5 მნიშვნელოვანი რამ, რაც ავტომობილით მგზავრობას ბევრად უსაფრთხოს გახდის
ფოტო: ალდაგი
ავტომობილით უსაფრთხოდ მგზავრობა დიდ ყურადღებასა და გამოცდილებას მოითხოვს. ზამთარში, როცა ბუნებრივი პირობები უსაფრთხო გადაადგილებას ბევრ დაბრკოლებას უქმნის, განსაკუთრებით მნიშნელოვანია ისეთი ნივთებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის ქონა, რომელიც გადაადგილებას გაგვიმარტივებს.
ამ სიაში უამრავი რამ შეიძლება მოხვდეს. ჩვენ გთავაზობთ 5 ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთის ჩამონათვალს, რომელიც ავტომობილით მგზავრობას გაცილებით უფრო უსაფრთხოს გახდის.
1. ცეცხლმაქრი
კაცობრიობა იმ დონემდე განვითარდა, რომ ცეცხლმაქრის მანქანით ტარება პრობლემას აღარ წარმოადგენს. ეს ნივთი ძალიან საჭიროა ყველა მძღოლისთვის, რადგან არავინ იცის პრობლემა სად გაჩნდება. მითუმეტეს თუ შორ მანძილზე გიწევთ გადაადგილება, თანაც ზამთარში, როცა უამრავი დღესასწაულია და დასავლეთისკენ მიმავალი გზა მუდმივად გადატვირთულია. ცეცხლმაქრი არამარტო უშუალოდ ხანძრის, არამედ დაკვამლიანების დროსაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, რათა თავიდან აირიდიოთ გართულებები.
გარდა ამისა, ცეცხლმაქრი შესაძლოა სხვის გადარჩენაშიც დაგეხმაროთ, თუკი გზად ავარია ან ცეცხლწაკიდებული მანქანა შეგხვდებათ.
2. პირველადი დახმარების ნაკრები
თუკი ავტომობილი ცენტრში შეიძინეთ, დიდი ალბათობით პირველადი დახმარების ნაკრებიც გექნებათ, ხოლო თუკი გადამყიდველისგან გაქვთ ნაყიდი, დიდი შანსია, რომ არ გქონდეთ. არადა, მინი აფთიაქი ავტომობილში აუცილებელია. მნიშვნელოვა არ აქვს, თქვენი თანამგზავრი გახდება მგზავრობის გამო ცუდად თუ ავარიას შეესწრებით. ნებისმიერ შემთხვევაში, პირველადი დახმარების ნაკრები აუცილებლად გამოგადგებათ, რათა უსაფრთხო გახადოთ თქვენი და სხვების გადაადგილება.
3. ამრეკლავი საავარიო სამკუთხედი
ნებისმიერ მძღოლს გამოუცდია სავალ გზაზე დაუგეგმავი გაჩერებისგან გამოწვეული პრობლემები. ამ დროს საფრთხე ექმნება არამარტო მძღოლს, არამედ მოძრაობის სხვა მონაწილეებსაც, რომლებსაც სისწრაფის გამო უჭირთ სიტუაციაში გარკვევა. ასეთი შემთხვევების დროს, საუკეთესო გამოსავალია ამრეკლავი საავარიო სამკუთხედის გამოყენება, რომელიც ცხადი ნიშანია ყველასთვის, რომ თქვენ ავარიულად ხართ გაჩერებული და უნდა გერიდონ.
ამრეკლავი სამკუთხედის გამოყენებას თავისი წესები აქვს. მაგალითად, დასახლებულ პუნქტში იძულებითი საავარიო გაჩერების დროს, მძღოლმა მანქანიდან არანაკლებ 15 მეტრის დაშორებით უნდა განათავსოს ის. დაუსახლებელ პუნქტში ეს მანძილი 30 მეტრით უნდა განისაზღვროს.
4. სეზონური საბურავები
საბურავების გამართულად მუშაობა უმნიშვნელოვანესია, რათა მძღოლებმა თავიდან აირიდონ საავარიო სიტუაციები, ავტომობილის მოულოდნელი მოცურება და სხვა მრავალი შემთხვევა. სწორედ ამისთვის, ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში, 1934 წელს გამოიგონეს სპეციალური ზამთრის საბურავები. მას ჯერ სატვირთოებისთვის, 1978 წლიდან კი მსუბუქი ავტომობილებისთვის იყენებდნენ.
სეზონური საბურავების ცვლა მნიშვნელოვანია არამხოლოდ უსაფრთხოებისთვის, არამედ ავტომობილის შეუფერხებლად მუშაობისთვისაც. ზამთარში ნებისმიერ მანქანას უწევს გამკლავება მოყინულ გზებთან, რასაც სამუხრუჭე მანძილის ზრდა, მანქანის მოცურება, სავალი ნაწილების გაფუჭება და სხვა პრობლემები მოჰყვება. სწორედ ამ ყველაფრის შესამცირებლად, აუცილებელია, რომ ყოველი ავტომობილი ზამთრის საბურავებით გადაადგილდებოდეს. ის ამცირებს სამუხრუჭე მანძილს, მინიმუმამდე დაჰყავს მოცურების ალბათობა და შესაბამისად, უსაფრთხოებაც მეტად დაცულია.
ზაფხულში ზამთრის საბურავები აუცილებლად უნდა შეიცვალოს, რადგან გახურებული ასფალტის გავლენა ძალიან დიდია ავტომობილზე. ამ დროს, თუკი ზამთრის საბურავებს იყენებთ, დიდი შანსია, რომ ის გასკდეს. გარდა ამისა, ავტომობილი ცუდად მანევრირებს მოსახვევებში, გზის სავალ ნაწილზე კი მოჭიდებას კარგავს. ასევე, ზაფხულის საბურავები ზრდის ავტომობილის ამტანობასა და სიჩქარეს. ამ პრობლემების თავიდან ასარიდებლად კი, ზაფხულის საბურავების დაყენება აუცილებელია.
5. ავტოდაზღვევა
დიახ, ავტომობილითან დაკავშირებული პრობლემებისას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კარგი დაზღვევა. სხვათაშორის, საახალწლო აქციის ფარგლებში ალდაგმა წამოიწყო კამპანია "მეტი უსაფრთხოებისთვის", რომლის მიზანია მგზავრობა უფრო უსააფრთხო გახადოს. ამისთვის კი, მათ, ვისაც ავტო-დაზღვევის სრული პაკეტი აქვს შეძენილი ან შეიძენს, კომპანია საჩუქრად გადასცემს სხვადასხვა საჭირო ნივთებს, რომლებზეც უკვე ვისაუბრეთ.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი გაზრახვაა ხელი შეუწყონ ავტო-უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრებას საქართველოში.
ავტო-დაზღვევის სრული პაკეტის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებლები შემდეგ საჩუქრებს მიიღებენ:
- პირველადი დახმარების ჩანთა;
- ცეცხლმაქრი;
- ამრეკლავი საავარიო სამკუთხედი;
- 50%-იანი ფასდაკლება მანქანის რეცხვის სერვისზე ულიმიტოდ;
- 12 თეთრიანი, მომენტალური, ფასდაკლება საწვავზე ვისოლის ქსელში, მთელი წლის განმავლობაში;
- 15%-იანი ფასდაკლება ვიანორში სრულ პროდუქციასა და მომსახურებაზე მთელი წლის განმავლობაში;
სასაჩუქრე ნაკრები დამოკიდებულია ავტომობილის ღირებულებაზე. აქციის გაგრძელებას ალდაგი 31 იანვრამდე გეგმავს. ასე რომ, იჩქარეთ.
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა
-
ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება ბათუმის შემოვლით გზაზე ღამის საათებში ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
გადახედვა
-
ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს ისნის 81-ე სკოლაში კედლის ჩამოშლის გამო სასწავლო პროცესი შეჩერდა — მშობლებმა აქცია გამართეს
გადახედვა
-
Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა Starship დედამიწაზე დაგეგმილზე ადრე დაბრუნდა — მან პლანეტას ერთხელ შემოუარა
გადახედვა
-
OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს OpenAI-ის ავტონომიური აგენტები გაეროს მონაცემთა ბაზას დაესხნენ თავს
გადახედვა
-
კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია" კახა კალაძე: "ჩინეთში თბილისისთვის მეტროს 111 ახალი ვაგონის წარმოება დაწყებულია"
გადახედვა
-
"ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე "ინციდენტი დაიწყო კვების ობიექტთან და უნივერსიტეტის მიმდებარე ქუჩაზე გადაინაცვლა" — გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი სტუდენტის დაჭრაზე
გადახედვა
-
ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა ჩინეთში აშშ-ის ელჩი: ტრამპმა სი ძინპინს აშშ-ისგან იარაღის ყიდვა შესთავაზა
გადახედვა
-
ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა ქონების გადასახადი ₾100 000-ზე მეტი შემოსავლის მქონეებს დაეკისრებათ — საკანონმდებლო ინიციატივა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა? საგამოძიებო სამსახურში საკადრო ცვლილებებია — ვინ სად დაინიშნა?
გადახედვა
-
თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა თბილისის 166-ე საჯარო სკოლასთან რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გაიმართა
გადახედვა
-
მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს მეგარაკეტა Starship უკვე კოსმოსშია! — ის ორბიტაზე პირველად გაუშვეს
გადახედვა
-
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში — ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
-
მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს მიკრობებმა სატურნის თანამგზავრის ოკეანის სიმულირებულ პირობებში გადარჩენა შეძლეს
გადახედვა
-
როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს როგორ წარმოიქმნება მატერია ენერგიიდან? — ამის სიმულაცია კვანტური კომპიუტერით შექმნეს
გადახედვა
-
Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს Red Wings-ს საქართველოში პირდაპირი ფრენების დაწყება რუსეთის 23 ქალაქიდან სურს
გადახედვა
-
თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს თბილისში, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიმდებარედ, ამავე უნივერსიტეტის III კურსის სტუდენტი დაჭრეს
გადახედვა
-
კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური კანალიზაციის წყალი, ტარაკნები და ვირთხები — რას წერს არჩილ მუსელიანცი და რას პასუხობს პენიტენციური სამსახური
გადახედვა
-
როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე როგორ ჩნდება "მე" — რას გვეუბნება მეცნიერება ცნობიერებაზე
გადახედვა
-
კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს კომპიუტერული სისტემის გატეხვისა და 73 000 ლარის უკანონოდ მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა OpenAI-ს ბაზიდან მომხმარებლების ფოტოებმა გაჟონა: ხელოვნურმა ინტელექტმა ისინი უნებართვოდ დაპოსტა
გადახედვა





კომენტარები