რთული წარმოსადგენია ცხოვრება თავგადასავლებისა და აღმოჩენების გარეშე, თუმცა ფაქტია, რომ თანამედროვე ადამიანების ცხოვრებაში ამ ყველაფრისთვის ადგილი სულ უფრო და უფრო ცოტა რჩება. გადატვირთული სამუშაო გრაფიკის, საოჯახო საზრუნავისა თუ სტრესის გამო, ადამიანები ვეღარ ახერხებენ პატარ-პატარა ოცნებების ახდენას. არადა, სამყარო ძალიან მრავალფეროვანია და ყოველდღიური ცხოვრების გახალისებაც მარტივადაა შესაძლებელი.

თუკი დაფიქრდები, რით შეიძლება ყოველდღიური საქმიანობის გარდა რაიმე სახალისო, დაუვიწყარი და აღმაფრთოვანებელი გააკეთო, გონებაში უამრავი იდეა გაგიჩნდება. ეს შეიძლება იყოს ლაშქრობაზე წასვლა, მოგზაურობა, კლუბებსა თუ ბარებში გართობა და სხვა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ არც ერთი მათგანი არ არის განუმეორებელი, გამორჩეული და უცნაური.

რას იფიქრებ, თუკი გეტყვი, რომ შენ შეგიძლია ძალიან მარტივად აღმოაჩინო მიწისქვეშა თბილისის საიდუმლოებები? გქონდეს პაემანი ღრუბლებთან? მცირე დროით ცხოველების გალიაში შეხვიდე და მათთან დამეგობრდე? ანდაც გახდე Formula 1-ის პილოტი და უდიდესი ადრენალინი გამოყო?

ალბათ ასეთ შემოთავაზებებზე უარს ვერასდროს იტყვი, რადგან თითოეული მათგანი ნამდვილად დაუვიწყარ შთაბეჭდილებას მოახდენს შენზე. შეიძლება ფიქრობდე, რომ ამ სურვილების ახდენა ძალიან რთულია, მაგრამ ცდები - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია "ურთიერთობის პროგრამა PLUS" ამ და სხვა კიდევ უამრავი ოცნების ახდენაში დაგეხმარება.

როგორ?

პასუხი მარტივია. ამისათვის საჭიროა იყო საქართველოს ბანკის მომხმარებელი და დააგროვო პლუს ქულები, რომელთა გადაცვლაც სხვადასხვა საჩუქრებსა თუ აქტივობებში შეგიძლია.

თუ გაინტერესებს როგორია თბილისის სატელევიზიო ანძიდან დანახული ღამის თბილისი და გინდა დაუვიწყარი ემოციები განიცადო, მაშინ უბრალოდ უნდა გადახვიდე ვებ-გვერდზე Plus.ge და ქულები გადაცვალო ამ მომაჯადოვებელ აქტივობაზე.

ველოდი, რომ კარგი შთაბეჭდილებები დამრჩებოდა, მაგრამ არ ველოდი, რომ ეს შთაბეჭდილებები მე თვითონ შემცვლიდა და კიდევ უფრო ცნობისმოყვარეს გამხდიდა.

ნათია ჯორბენაძე

იგივე პრინციპი მოქმედებს სხვა ნებისმიერ შემოთავაზებაზეც. არჩევანი კი ძალიან ფართოა - შენ შეგიძლია გახდე ცხოველების მომთვინიერებელი, Formula 1-ის მრბოლელი, მიიღო Off Road გამოცდილება, აღმოაჩინო მიწისქვეშა თბილისი და ისეთი ადგილები მოინახულო, რომლის შესახებაც აქამდე არაფერი გსმენია.

შემოთავაზებების ნახვა სრულად ამ ლინკზე შეგიძლია.


ერთ-ერთი პირველი, ვინც პლუს ქულები სხვადასხვა გამოცდილებებში გადაცვალა, საქართველოს ბანკის მომხმარებელი ნათია ჯორბენაძე იყო. კამპანიის შესახებ ნათიამ SMS შეტყობინებით გაიგო და მიხვდა, რომ რაღაც ძალიან საინტერესო აღმოაჩინა. გადაწყვიტა, რომ საიტზე შესულიყო და როგორც თავად ამბობს, შემოთავაზებებმა სასიამოვნოდ გააოცა.

ვერ წარმოვიდგენდი ჩემსავე ქალაქში თუ შეიძლებოდა რაღაც ასეთი მაგიურის განცდა.

ნათია ჯორბენაძე

"PLUS გამოცდილების შესახებ SMS მომივიდა და მივხვდი, რომ რაღაც ძალიან საინტერესო სიახლე იყო. მაშინვე შევედი საიტზე და საკმაოდ გაკვირვებული დავრჩი ასეთი ორიგინალური შემოთავაზებით", - ამბობს ნათია.

ამ დროისთვის ნათიამ ორი შემოთავაზება უკვე აირჩია და დაუვიწყარი გამოცდილებად მიიღო. პირველად მიწისქვეშა საიდუმლოებებით დაინტერესდა და თბილისის მეორე, უცნობი მხარე მოინახულა. მისი მეორე არჩევანი ცხოველების მოთვინიერება იყო. ამბობს, რომ ორივე არჩევანმა მოლოდინს გადააჭარბა და მომავალში სხვა შემოთავაზებების გამოცდასაც აპირებს.

"ორივე საოცარი გამოცდილება იყო. იცით, სამოგზაუროდ თუ მივდივარ ხოლმე, ვცდილობ ძალიან ეგზოტიკური ქვეყანა ავირჩიო, რომ შთაბეჭდილებები მაქსიმალურად დიდი ხანი გამყვეს, შემდეგ მოგზაურობამდე. ამ გამოცდილებებს რომ გავდიოდი, სულ იმას ვფიქრობდი, რომ ვერ წარმოვიდგენდი ჩემსავე ქალაქში თუ შეიძლებოდა რაღაც ასეთი მაგიურის განცდა. თითქოს ისევ ეგზოტიკურ ქვეყანაში ვმოგზაურობდი", - გვითხრა ნათიამ.

ნათიამ ისიც გაგვიმხილა, რომ მიღებულმა გამოცდილებამ პიროვნულადაც შეცვალა, რადგან ბევრი რამ აღმოაჩინა და ისწავლა.

"ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე სპილოს შევეხებოდი ან ალპაკას. ველოდი, რომ კარგი შთაბეჭდილებები დამრჩებოდა, მაგრამ არ ველოდი, რომ ეს შთაბეჭდილებები მე თვითონ შემცვლიდა და კიდევ უფრო ცნობისმოყვარეს გამხდიდა", - გაგვიმხილა მან.

ურთიერთობის პროგრამა Plus ნათიასთვის ახალი მოტივაციაა, რომ უფრო მეტი ქულა შეაგროვოს და სხვა კიდევ ბევრი რამ აღმოაჩინოს. ამ შესაძლებლობას საქართველოს ბანკის კამპანია ნამდვილად იძლევა.

რატომ არ უნდა იყო შემდეგი შენ? - თუ ქულების შეგროვების პროცესი გაშინებს, ნათია გირჩევს, როგორ უნდა დააგროვო სწრაფად და თან ბევრი.

"ეცადე ნაკლები ფული გამოიტანო და ყველგან ბარათით გადაიხადო. AmEx თუ გაქვს კიდევ უფრო სწრაფად შეძლებთ დაგროვებას, ყველგან სადაც AmEx-ით იქნება შესაძლებელი გადახდა, ეცადე გაატარო. ასევე ხშირად არის ხოლმე აქციები AmEx-ზეც და PLUS-ებზეც, სადაც სხვადასხვა ადგილას გახუთმაგებული და ზოგჯერ გაათმაგებული ქულების დაგროვება შეგიძლია", - გირჩევს ნათია.

ასე რომ, გადადი ბმულზე და შეარჩიე შენთვის სასურელი შემოთავაზება, დაიწყე ქულების შეგროვება ან გადაცვალე უკვე შეგროვებული და მიიღე დაუვიწყარი გამოცდილება.