მოსკოვში ახალი წლის ღამეს, მაშინ, როცა სახელმწიფო ჰიმნი სრულდებოდა საფეხმავლო ხიდი ჩამოიშალა. ადგილობრივი სახელისუფლებო მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდოეში ჩანს, რომ ჩამოშლამდე ხიდზე ბევრი ადამიანი იმყოფება. კონსტურქცია სიმძიმეს ვერ უძლეს და რამდენიმე წამში ხიდი ჯერ იზნიქება, შემდეგ კი საერთოდ ტყდება.