ფარისევლებო, მლიქვნელებო, საბჭოთა "ცეხავიკებო" — გირჩის მიმართვა ბიზნესმენებს
ფოტო: თამარა ღამბაშიძე / On.ge
პოლიტიკური გაერთიანება გირჩი "ქართული ბიზნესის ცნობად და მეტნაკლებად ცნობად" სახეებს მიმართავს.
გირჩის განცხადებით, თიბისი ბანკის დამფუძნებლების გარშემო რაც ხდება, არის "ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური და არა სამართლებრივი პროცესი, საქმეში არ არსებობს მომჩივანი დაზარალებული და სრულიად გაუგებარია რას და რატომ იძიებს 11 წლის წინანდელ საქმეში პროკურატურა"
გირჩის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ კონსტიტუციურად დამოუკიდებელი ინსტიტუტი, სახელწოდებით ეროვნული ბანკი, იქცა ხელისუფლების მორიგ პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად, რომელსაც "იმის უნარიც კი არ შესწევს რომ საჯაროდ ახსნას საკუთარი გადაწყვეტილებების შინაარსი".
"რა ცოდვებიც არ უნდა ჰქონდეთ თიბისის დამფუძნებლებს, ნებისმიერი საღი აზრის მქონე ადამიანისთვის ნათელია, რომ ამ კონკრეტულ საქმეში მათთან მიმართებაში სახელმწიფო იქცევა უსამართლოდ", — წერს გირჩი.
გირჩი ფიქრობს, რომ ამ ყველაფრის ფონზე "ქართული ბიზნესის ცნობადი და მეტნაკლებად ცნობადი სახეების" დუმილი არის უტყუარი დადასტურება იმისა რომ, სინამდვილეში:
"თქვენ ხართ ჩვეულებრივი კრონი-ბიზნესმენები, რომლებმაც მოახერხეთ სიმდიდრის დაგროვება სახელმწიფოსთან, სხვადასხვა ხელისუფლებებთან ჩახუტების და პრეფერენციების მიღების გზით, იქნებოდა ეს იაფად ხელში ჩაგდებული ქონება, საჯარო კონტრაქტებით მიღებული საბიუჯეტო დაფინანსება თუ კანონით მონიჭებული და/ან რეგულაციებით გამყარებული მონოპოლიური მდგომარეობა. სახელმწიფოს, ხელისუფლებების მხარდაჭერის გარეშე, თქვენი ფასი როგორც ბიზნესმენების, არი ნული.
თქვენ გაქვთ საბჭოთა "ცეხავიკის" ფსიქოლოგია, რომელსაც არ გააჩნია საკუთრების განცდა და ღირსება, და თვლის რომ მისი კეთილდღეობა დღეს პირდაპირპროპორციულია ამჟამინდელი კომპარტიის პირველი მდივნის მისდამი კეთილგანწყობის. სწორედ ასეთი მენტალიტეტის გამო, თქვენ ვერასოდეს გახდებით მართლა თავისუფალი ბიზნესმენები.
თქვენ ხართ ფარისევლები, გაერთიანებული სხვადასხვა ბისნეს-ასოციაცია-ფედერაციებში ვითომ ბიზნესის ინტერესების დასაცავად, რომელთა რეალური დანიშნულება იმ პერიოდის ხელისუფლების ნებისმიერი იდიოტური, მათ შორის თქვენთვისვე საზიანო წამოწყებების უტიფარი გაპრავება და მოქალაქეების ზურგსუკან პირადი ინტერესების ლობირებაა.
თქვენ ხართ მშიშარა მლიქვნელები, რომლებიც "პოლიტიკაში არ ვერევით" გზავნილს ამოფარებულები, სინამდვილეში 24/7 ერთ ადგილს ათამაშებთ და ცდილობთ ურთიერთობა არ გაიფუჭოთ არავისთან, რადგან ხელისუფლებები იცვლებიან და თქვენ მუდმივად გჭირდებათ სახელმწიფოსგან ახალი იაფი ქონება, ფული, დახმარება და/ან პრივილეგია", — ვკითხულობთ გირჩის განცადებაში.
ამავე განცხადებაში გირჩი წერს, რომ ისტორიული გამოცდილება და არსებული რეალობა უბიძგებს მათ იყვნენ ასეთები, მაგრამ "ეს ვერ ამართლებს თქვენს ასეთ გულისამრევ ყოფას".
პროკურატურამ გაასაჯაროვა თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ მტკიცებულებად წარდგენილი დოკუმენტი, რომელიც ხაზარაძის განცხადებით, ამტკიცებს იმას, რომ შს მინისტრი გიორგი გახარია მას ემუქრებოდა.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ ხაზარაძის მიერ გახარიას მიმართ ბრალდებაზე ინფორმაციას ამ ეტაპზე ვერ გადაამოწმებენ, რადგან ბიზნესმენის წარდგენილი დოკუმენტი კომპიუტერში დაბეჭდილი ტექსტია და ავთენტიკურობის დადგენა შეუძლებელია.
საქმის პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძემ განმარტა, რომ წერილი მას შუამავლმა მიაწოდა. ხოლო, როცა შუამავლის დასახელება ითხოვეს, პროკურორის ცნობით, გაუგებარი მიზეზით ხაზარაძემ შუამავალი არ დაასახელა. თავად მამუკა ხაზარაძე კი ამბობს, რომ წერილი ლონდონში ექსპერტიზაზე გაგზავნეს .
4 მარტს პარლამენტში მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ არჩევნების წინ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო, რომლის მიხედვითაც, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვეევაში დაუნგრევდნენ რეპუტაციას ქვეყანაში და საერთაშორისო ასპარეზზე.
ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით პროკურატურა ინფორმირებული იყო. მისი თქმით, გამოძების ნაცვლად, პასუხად მიიღო ბრიფინგი და ბრალდება ფულის გათეთრების საქმეზე. თუმცა, პროკურატურაში ხაზარაძის ბრალდება უარყვეს და განაცხადეს, რომ დაკითხვისას ბიზნესმენმა მუქარა მხოლოდ ეროვნულ ბანკთან მიმართებაში გამოიყენა. უწყებაში განმარტავენ, რომ საუბარია ეროვნული ბანკის ოფიციალურ წერილზე, რომელშიც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადადგომის მოთხოვნაზე იყო საუბარი.
თავად შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ეს არის "პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა, პარლამენტიდან ჭორაობით იმუნიტეტი მოიპოვოს". მისივე თქმით, საკუთარ სიტყვებზე პასუხის გაცემა ყველას მოუწევდა.
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს მდინარეები) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: საქართველოს მდინარეები)
გადახედვა
-
ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით? ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას დააკავეს — რა ვიცით?
გადახედვა
-
ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი ისპანახიანი პური ინსულინისა და შიმშილის სამართავად? — მეცნიერთა ახალი ექსპერიმენტი
გადახედვა
-
მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში? მდინარაძის წერილი და ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალება — რას წერს ღარიბაშვილი მე-5 წერილში?
გადახედვა
-
საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს საია: სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის წესი რამდენიმე ფუნდამენტურ კითხვას აჩენს
გადახედვა
-
ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს ვინ იყო ნენსი გრეის რომანი — ასტრონომი, რომელსაც "ჰაბლის დედა" უწოდეს
გადახედვა
-
ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება ჯარში გაწვევის უწყისი გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება
გადახედვა
-
ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა ნეპალში მასობრივი დაკრძალვები მიმდინარეობს — წყალდიდობისგან დაღუპულთა რიცხვმა 1 000-ს გადააჭარბა
გადახედვა
-
ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა ხელოვნურ ინტელექტთან ხშირი კომუნიკაცია ადამიანებს სულ უფრო რობოტულს ხდის? — კვლევა
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ნახატის სახელი
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს პენიტენციური სამსახური ციხეში პატიმართა განთავსების ლიმიტის გაზრდას განმარტავს
გადახედვა
-
დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს დუეინ დევისი თუფაქ შაკურის მკვლელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია საქართველოს ბანკი Forbes Georgia Under 30-ის მთავარი წარმდგენია
-
სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს სადაც ახალი იდეები იბადება — თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 10 წლის იუბილეს აღნიშნავს
-
12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას 12 ფოტო იმის დასტურად, რომ ლუჩანო პავაროტი შენზე უკეთ ატარებდა შვებულებას
-
"ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე "ისლანდია ამ დრომდე არავის დაუდანაშაულებია რუსული გავლენების გამტარებლად?!" — ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე
გადახედვა
-
15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან 15 გამორჩეული ფოტო ველური ბუნების 2026 წლის ფოტოკონკურსიდან
გადახედვა
-
გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი გააგზავნე მინიმუმ 200 ერთეულის Ria-ს ფულადი გზავნილი დისტანციურად და დასაჩუქრდი
-
პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე კიდევ ორ პირს წაუყენა ბრალი
გადახედვა
-
თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის თიბისის ბარათებზე წინასასკოლო შეთავაზებები იწყება — მოემზადეთ ახალი სასწავლო წლისთვის
-
ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა
გადახედვა
კომენტარები