საქართველოს დემოკრატია გამოწვევის წინაშე
კლეპტოკრატები ის ლიდერები არიან, რომლებიც საკუთარი ქვეყნის რესურსების მიტაცებით ცდილობენ საკუთარი ძალაუფლების გამყარებას. შემდეგ ამ ფულს უსაფრთხო ქვეყნებში აბანდებენ და დასავლეთში საკუთარი პოზიტიური იმიჯის შექმნას ცდილობენ. კლეპტოკრატია მსოფლიოში ბევრი ქვეყნის გამოწვევაა. ევრაზიის რეგიონისთვის კლეპტოკრატიული რეჟიმები უცხო არ არის. კლეპტოკრატია და ოლიგარქია დღემდე რჩება რეგიონის ქვეყნების მნიშვნელოვან გამოწვევად.
ორგანიზაცია Fredom House-ში დემოკრატიული განვითარების წინაშე არსებულ იმ საფრთხეებზე ისაუბრეს, რაც ძალაუფლების ცალკეული ლიდერის ხელში კონცენტრაციას მოჰყვება. რეგიონზე საუბრისას, დისკუსია საქართველოსაც შეეხო და აღნიშნეს, რომ ამ საფრთხის წინაშე თბილისიც დგას.
"კლეპტოკრატია გლობალური პრობლემაა. ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი პრობლემა, ეს არის 21-ე საუკუნის ბიზნეს მოდელი, როდესაც სხვადასხვა გზით ნაშოვნი ფულით მილიარდერები თუ ოლიგარქები ცდილობენ სახელმწიფოს მიტაცებას და ის, რაც ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში, ძალიან ჰგავს ამ სახელმწიფოს მიტაცების კლასიკურ მაგალითს, რადგან მოგეხსენებათ ხდება იმ ძირითადი ღირებულებებისა და ინსტიტუტების დასუსტება, რომლებიც ვალდებულნი არიან, რომ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები განახორციელონ, ქვეყანა წინ წაიყვანონ", - ამბობს ნინო ევგენიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრიდან.
შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს იმას, რომ პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკური გავლენის ერთ პოლუსზე ხელში მოქცევა პოლიტიკურ თამაშს არათანაბარს ხდის, ასუსტებს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ეს საქართველოსაც შეეხება.
დღეს, საქართველოს დემოკრატია, ნამდვილად სერიოზული საფრთხის წინაშეა
ფრიდომ ჰაუსის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი ნეით შენკანი, ქართული ოცნების გენერალურ მდივან ბიძინაზე ივანიშვილის როლზე საუბრისას ამბობს, რომ მისი არაფორმალური პოლიტიკური გავლენა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას გამოწვევის წინაშე აყენებს. ის საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს და ამბობს, რომ მეორე ტურმა აჩვენა, რომ საქართველოში დემოკრატია საფრთხის წინაშეა.
"დღეს საქართველოს დემოკრატია ნამდვილად სერიოზული საფრთხის წინაშეა. საპრეზიდენტო არჩევნები ამის დასტური იყო. ჩატარებული [არჩევნების] სტანდარტი საქართველოსთვის იმაზე დაბალი იყო, ვიდრე ჩვენ ველოდით... განსაკუთრებით მეორე ტურში, როდესაც ვალების ჩამოწერის პროგრამა გამოცხადდა, რომელიც არსებითად ამომრჩევლის პოლიტიკურ წაქეზებას წარმოადგენდა, რათა მათ მთავრობის დე ფაქტო კანდიდატისთვის დაეჭირათ მხარი. ეს ბევრ შეშფოთებას აჩენს პოლიტიკური გავლენისა და პოლიტიკურ პროცესებზე არაფორმალური გავლენის თაობაზე. ეს საქართველოში დიდი ხანია, ბოლო ექვსი წელია, რაც შეშფოთების საგანია... და როდესაც ამის ჩვენება ასე დაუფარავად ხდება, საქართველოსთვის რთულ დროს, ეს პრობლემაა… პრობლემა, რასაც ვაწყდებით, არის ერთი დომინანტი ფიგურა, რომელიც ძალიან ღიად საუბრობს პოლიტიკურ სისტემაზე მისი გავლენისა და კონტროლის შესახებ", — ამბობს შენკანი.
შენკანი აღნიშნავს, რომ მას იმედი აქვს, საქართველო მოახერხებს არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას.
"რეალური გამოწვევაა, თუ როგორ მოახერხებენ საქართველოს ინსტიტუტები ისეთ ადამიანთან გამკლავებას, რომლის გავლენაც დომინანტ პოლიტიკურ პარტიასა და პოლიტიკურ სისტემაზე, ასე ფართოა. ეს არის ის, რასაც მომავალ წლებში ქართველი ხალხი საკუთარი პოლიტიკური მოძრაობებისა და პოლიტიკური ინსტიტუტების გამოყენებით უნდა გაუმკლავდეს", — ამბობს ის.
კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდერ ქული კი საქართველოს გამოწვევებს რეგიონში არსებულ ტენდენციებს უკავშირებს და ამბობს, რომ მიუხედავად პრობლემებისა, საქართველო დემოკრატიაა და მოსახლეობას არჩევანის თავისუფლება აქვს.
"მე ვფიქრობ, რომ ჩვენი შეშფოთება საქართველოს შესახებ უფრო დიდ გლობალურ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. დემოკრატიული უკუსვლა, გამჭვირვალობის საკითხი, ოლიგარქების და ტრადიციული ღირებულებების გარშემო არსებული შეშფოთება, რომ ის დემოკრატიული და გამჭვირვალობის ღირებულებების წინააღმდეგ მიდის. ეს არ არის რეგიონული, ეს არის გლობალური პრობლემები", - ამბობს ის.
ის ხაზს უსვამს ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის საჭიროებას.
"[საქართველოს შემთხვევაში] ვფიქრობ, არსებობს შეშფოთების გარკვეული საფუძველი. ეს არჩევნები განსაკუთრებით პრობლემატური იყო სხვადასხვა მიზეზის გამო... თუმცა, არ უნდა იყოს საქართველო შეშფოთების საგანი და მე ვთვლი, რომ ეს გლობალური გამოწვევაა. ვფიქრობ, რომ საქართველოს აქვს ფუნქციონირებადი, დემოკრატიული სისტემა, რომელიც არჩევანის საშუალებას იძლევა. თუმცა მისი პრობლემაა ის, რომ საჭიროა დაფინანსების და პოლიტიკაში ფულის წარმომავლობის გარშემო უფრო მეტი გამჭვირვალობა", — თქვა ქულიმ "ამერიკის ხმასთან" საუბრისას.
ვაშინგტონში იმედოვნებენ, რომ საქართველოში მხარეები, დემოკრატიული მოძრაობები და სამოქალაქო საზოგადოება მოახერხებს დემოკრატიული განვითარების წინაშე არსებულ საფრთხეებთან გამკლავებას.
-
Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
გადახედვა
-
რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა
გადახედვა
-
მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია
გადახედვა
-
ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
-
ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
-
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო ადვოკატი: რუსთავის N6 პენიტენციური დაწესებულებაში 6-მა პატიმარმა გიორგი დავითაძის სოლიდარობის ნიშნად შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
-
ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა ირანმა იანვრის პროტესტთან დაკავშირებით დაკავებული ორი კაცი სიკვდილით დასაჯა
გადახედვა
-
"სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე "სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან" — პაატა სალია მე-17 დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობაზე
გადახედვა
-
სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს სოლიკო ვირსალაძის ესკიზებით შექმნილი უნიკალური თავშლები SOLO Boutique-ში — სუხიშვილების 80-წლიანი ისტორია ახალ ფორმას იძენს
კომენტარები