ამოწმებს თუ არა ტვიტერი ჟურნალისტების პოლიტიკურ შეხედულებებს?
ფოტო: Drew Angerer / Getty
სტატია მოამზადა ბიზნეს კომუნიკაციის სივრცემ
ამოწმებს თუ არა ტვიტერი ჟურნალისტების პოლიტიკურ შეხედულებებს?
ეს კითხვა ჰიპოთეტური სულაც არ არის.
როცა ტვიტერის აღმასრულებელი დირექტორი, ჯეკ დორსი სხვადასხვა გადაცემას სტუმრობს, უმეტესად ყურადღება მხოლოდ მყვირალა ამბებს ეთმობა. ასეთია, მაგალითად, მისი გამოჩენა ანტივაქსერ (აცრების მოწინააღმდეგე) ბენ გრინფილდის პოდკასტში, სადაც დორსიმ საკუთარ საგანგაშო სამედიცინო მიდგომებზე ისაუბრა, თუმცა ბოლო თვეების მანძილზე მას სხვა გადაცემებში, მაგალითად, ათეისტ ფილოსოფოს სემ ჰარისთან სტუმრობისას წამოსცდა ფრაზა ტვიტერზე ჟურნალისტების ქცევის შესახებ, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი და საყურადღებოა:
"თუ ჩვენს ჟურნალისტ მომხმარებლებს (და ისინი ჩვენი მომხმარებლების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ) დავაკვირდებოდით 2016 წლის არჩევნებამდე მიმდინარე დიალოგებში, დავინახავდით, რომ იმ მემარცხენე ჟურნალისტების რაოდენობა, რომლებიც მემარჯვენე პოზიციაზე მყოფ ადამიანებს მისდევენ [ტვიტერზე] ძალიან მცირეა, ხოლო მემარჯვენე ჟურნალისტების რაოდენობა, რომლებიც მემარცხენეებს მისდევენ - ძალზე მაღალი".
ის, რომ ერთსა და იმავე პროფესიის წარმომადგენელთა ქცევას შორის ასეთი განსხვავებაა, ცხადია, საინტერესო ამბავია, თუმცა არანაკლებ საინტერესოა იმის გარკვევა, საიდან მოდის ეს მოსაზრება.
"ჯეკი MIT-ის კვლევას დაეყრდნო", - განაცხადა ტვიტერის სპიკერმა და წარადგინა კვლევა, რომელიც კვლევითმა ორგანიზაცია Graphika-მ ჩაატარა. მართალია, შედეგები გამოცემა MIT Technology Review-მ გამოაქვეყნა, თუმცა თავად MIT-ს ამ კომპანიასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს. კვლევის ერთ-ერთმა თანაავტორმა კამილ ფრანსუამ Gizmodo-სთან საუბარში განაცხადა, რომ ორგანიზაციას ჟურნალისტებს შორის ურთიერთობა არ შეუსწავლია და მეტიც, ამ თემაზე სხვა კვლევასაც ვერ იხსენებს.
რა თქმა უნდა, ტვიტერის სპიკერმა, შესაძლოა უბრალოდ არასწორი ლინკი გამოიყენა. შესაძლოა, ის გულისხმობდა Cortico-ს კვლევას, რომელიც MIT-ის მედია ლაბორატორიასთან ნამდვილად დაკავშირებულია და ამავე დროს, ტვიტერის სასაუბრო დინამიკის კვლევის ავტორია, თუმცა როდესაც Gizmodo დაუკავშირდა კომპანია Cortico-ს, მათ დორსის სიტყვების დამადასტურებელი სტატისტიკა ვერ გაიხსენეს.
"ჩვენ მიერ ჩატარებულ 2016 წლის არჩევნების კვლევაში ჟურნალისტების ადგილმდებარეობასა და მათ მიერ გამოყენებულ ქსელებზეა აქცენტი", - განაცხადა Cortico- ს წარმომადგენელმა, - "თუმცა არაფერია ნათქვამია იმაზე, თუ ვინ ვისი მიმდევარია“.
ამ კვლევის შესახებ დაწერილ Vice-ის სტატიაში მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ ვერიფიცირებული ჟურნალისტები ტრამპის მხარდამჭერებისგან "მოშორებულნი" არიან, ხოლო ტრამპის მხარდამჭერები მჭიდრო ჯგუფს წარმოადგენენ.
იმის გამო, რომ ვერ ხდება დორსის სიტყვების ზუსტი წყაროს მითითება, ტვიტერის სპიკერმა მოგვიანებით განაცხადა, რომ შესაძლოა დორსიმ [ეს წინადადება] არასწორად თქვა.
"რისი გარკვევაც მოვახერხე ისაა, რომ ეს არის შიდა კვლევა, რომელიც ჩვენმა პროდუქტის ინჟინრების ჯგუფმა გააკეთა, რათა "ფილტრების ბუშტის" მოქმედების მექანიზმი უკეთესად გაეგო. ჯერჯერობით, ამ კვლევიდან არაფერი გაგვისაჯაროებია, ჯეკის იმ მცირე კომენტარის გარდა. ზოგადად კი, არა, ჩვენ არ ვადევდებთ თვალყურს პოლიტიკურ ინტერესებს.“
ამ პასუხიდან გამომდინარეობს, რომ თუნდაც შიდა კვლევის ფარგლებში, ტვიტერი მაინც ადევნებს თვალს მომხმარებლების პოლიტიკურ მიკუთვნებულობას.
ტვიტერის მეორე სპიკერის განცხადებით კი, პირველი სპიკერის მიერ ხსენებული შიდა კვლევა საერთოდ არ არსებობს.
აბა, რას უნდა მივაწეროთ დორსის ორჯერ გამეორებული მტკიცება იმის შესახებ, რომ მარცხნივ გადახრილი ჟურნალისტები უფრო ჩაკეტილები იყვნენ 2016 წელს? მოდი, უბრალოდ გამოვრიცხოთ, რომ დორსი გაცნობიერებულად იტყუება ან რიცხვებს თავიდან ბოლომდე იგონებს. ჩვენ ორი არჩევანი გვრჩება: პირველი: ან დორსიმ აკადემიური ნაშორომი მისივე პლატფორმის შესახებ არასწორად წაიკითხა, ან მეორე: მან ხალხს გაუზიარა მისი აზრით ყველაზე საინტერესო ნაწილი შიდა კვლევიდან, რომლის გამოქვეყნებაზეც ტვიტერი უარს ამბობს.
ასე თუ ისე, სოციალური მედიის კომპანიების პოლიტიკური ინტერესები ამჟამად აქტიურად განიხილება. ამ თემაზე საზოგადოებრივმა სპეკულაციამ კონგრესის სამი სხვადასხვა მოსმენაც კი გამოიწვია და ერთ-ერთ მათგანზე დორსი პირადად წარდგა მოხსენებით. პრობლემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, თუ ტვიტერს გააჩნია შიდა კვლევა პოლიტიკური ინტერესების შესახებ, უცნაურია, რომ კომპანია ამას მალავს და არანაკლებ უცნაურია ის, რომ დორსი საკუთარი კომპანიის შესახებ შესაძლოა დეზინფორმაციას ავრცელებდეს.
-
ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს ასტრონომებმა ეგზოპლანეტიდან მომავალი რადიოსიგნალები პირველად დააფიქსირეს
გადახედვა
-
მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს მას უბრალოდ სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს — მეი მასკი ილონის მიმართ კრიტიკას პასუხობს
გადახედვა
-
გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს — საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
-
უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ სერგო მეთოფიშვილი დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით თბილისის არქიტექტურის ბიენალე გაიმართება
-
"სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს "სარაჯიშვილისა" და "ასკანელის" უკანონო დამზადების ფაქტზე 1 პირს ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს OpenAI-მ GPT-6 Sol და Luna წარადგინა — ახალი მოდელები უფრო იაფია და ნაკლებ შეცდომას უშვებს
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ განათლების სამმართველოს მიერ დაშვებული დარღვევები ბიუჯეტს $180 000 დაუჯდა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გაემგზავრნენ შალვა პაპუაშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და დავით მათიკაშვილი ლუქსემბურგში გაემგზავრნენ
გადახედვა
-
ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა! ქართულმა პლატფორმა Optio-მ $1M ინვესტიცია მოიზიდა!
გადახედვა
-
naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს naec.ge ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგებს აქვეყნებს
გადახედვა
-
უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან $841 მილიონი მიიღო
გადახედვა
-
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს" ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ღარიბაშვილი წერილში "რეჟიმის სახეს აღწერს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, UWC—ის სტიპენდიების შესახებ საინფორმაციო ვებინარი გაიმართება
-
ენ ჰეთეუეის ოდისეაში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ ენ ჰეთეუეის ოდისეაში შესრულებული როლისთვის ოსკარის ნომინაციაზე წარადგენენ
გადახედვა
-
"გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ "გვსურს, ომი ზამთრამდე დასრულდეს" — ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ
გადახედვა
-
აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს აზერბაიჯანი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე. წ "საპრეზიდენტო არჩევნებს" არ აღიარებს
გადახედვა
-
გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება გიორგი სულამანიძე: დაცული ტერიტორიების სააგენტომ ცალმხრივად შეწყვიტა ჩემთან შრომით ხელშეკრულება
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა ირაკლი კობახიძე შვეიცარიის კონფედერაციის ვიცეპრეზიდენტ იგნასიო კასისს შეხვდა
გადახედვა
-
EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უსმანოვი და ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო EU-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა, თუმცა უსმანოვი და ფრიდმანი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის დამცველებს მხარდაჭერას უცხადებს ანდრო ჭიჭინაძე 21-ე სკოლის დამცველებს მხარდაჭერას უცხადებს
გადახედვა
კომენტარები