ივანიშვილი რესპუბლიკელებზე: ოთხი წლის განმავლობაში ისინი ცუდი პარტნიორები იყვნენ
ფოტო: AFP / GETTY IMAGES
ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია GDS-ის ეთერში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას ქართული ოცნებისა და რესპუბლიკური პარტიის თანამშრომლობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა რომ მთელი ოთხი წლის განმავლობაში, ისინი ცუდი პარტნიორები იყვნენ, რადგან ხშირად რიგი პროექტების განხორციელებისას საწინააღმდეგო აზრი ჰქონდათ:
"დიდი იმედი მქონდა რომ თავიანთ გამოცდილებას, რაც მართლა აქვთ, იურიდიული განათლება, პოლიტიკაში ყოფნას და ა.შ. შეიტანდნენ კოალიციაში და კოალიციასაც ამ გზით განავითარებდნენ. საუბედუროდ მოხდა საპირისპირო. მათ ვერ მოახერხეს ასე ვთქვათ, ამ თვისებების დანერგვა, უფრო მეტიც, ისინი იყვნენ ცუდი პარტნიორები. მთელი ოთხი წლის განმავლობაში და მე თვალ-ყურს ვადევნებდი დინჯად".
ბიძინა ივანიშვილმა ასევე კონკრეტული მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ სუს-ის შსს-დან გამოყოფის დროს, რესპუბლიკელებს საწინააღმდეგო აზრი ჰქონდათ:
"ძალიან ხშირად, ძალიან ბევრ თემებში, რაც იყო პრინციპული, ბევრი პროექტი პარლამენტში, თუ მის გარეთ, ისინი როგორც წესი ოპოზიციის როლში მოგვევლინებოდნენ. მე გავიხსენებ ერთ-ერთს, ეს იყო როდესაც უსაფრთხოების სამსახური გამოეყო პოლიციას. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი რაც განახორციელა ახალმა ხელისუფლებამ".
ივანიშვილის თქმით, რესპუბლიკელებმა საკუთარი ცოდნა ვერ გამოიყენეს კოალიციის სასარგებლოდ და ამბობს, რომ პარტიის ლიდერებს ნაციონალური მოძრაობის მსგავსი სურვილები ამოძრავებდათ:
"ხმალაძე არის ძალიან კარგი იურისტი, უსუფაშვილიც არის ძალიან კარგი იურისტი, მაგრამ რა რა დავინახეთ? მათი ცოდნა საქმეს საწინააღმდეგოდ მოხმარდა. იმდენად გაერთნენ ეს იურისტები, რომ დღეში ორ-ორ ახალ კანონს იგონებდნენ. დამოკიდიებულება ყველგან იგივე იყო, როგორმე დაესუსტებინა პოლიცია და დაესუსტებინა უსაფრთხოების სამსახური. იკვეთებოდა დიდი ეჭვი, რომ რა სურვილიც ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას, თუ როგორ უნდა დაესუსტებინა სახელმწიფო სტრუქტურები, მათი [რესპუბლიკელების] როლი თანხვედრაში მოვიდა ნაციონალურ მოძრაობასთან. მცოდნე იურისტებს ავიწყდებოდათ მთავარი რომ უსაფრთხოების სამსახური არის ერთ-ერთი ძირითადი სამსახური ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
ივანიშვილი ასევე აცხადებს, რომ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს არ აქვთ იმის ინტელექტუალური რესურსი, რომ სახელმწიფოზე იფიქრონ. მისივე თქმით, ისინი მთელ რესუსრსს ახმარენ საკუთარ პარტიას.
-
NGO: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე NGO: მოვითხოვთ დაუყოვნებლივ რეაგირებას მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე
გადახედვა
-
ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა ესმის თუ არა ხელოვნურ ინტელექტს, რას ამბობს? — ჩინური ოთახის პრობლემა
გადახედვა
-
იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა იაპონიამ რუსეთის 9 მოქალაქეს, რუსულ კომპანიებსა და გემებს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ ნამდვილი კადრები თუ AI? — Nikon-ის კონკურსში გამარჯვებულ ვიდეოს ეჭვქვეშ აყენებენ
გადახედვა
-
მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული მომავალ წელს სასკოლო ფორმებისთვის ბიუჯეტიდან ₾15,5 მლნ იქნება გათვალისწინებული
გადახედვა
-
რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი რა არის ლეტალური ინიექცია და როგორ გადაურჩა მის ორ დოზას სიკვდილმისჯილი ქალი
გადახედვა
-
გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 5 740 000 ლარი იქნება
გადახედვა
-
მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს" მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ოჯახის განცხადებით, პენიტენციური სამსახური "დანაშაულს ფარცხავს"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
-
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა ფრიდრიხ ნაუმანის ფონდმა საქართველოში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო ევროკომისიამ უკრაინას ფინანსური სტაბილურობისა და რეფორმების მხარდასაჭერად €2.9 მლრდ გამოუყო
გადახედვა
-
ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია ლევან ჟორჟოლიანი: უცხოურ გრანტებზე თანხმობების გაცემის მაჩვენებელი 95%-ია
გადახედვა
-
იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა იტალიის სენატში დოკუმენტური ფილმის "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება და დისკუსია გაიმართა
გადახედვა
-
დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის მხარდასაჭერად ლისის ტბაზე მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
-
ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს ირაკლი მეგრელიძე WMO-ს ევროპის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
გადახედვა
-
მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს მაკო არაბული აცხადებს, რომ 7-წლიანი სამსახურის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატიდან რეორგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლეს
გადახედვა
-
აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა აბიტურიენტების "მეორად ჩარიცხვებზე" მიღება კიდევ ერთხელ გამოცხადდა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია ქვიზი: გამოიცანი, რომელი სახელი უფრო პოპულარულია
-
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
-
საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები საფრანგეთში 400-ზე მეტი სკოლა დახურულია, სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს — პროტესტის შედეგები
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო პენიტენციური სამსახური მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში ყოფნის კადრებს ასაჯაროებს | ვიდეო
გადახედვა
კომენტარები