ქართული ოცნების ყოფილი ლიდერი, ეკა ბესელია პარტიის დატოვების შემდეგ ამბობს, რომ არ გამორიცხავს თანამოაზრეებთან ერთად პარტია შექმნას და მომდევნო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ბესელიას თქმით, ხალხთან გავა და მათ აზრს გაიგებს მოსამართლეების თემაზე.

მისი თქმით, ის ნაციონალურ მოძრაობასთან არ ითანამშრომლებს, თუმცა პატრიოტთა ალიანსთან არ გამორიცხავს. ის ამბობს, რომ პატრიოტთა ალიანსი არასდროს იყო "წინა რეჟიმთან ერთად".