2020 წელი გადამწყვეტი იქნება ჩვენი პლანეტის გადარჩენის საქმეში
ფოტო: AFP
22 აპრილს, როცა დედამიწის დღე მთელ მსოფლიოში უკვე 49-ედ აღნიშნეს, გარემოს დამცველებმა კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება კლიმატური ცვლილებებით შექმნილ რთულ ვითარებაზე. ბევრი ფიქრობს, 2020 წელი კრიტიკული იქნება ეკონომიკური და პოლიტიკური ცვლილებების დანერგვის საქმეში, რათა ჩვენი პლანეტა კლიმატური ცვლილებების უარყოფითი გავლენისგან გადავარჩინოთ.
მეცნიერები თანხმდებიან იმაზე, რომ ადამიანთა საქმიანობა პლანეტის დეგრადაციას იწვევს. აქტივისტები გლობალურ ჩარევას ითხოვენ, რომ როგორმე შეჩერდეს, ან შენელდეს მაინც ფლორის და ფაუნის განადგურების, თუ მყინვარების დნობის ტენდენცია, რაც ისევ ადამიანებს უქმნის საფრთხეს.
გლობალურ დათბობას სპეციალისტები ძირითადად ნახშირორჟანგის ჭარბ გამოყოფას აბრალებენ, რასაც ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერი დღემდე უარყოფს. ნასამ— შეერთებული შტატების აერონავტიკის და კოსმოსის კვლევის სააგენტომ, დედამიწის დღე საგანგებოდ გამოიყენა იმისთვის, რომ სატელიტური ფოტოებით კიდევ ერთხელ, თვალნათლივ ეჩვენებინა ყველასთვის, თუ როგორ თანდათანობით ათბობს დედამიწას ნახშირორჟანგის მზარდი კონცენტრაცია.
"უფრო და უფრო ვრწმუნდებით იმაში, რომ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის კონცენტრაცია იზრდება. შედეგად, ჰაერი და ოკეანის წყალი თბება, ოკეანეთა მჟავიანობა იზრდება; წყლის დონე მატულობს და კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული ექსტრემალური მოვლენები ხშირდება", — ამბობს კარლოს დელ კასტილო, ნასას მეცნიერი.
ეს სატელიტური ფოტოები აჩვენებს ყინულის საფარის მკვეთრ დნობას, რაც წყლის დონის მატებას იწვევს. ასევე ჩანს ტყეთა მასივების დრამატული შემცირება, რაც არამარტო კონკრეტულ რეგიონზე, არამედ მთელ პლანეტაზე ახდენს გავლენას.
აუარება მტკიცებულების და სამეცნიერო კონსენსუსის მიუხედავად, თუ როგორ ვნებს პლანეტას სხვადასხვა წიაღისეული საწვავის გამოყენება, ნარჩენების მოცულობის ზრდა, ჰაერის, წყლის და მიწის დაბინძურება, მსოფლიოს ლიდერები არასაკმარისად, ან საერთოდ არ მოქმედებენ.
განსხვავებით პოლიტიკოსების და ეკონომისტებისგან, ახალგაზრდა თაობა გაცილებით უფრო შეშფოთებულია იმით, რაც ხდება, იმ მემკვიდრეობით, რომელსაც მათ უფროსი თაობა უტოვებს და თანდათან უფრო აქტიურდება. შვედი სკოლის მოსწავლე გრეტა თანბერგი ახალი თაობის გლობალური აქტივიზმის სიმბოლო გახდა. მან დედამიწის დღისთვის ლონდონში შეკრებილ გარემოს დამცველებს მიმართა:
"ასე არ უნდა იყოს, მაგრამ რაკი სხვას არავის სურს, საქმე ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ბრძოლას ჩვენ არასდროს შევწყვეტთ. ბოლომდე ვიბრძოლებთ ამ პლანეტის და საკუთარი თავის გადასარჩენად, რომ ჩვენი მომავალი, ჩვენი შვილები და შვილიშვილები ვიხსნათ".
მომავალი წლის 22 აპრილს დედამიწის დღეს 50 წელი შეუსრულდება. დენის ჰეისი, ადამიანი, რომელმაც ამ დღის დაწესებაში დიდი როლი ითამაშა, ამბობს, რომ 2020 წელი გადამწყვეტი იქნება კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში.
"ჩვენი მიზანია მომავალ წლამდე მაქსიმალურად ფართო მოძრაობის ორგანიზება შევძლოთ. უნდა დავარწმუნოთ ადამიანები, რომ მათი ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემები მათ იმედებს ვერ ამართლებენ, ისინი დედამიწას ვერ უვლიან. ყველა უნდა გავერთიანდეთ ამ იდეის გარშემო და ცვლილები მოვითხოვოთ", — ამბობს ის.
ჰეისი ტვიტერთან და სხვა სოციალურ ქსელებთან მუშაობს ინიციატივაზე სახელწოდებით "ხმა მიეცი დედამიწას". საქმე იმაშია, რომ 2020 წელს მნიშვნელოვანი არჩევნებია შეერთებულ შტატებში და კიდევ 60 სხვა ქვეყანაში. აქტივისტების მიზანია, გარემოს დაცვა დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ამომრჩევლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად იქცეს.
ჰეისის თქმით, ჰომოსექსუალთა ქორწინების ლეგალიზაცია ამერიკაში, იარაღზე კონტროლის გამკაცრება ახალ ზელანდიაში და სხვა მსგავსი ტენდენციები ადასტურებს, რომ მოკლე დროში ადამიანთა დამოკიდებულების და ქცევის შეცვლა სავსებით შესაძლებელია.
-
TikTok ვიდეომ მეცნიერებს ახალი სახეობის თევზი აღმოაჩენინა TikTok ვიდეომ მეცნიერებს ახალი სახეობის თევზი აღმოაჩენინა
გადახედვა
-
სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ
გადახედვა
-
ცნობილი COVID-ვაქცინების საწინააღმდეგო კვლევა დეზინფორმაციის გამო უკან გაიხმეს ცნობილი COVID-ვაქცინების საწინააღმდეგო კვლევა დეზინფორმაციის გამო უკან გაიხმეს
გადახედვა
-
სიცილიის მუზეუმიდან რენესანსის ეპოქის 4 ნამუშევარი მოიპარეს სიცილიის მუზეუმიდან რენესანსის ეპოქის 4 ნამუშევარი მოიპარეს
გადახედვა
-
სოფელ ტიბაანში ავტომობილი ოთხ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა სოფელ ტიბაანში ავტომობილი ოთხ ქვეითს დაეჯახა, ერთი ადგილზე გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას! ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
გადახედვა
-
კოალიცია "ძლიერი საქართველო-ლელო" ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს კოალიცია "ძლიერი საქართველო-ლელო" ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს
გადახედვა
-
თაღლითობის ბრალდებით "ქართული ოცნებიდან" გორის საკრებულოს ყოფილი წევრი და რაიონის ყოფილი გამგებელი იოსებ მუმლაძეა დაკავებული თაღლითობის ბრალდებით "ქართული ოცნებიდან" გორის საკრებულოს ყოფილი წევრი და რაიონის ყოფილი გამგებელი იოსებ მუმლაძეა დაკავებული
გადახედვა
-
გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ
გადახედვა
-
ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა
გადახედვა
-
5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები 5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები
-
სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან
გადახედვა
-
ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან
გადახედვა
-
თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
-
ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს
გადახედვა
-
იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს
გადახედვა
-
"რეპსოლი" "სოლიდუსს" საწვავის მიწოდებას უწყვეტს — კომპანია საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში აწვდიდა "რეპსოლი" "სოლიდუსს" საწვავის მიწოდებას უწყვეტს — კომპანია საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში აწვდიდა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები
გადახედვა
კომენტარები