გადაწყვეტილების მიმღები პირები, რომლებიც განსაზღვრავენ, თუ როგორ იმუშავებს ხელოვნური ინტელექტი", — დასძენს ის.
სანამ ადამიანები AI-სთან დაიწყებენ მუშაობას, კითხვები უჩნდებათ კრეატიულ პროცესში ხელოვნური ინტელექტის როლთან დაკავშირებით. ისინი შიშობენ, რომ შესაძლოა AI-მ ადამიანები ჩაანაცვლოს.
"თუმცა, მას შემდეგ რაც პრაქტიკაში გამოცდიან მასთან მუშაობას, ხვდებიან, რომ სულაც არ არიან მისი მონები. პირიქით — ხელოვნური ინტელექტი ადამიანზეა მიმაგრებულია, ის მას იდეებს აწვდის და ადამიანი წყვეტს, რომელი მათგანი განახორციელოს. ხელოვნურ ინტელექტს ასევე შეუძლია დაეხმაროს არაპროფესიონალ ან გამოუცდელ მუსიკოსებს უკეთესი მუსიკის დაწერაში, ეს კი ცუდი სულაც არაა", — ამბობს ბარო.
AIVA უკვე გახდა მსოფლიოში პირველი ვირტუალური ხელოვანი, რომელიც ოფიციალურად არის დარეგისტრირებული, როგორც კომპოზიტორი საავტორო უფლებების ორგანიზაციაში. ეს ნიშნავს, რომ მისი ქმნილებები დაცულია, როგორც ინტელექტუალური საკუთრება, ისევე, როგორც ადამიანი კომპოზიტორების ნამუშევრები.
"მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის ნამუშევრების მიმართ აშკარა შეზღუდვები არსებობს, ის კვლავ შეიძლება იყოს ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც საკმაოდ აჩქარებს სხვადასხვა პროცესს ხელოვანებისთვის", — ამბობს ხელოვნური ინტელექტის ექსპერტი, ვივიენ მინგი.
თეორიულად არ არსებობს შეზღუდვა, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს აუკრძალავს გახდეს ძალიან კრეატიული, დაიწყოს ახლის კვლევა და ერთ დღესაც ადამიანის მიერ დადგენილ საზღვრებს გასცდეს.
თუმცა, ჯერჯერობით, სავარაუდო მოვლენისთვის მნიშვნელობის მინიჭება კვლავ ადამიანის პრივილეგიად რჩება.
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს 10 სელებრითი, რომლებმაც ტატუსალონში ზედმეტად იფანტაზიორეს
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება Crossroad AI-ს პროგრამა ცნობილია — 3 ოქტომბერს თბილისში ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ Lion Trans-ის გლობალური ლოგისტიკური ეკოსისტემის შესახებ
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა

კომენტარები