ენმ-ის მხარდამჭერი ამბობს, რომ პოლიტიკური ნიშნით ოცნების დეპუტატის სასტუმროდან აგდებდნენ
ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი, ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ პარლამენტარი, ანზორ ბოლქვაძე პოლიტიკური ნიშნით საკუთარი სასტუმროდან აგდებდა. ანზორ ბოლქვაძე ქართული ოცნების დეპუტატია და პარლამენტში მაჟორიტარული სიით შევიდა. On.ge-სთან ბერიძე ყვება, რომ მისი პოლიტიკური შეხედულებები სასტუმროს ხელმძღვანელობას არ მოეწონა. შემთხვევა ხულოს სასტუმროში 7 მაისს მოხდა.
ხათუნა ბერიძის თქმით, მის ნომერში მაშინ შევიდნენ, როდესაც ის ოთახში არ იყო და თვითონ ანზორ ბოლქვაძე მოითხოვდა მისგან, რომ სასტუმრო დაეტოვებინა:
"ჩემს ნომერში უკანონოდ შევიდნენ. სტუმარი იყო შიგნით, რომ მოვედი დამხვდა ჩემი ნივთები შეკრებილი და სტუმარი ტოვებდა ნომერს. რომ მოვითხოვე რის საფუძველზე მატოვებინებენ სასტუმროს, მითხრეს, რომ ეს არის კერძო საკუთრება და ფულს დამიბრუნებენ".
ხათუნა ბერიძემ ფეისბუქზე ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ მოითხოვენ სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომ მან ნომერი დატოვოს. ბერიძე უმტკიცებდა, რომ ნომერი მან იქირავა და მისი გაგდების უფლება არ აქვთ. ვიდეოში ჩანს, რომ სასტუმროს წარმომადგენლები პოლიციის გამოძახებითაც იმუქრებიან და ამბობენ, რომ სასტუმრო ქალმა მისივე უსაფრთხოებისთვის უნდა დატოვოს, თუმცა კონკრეტულად რას გულისხმობენ არ აზუსტებენ.
ვიდეოში ისმის როგორ ეუბნება ანზორ ბოლქვაძე ბერიძეს: "თავისუფალი ბრძანდებით, ეს ჩემი საკუთრებაა და გახვალთ აქედან, წადით, მედავეთ".
ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ მისი პოლიტიკური შეხედულებების შესახებ ერთ-ერთი შეკრების დროს გაიგეს, რომელსაც თვითონაც ესწრებოდა:
"ფორმები გადასცეს მეხანძრეებს. ნომერი მანამდე ვიქირავე და რადგანაც ვნახე რომ ღონისძიებაა იყო, ჩავედი. ვნახე, რომ მთავრობის წარმომადგენლები იყვნენ მოსულები. ჩემმა მეგობარმა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია, რაღაც კითხვა დაუსვა თორნიკე რიჟვაძეს და ანზორ ბოლქვაძეს. მე არანაირ საუბარში არ ჩავრეულვარ", — ყვება ხათუნა ბერიძე.
დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე ხათუნა ბერიძის ბრალდებებს უარყოფს. On.ge-ს მან განუცხადა, რომ ქალი ყველას ფოტოებსა და ვიდეოებს უღებდა, რის გამოც სხვა ადამიანებს დისკომფორტს უქმნიდა.
"კაცი ზის, ისვენებს, უღებს ვიდეოს. რა ხდება, ამ კაცმა რა დააშავა? მეკითხებიან ვინ არის, შემოგზავნილია, დასაპატიმრებელია, რა ხდება? რატომ იღებს ამ ვიდეოს. უხერხულია. ჩამოდით, ნახეთ, კარგად და ლამაზად ცხოვრობს", — განაცხადა ანზორ ბოლქვაძე.
ინციდენტის შემდეგ ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ სასტუმროს დატოვება მისთვის აღარავის მოუთხოვია. მისივე თქმით, დაპირისპირებამ სასტუმროს ეზოში გადაინაცვლა, რადგან მის მხარდასაჭერად სასტუმროსთან სხვა ადამიანები მივიდნენ. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ მის მამიდაშვილს დაზიანებები აღმოაჩნდა, რის გამოც პოლიცია გამოიძახა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით დაიწყო, რაც იძულებას გულისხმობს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები