შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, ერთ-ერთმა დაკავებულმა ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე გადამცვლელ პუნქტში ორი ყალბი 500-ევროიანი კუპიურა გაასაღა. მათივე ცნობით, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას 12 ყალბი 500-ევროიანი კუპიურა ამოიღეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილი "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღებას გულისხმობს. ამ მუხლით გათვალისწინებულია პატიმრობა ოთხიდან ათ წლამდე. დაკავებულები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.