პრემია საბას გამარჯვებულები 2016 წელს
დღეს, მუხრანბატონის სასახლის ეზოში გამართულ ღონისძიებაზე ცნობილი გახდა ლიტერატურული პრემია "საბას" 2016 წლის გამარჯვებულები:
- წლის საუკეთესო რომანი, გაიცა ორი სრული პრემია – "სამოთხიდან გაქცეულები", ბექა ქურხული; "მოსალოდნელი მოულოდნელობანი", ზურაბ სამადაშვილი;
- წლის საუკეთესო პოეტური კრებული – "ყვავი ხის წვერზე ისაღამოებს", ბესიკ ხარანაული;
- წლის საუკეთესო პროზაული კრებული – "იუნკერ ერისთავის ბუცები"; ზაალ სამადაშვილი;
- წლის საუკეთესო პიესა – არ გაცემულა;
- წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი (ჟიურის რჩეული, გაიყო ორ ავტორზე) – "მსხლების მინდორი", ნანა ექვთიმიშვილი; "დიაგნოზი", იუნონა გურული;
- წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი (მკითხველის რჩეული) – პოეტური კრებული "ჩვენ", სალომე მაკარიძე;
- წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა – "20 ქართული მოთხრობა", თამაზ ვასაძე;
- წლის საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა – "ირაკლი ფარჯიანი და შეხვედრის მეტაფიზიკა", ზაზა ფირალიშვილი;
- უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი – "ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი", თამარ ჯაფარიძე;
- ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი – "ვეფხისტყაოსანი", ლინ კოფინი;
- საუკეთესო ელექტრონული წიგნი – "ლაზარე", ოთარ ჯირკვალიშვილი;
- პრემია „საბა“ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის – ტარიელ ჭანტურია;
ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ დაფუძნდა 2003 წელს. პრემიის დამფუძნებლები არიან თიბისი ბანკი და პენ-ცენტრი.
პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა.
პრემიაზე “საბა” განიხილება გასულ წელს წიგნად გამოცემული ყველა ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები (რომანი, პროზაული კრებული, პოეტური კრებული, პიესა), უცხოური ნაწარმოების ქართული თარგმანი, ასევე ლიტერატურული კრიტიკის და დოკუმენტური პროზის ნიმუშები.
გამარჯვებულ ავტორებს, სპეციალურ პრიზთან ერთად, გადაეცემათ ფულადი პრემიები. საპრემიო ფონდი 52 ათას ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს თიბისი ბანკი გადასცემს.
კონკურსის ჟიური 5 წევრისგან შედგება. ჟიურის შემადგენლობა ყოველწლიურად იცვლება და მასში შედიან ის მწერლები და ლიტერატორები, რომელთა ნაწარმოებიც ამ წელს საკონკურსოდ არ განიხილება. ჟიურის არ ჰყავს თავმჯდომარე. გამარჯვებულის გამოვლენა ხდება დახურული კენჭისყრით, მინიმუმ 3 ხმის მიღების შედეგად.
2016 წლის ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ ლიტერატორი და კრიტიკოსი ვანო ამირხანაშვილი; მთარგმნელი, საბას ლაურეატი ლელა დუმბაძე; მწერალი, მთარგმნელი ირაკლი ჯავახაძე; ლიტერატორი ანა ჭაბაშვილი, პოეტი ანდრო ბუაჩიძე.
ჟიურის შემადგენლობას ყოველწლიურად ადგენს და ამტკიცებს "საბას" მმართველი საბჭო, რომელშიც, პრემიის დამფუძნებლებისა და აღმასრულებელი რგოლის წარმომადგენლის გარდა, შედიან წინა წლებში "საბას" მიერ ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოებული მწერლები. "საბას" საბჭოს შემადგენლობა 3 წელში ერთხელ განახლდება.
- ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის BSTDB-სგან ფინანსური რესურსი მოიზიდა
-
მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა მარიამ ქვრივიშვილი ვიცეპრემიერი გახდა
გადახედვა
-
მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები მშენებლობა წლიურად გაძვირდა — მიზეზები
გადახედვა
-
თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს თეგეტა ჰოლდინგმა და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
-
თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს თბილისში, ბინების გაქურდვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
გადახედვა
-
კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა კახა კალაძემ საცობების განმუხტვის მიზნით, გზაჯვარედინებზე ე.წ. Yellow Box-ების მოწყობა დააანონსა
გადახედვა
-
ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ ფრენსის ჰალზენი: ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვერდით დამიდგა და სწორედ ამიტომ ვარ დღეს აქ
გადახედვა
-
რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ რუსეთში შავი ჭირის სავარაუდო შემთხვევის გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ იმოგზაურონ
გადახედვა
-
დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება
გადახედვა
-
რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება რუსთავში ახალი ციხე გაიხსნება
გადახედვა
-
სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს" სემ ალტმანი: AI-ს სარგებლიანობის სანაცვლოდ მსოფლიო უნდა შეეგუოს "ცუდ რაღაცებს"
გადახედვა
-
სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ სომხეთის პარლამენტში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო
გადახედვა
-
ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა ქუთაისში მოძრავი ავტომობილი გაჩერებულს შეეჯახა, რომელიც ქვეითს დაეჯახა — ქალი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ "ქართული ოცნების" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა
გადახედვა
-
სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა სტამბოლის სკოლაში 15 წლის მოსწავლემ 8 მოსწავლე დაჭრა — ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა Wikipedia-ს მშობელი ორგანიზაცია აცხადებს, რომ OpenAI-ს AI აგენტების სამიზნე გახდა
გადახედვა
-
ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე ვიდეო: ვირტუალური უჯრედები და ბიოლოგიის მომავალი AI-ს ეპოქაში | ილია ყიფშიძე
გადახედვა
-
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით ჟურნალისტი ნოდარ ჩაჩუა დაკაავეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ საქართველოს ბანკის ინდმეწარმეების გათამაშებაში სექტემბრის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
კომენტარები