პარტნიორის კონტენტი

ილიაუნიში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების უფასო ცენტრი გაიხსნება — დეტალები

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

სტუდენტობის პერიოდი უამრავ სტრესულ მომენტთან, შფოთვასთან და პრობლემებთან არის დაკავშირებული. ამ დროს ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ფსიქოლოგებთან საუბარი სჭირდებათ, თუმცა დღემდე უნივერსიტეტები ამ შესაძლებლობას ვერ უზრუნველყოფდნენ. სტუდენტებისთვის პირველი ფსიქოლოგიური კონსულტირების უფასო ცენტრი ილიაუნიში გაიხსნა.

რა არის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი?

ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი არის ადგილი, სადაც კვალიფიციური ადამიანები სტუდენტებს ფსიქოლოგიურ დახმარებას გაუწევენ.

საკონსულტაციო ცენტრს შეუძლია მიმართოს ნებისმიერმა სტუდენტმა, რომელსაც ესაჭიროება დახმარება და მხარდაჭერა ისეთ გავრცელებულ ფსიქოსოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: შფოთვა, დაქვეითებული გუნება-განწყობილება, სხვადასხვა შიში, ურთიერთობის პრობლემები, სტრესის შედეგად განვითარებული მდგომარეობა და ა.შ.

ფოტო: ილიაუნი

"ეს ცენტრი არის ადგილი, სადაც ილიაუნის ყველა სტუდენტს შეუძლია შემოვიდეს, როდესაც იგრძნობს, რომ პრობლემა აქვს ემოციებში, ქცევებში, ურთიერთობებში, ძილში, კონცენტრაციაში და მაშინ, როცა გრძნობს, რომ სჭირდება დახმარება, რათა გაერკვეს - რა სჭირს, როგორ შეიძლება გამოსწორება ყველაფრის", - ამბობს ილიაუნის პროფესორი ნინო მახაშვილი.

ვისთვის არის განკუთვნილი?

ის განკუთვნილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი სტუდენტისთვის, რომელსაც სხვადასხვა პრობლემა აწუხებს და დახმარება სჭირდება.

სტუდენტებს შეუძლიათ მიმართონ ცენტრს, მაშინ როცა ჩათვლიან, რომ ფსიქოლოგიური კონსულტაცია სჭირდებათ სირთულეების გადასალახად, თავის ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებების განსახორციელებლად. ეს შეიძლება იყოს როგორც წინა საგამოცდო პერიოდისგან მიღებული სტრესი, ასევე ყოველდღიური, პირად ცხოვრებაში არსებული გამოწვევები და ოჯახური პრობლემები.

რატომ გახდა საჭირო ამ ცენტრის შექმნა?

ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი სტუდენტებისთვის ბევრ კარგ დასავლუტ უნივერსიტეტშია. მისი არსებობა საჭიროა იმისთვის, რომ სტუდენტებს ჰქონდეთ დახმარების იმედი მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

ასეთი პრობლემები განსაკუთრებით აწუხებთ ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრების სხვადასხვა სირთულეებს ეჩეხებიან. ხშირად მათ კითხვებზე პასუხების პოვნა უჭირთ და არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც მათ მომავალზე აისახება. სწორედ ასეთი შემთხვევების პრევენციისთვის არის მნიშვნელოვანი ფსიქოლოგებთან კომუნიკაცია.

აქამე, საქართველოს არც ერთ უნივერსიტეტში მსგავსი ცენტრი არ არსებობდა. ფსიქოლოგიური კონსულტაციის დროს ფსიქოლოგები სტუდენტებს დაეხმარებიან იმ ცვლილების მიღწევაში, რომელიც სტუდენტებს სურთ.

ფოტო: iliauni

"სტუდენტური ასაკი არის ძალიან მოწყვლადი, რადგან ბევრი დატვირთვებია, დიდი მასალა სასწავლი, გამოცდები, ამავე დროს სასიყვარულო ურთიერთობებში სწორედ ამ ასაკში შედის ადამიანი. ანუ, მის ცხოვრებაში ბევრი სიახლე და გამოწვევაა, რასაც შეიძლება სტრესი მოჰყვეს. ამიტომ არის საჭირო, რომ არსებობდეს ცენტრი, რომელიც მის დახმარებას შეძლებს", - ამბობს ილიაუნის პროფესორი ჯანა ჯავახიშვილი.

პროფესორი, ნინო მახაშვილი იხსენებს თანამედროვე კვლევებს, რომელიც სტუდენტებისთვის ასეთი ცენტრის არსებობის მნიშვნელობაზე მიუთითებს.

"საერთაშორისო მაგალითებით, ჩვენ ვიცით, რომ სტუდენტებს სჭირდებათ ასეთი ცენტრი. დასავლეთის უნივერსიტეტებში ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ ყოველ მესამე სტუდენტს აქვს კლინიკური პრობლემა და ფსიქოლოგიური დახმარების საჭიროება აღენიშნება. წამყვანი აშლილობა არის დეპრესია, შემდეგ კი შფოთვა. ეს ისეთი მდგომარეობებია, რომელთაც მიხედვა სჭირდება. სწორედ ასეთ მდგომარეობებთან გასამკლავებლად არის საჭირო ეს ცენტრი", - ამბობს ნინო მახაშვილი.

ვინ, სად და როდის ჩაატარებს კონსულტაციებს?

საკონსულტაციო ცენტრში სტუდენტებს მოემსახურებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული პროფესიონალები უახლესი მტკიცებულებითი მეთოდების გამოყენებით, რეგულარული სუპერვიზიის თანხლებით.

ცენტრი იმუშავებს შემდეგი განრიგით:

  • სამშაბათი: 14:00-17:00; 18:00-21:00 სთ;
  • ხუთშაბათი: 14:00-17:00; 18:00-21:00 სთ;

თქვენ შეგიძლიათ სამშაბათსა და ხუთშაბათს, 14:00-დან 21:00 საათამდე, დარეკოთ ნომერზე 2-22-00-09 (შიდა ნომერი: 580) და წინასწარ ჩაეწეროთ მიღებაზე.

ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი იმუშავებს ილიაუნის E კორპუსის 122-ე ოთახში, ფსიქიკური ჯანმრთელობის რესურსცენტრის ბაზაზე.

როდის ამოქმედდება?

სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი ილიაუნიში გაზაფხულიდან, ახალი სემესტრის დაწყებისთანავე ამოქმედდება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ