რამდენიმე საათია თბილისის სხვადასხვა უბანში დაზიანებული ამოტრიალებული მანქანები გამოჩნდა. მსგავს მანქანას შეხვდებით პეკინისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთასთან, იუსტიციის სახლთან, ვაკის პარკთან და თამარ მეფის გამზირზე.

მანქანების ამ ფორმით ქუჩაში განთავსებას თბილისის მერიის ნებართვა სჭირდება. მერიაში On.ge-ს განუცხადეს, რომ განმთავსებელმა მათგან ნებართვა მიიღო, თუმცა ვინაობას ვერ გაამხელენ.