რით განსხვავდება სრულად ციფრული ბანკი მობაილ ბანკისგან?
ფოტო: სფეისი
საზოგადოებაში ციფრულ ბანკებზე ინტერესი იზრდება. ჩვენ უკვე მოგიყევით ციფრული ბანკის შესახებ და მისი უპირატესობებიც გაგაცანით, თუმცა მთავარი სათქმელი ჯერ კიდევ წინ არის. ინოვაციების მიმართ ინტერესი უამრავი ახალი კითხვის დაბადებას იწვევს, ამიტომ საჭიროა მათ პასუხები მარტივად და რაც მთავარია, სწრაფად გაეცეს.
ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა: რა განსხვავებაა მობაილ ბანკსა და სრულად ციფრულ ბანკს შორის?
ამ კითხვაზე სფეისში, საქართველოში პირველ სრულად ციფრულ ბანკში, ასე გვპასუხობენ: "ინტერნეტ და მობაილ ბანკი საბანკო ინდუსტრიის ევოლუციის წინა ეტაპია. როგორც წესი, ამ არხების საშუალებით, ბანკები მომხმარებელს სთავაზობენ ისეთ პროდუქტებს და სერვისებს, რომლებიც შექმნილი იყო ფილიალებში გასაყიდად და ამის გამო, ეს პროდუქტები ნაკლებად არის ადაპტირებული დისტანციური მომსახურებისთვის. მაგალითად, ელემენტარულად, იმისთვის, რომ დარეგისტრირდე ამ სერვისებზე, უნდა მიხვიდე ფილიალში, გახდე ბანკის კლიენტი და მიიღო წვდომა ამ სერვისებზე. ამის გაკეთების შემდეგაც, პერიოდულად მაინც მოგიწევს ხოლმე ფილიალში მისვლა მომსახურების ადგილზე მისაღებად."
სრულად ციფრული ბანკის შემთხვევაში, რომელსაც ფილიალები საერთოდ არ აქვს, ყველა პროდუქტი თავიდანვე შექმნილია იმ გათვლით, რომ ის მაქსიმალურად მარტივი და მოსახერხებელი უნდა იყოს ციფრული არხებით გამოყენებისთვის. ეს მთლიანად ცვლის ამ პროდუქტთან ურთიერთობის გამოცდილებას. აგვარებს ისეთ პრობლემებს, რომლებსაც ტრადიციული ბანკების ციფრული ვერსიები ვერ აგვარებენ.
განსხვავებული გამოცდილება
მთავარი განმასხვავებელი სწორედ გამოცდილებაა, რომელსაც UX (User experience-ს უწოდებენ). სიმარტივის, სისწრაფისა და მომხმარებელზე მორგებული დიზაინის შეგრძნება, რომელსაც პროდუქტის გამოყენებისას განიცდი.
იმის გამო, რომ პროდუქტი სრულად ციფრულია, არ არსებობს გეოგრაფიული და დროითი შეზღუდვები. სერვისები ხელმისაწვდომია 24/7-ზე, ნებისმიერ წერტილში, დისტანციურად და მყისიერად.
მომხმარებელზე ზრუნვა
არსებობს მოლოდინი, რომ საბანკო მომავალი სწორედ სრულად ციფრული იქნება, ამიტომ დღეს არსებულ ციფრულ ბანკებს მომავლის ბანკებსაც უწოდებენ. ამას ისიც მოწმობს, რომ 1 წელზე ნაკლებ დროში პირველ სრულად ციფრულ ბანკ სფეისს უკვე 100,000 რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს. მაგრამ ცვლილება მხოლოდ ინოვაციურ ტექნოლოგიებში არ გამოიხატება, იცვლება მიდგომა და ძალაუფლება გადადის მომხმარებლის ხელში. თუ აქამდე ბანკები განსაზღვრავდნენ თამაშის წესებს და მომხმარებელს უბრალოდ მორგება უწევდა, დღეს პირიქით ხდება, მომხმარებელი წყვეტს როგორ უნდა განვითარდეს პროდუქტი.
"გვჯერა, რომ მომხმარებელი ისეთივე როლს თამაშობს პროდუქტის შექმნასა და განვითარებაში, როგორც ჩვენ, სფეისის თანამშრომლები, ამიტომ მათთან უფრო მეგობრული და პარტნიორული დამოკიდებულება გვაქვს, ვიდრე ტრადიციულ ბრენდსა და კლიენტს შორის. ჩვენი თითოეული გადაწყვეტილება გამოწვეულია ჩვენი მომხმარებლის ცხოვრების სტილის, ინტერესებისა და მოლოდინების ანალიზით. თანამედროვე ადამიანისთვის ღამე და დღე ისე აღარ განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ადრე, ამიტომ სფეისში ნებისმიერ დროს შეგიძლია დარეკო, მოგვწერო და გულითად დახმარებას მიიღებ. თანამედროვე ადამიანს არ უყვარს შეზღუდვები და სხვადასხვა პროდუქტის მომხმარებელია, ამიტომ სფეისში შეგიძლია მიაბა ნებისმიერი ბანკის ბარათი და ისე გამოიყენო აპლიკაცია, რომ საერთოდ არ შეუკვეთო სფეის ბარათი. თანამედროვე ადამიანი ელის მასზე მორგებულ, მოქნილ მომსახურებას და ამიტომ ავაწყეთ ჩვენი მიტანის სერვისი თბილისში, სადაც სფეისის პილოტები ძალიან სწრაფად მოგიტანენ შეკვეთილ ბარათს", - ასე ხსნიან მომხმარებელთან დამოკიდებულას სფეისში.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები