თიბისის ისტორია საქართველოში 26 წლის წინ დაიწყო. ამ დროის განმავლობაში თიბისი ქვეყანაში ფინანსური სექტორის წამყვან კომპანიად ჩამოყალიბდა, რომელიც არამხოლოდ ბიზნესსაქმიანობით, არამედ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობითაც გამოირჩეოდა.

ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, თიბისის მიერ განოხრციელებულ საქმეებს შორის უამრავი ისეთი პროექტი და კამპანიაა, რომელსაც ყველა კარგად იცნობს. მათ შორისაა ლიტერატურული კონკურსი საბა, პროექტი #წერექართულად, ბიზნესდაჯილდოება, სტარტაპერი და სხვ.

ბორჯომის დამწვარი ტყის აღდგენა

თიბისის კორპორატიული პასუხისმგებლობის ნაწილი იყო ბორჯომის დამწვარი ტყის აღდგენაში მონაწილეობა და 10 ჰექტარის აღდგენაზე პასუხისმგებლობის აღება. კომპანიამ პირველმა გამოთქვა სურვილი, რომ 2017 წლის მასშტაბური ხანძრის შემდეგ, ბორჯომში დამწვარი ტყის ნაწილი აღედგინა. ამ დროისთვის თიბისის მონაწილეობთ ტერიტორიაზე 17 500 კავკასიური ფიჭვი და სხვა ჯიშის ნერგები დაირგა.

პეტრე ოცხელის ნამუშევრების რესტავრაცია

თიბისის სახელს უკავშირდება პეტრე ოცხელის ნამუშევრების აღდგენა და პოპულარიზება. ლეგენდარული მხატვრის 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კომპანიამ ოცხელის 30 ნამუშევარი სრულად აღადგინა, რომელთა დიდი ნაწილი ფართო საზოგადოებამ პირველად იხილა. ამ კამპანიამ მოჰყვა გაგრძელებაც. კერძოდ, ქართველი მხატვრის ნამუშევრების გრაფიკული ნიმუშები დედაქალაქის ავტობუსის გაჩერებებზე გამოჩნდა. ამასთან, თიბისის პროექტ "12"-ის ფარგლებში, 12-მა არტისტმა ოცხელის ნამუშევრები თანამედროვე ტექნოლოგიებითა და ახალი ინტერპრეტაციით ხელოვნების სხვადასხვა მედიუმში გააცოცხლა.

გარდა ამისა, კომპანიამ მნიშნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული კულტურის პოპულარიზებაშიც, რაც გამოიხატება პირველი ქართული ტელევიზიის შექმნით კულტურის სფეროში. ამასთან, თიბისი აქტიურად იყო ჩართული ძმები ზუბალაშვილების უნიკალური არქივის აღდგენასა და საქართველოში დაბრუნებაში და სხვ.

26 წლის განმავლობაში თიბისიმ მხოლოდ ქველმოქმედებისთვის 110 მილიონ ლარზე მეტი გაიღო. ჯამში 10 000-ზე მეტ მნიშვნელოვან პროექტს დაუჭირა მხარი, 1000-ზე მეტ ახალგაზრდას კი პირადად დაეხმარა წარმატების მიღწევაში.

თიბისის კიდევ ერთი წარმატებული პროექტია Statusdonates.ge, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანებს საშუალებას აძლევს ნიჭიერ ქართველ ხელოვანებს წარმატების მიღწევაში დაეხმარონ. დონაციის გაკეთება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თქვენი შემოწირულობებით კი, ქართველ ნიჭიერ ადამიანებს განათლებისა და გამოცდილების მიღებაში დაეხმარებით.

ფოტო: თიბის

თიბისი წლების განმავლობაში სხვადასხვა კონკურსების პარტნიორიც იყო. მათი ინიციატივით, არაერთმა ახალგაზრდამ მიიღო სტიპენდია, მათ შორის "ლეონარდო და ვინჩის" ახალგაზრდა გამომგონებლების კონკურსის გამარჯვებულებმა. ამ მხრივ, 2018 წელი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო, რადგან თიბისიმ როგორც გამარჯვებულები, ისე თავისი სიმპატია გამოავლინა და ერთწლიანი სტიპენდია გადასცა საჩუქრად.

წაიკითხეთ:

- ქართველი მოსწავლეების ინოვაციები უსინათლოებსა და მაღაროელებს ცხოვრებას გაუმარტივებს

26 წლის განმავლობაში განხორციელებული CSR პროექტების შემაჯამებელი ღონისძიება თიბისიმ თავის სათავო ოფისში გამართა. საღამოს ესწრებოდნენ თიბისის სხვადასხვა პროექტების ავტორები, ბენეფიციარები, საბას გამარჯვებულები, პარტნიორები და სხვ.

"მე ძალიან დამეხმარა თიბისის დონაციის პროექტი, რომელმაც საშუალება მომცა, რომ ჩემი ოცნება ამეხდინა. ამ პროგრამის დახმარებით ესპანეთში კონცერტში მივიღე მონაწილეობა და ჩემი მუსიკალური განვითარებისთვის, ეს გამოცდილება უმნიშვნელოვანესი იყო", - ამბობს პიანისტი ილია ლომთათიძე, Statusdonates.ge-ს ერთ-ერთი ბენეფიციარი.

შემაჯამებელ საღამოს ესწრებოდა საბას ერთ-ერთი ლაურეატი, პოეტი და მწერალი ვახტანგ ჯავახაძე, რომელმაც ლიტერატურული კონკურსის შესახებ ისაუბრა.

ფოტო: თიბის

"საბა არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომლის დაარსებითაც თიბისიმ ხელი შეუწყო ქართული კულტურის განვითარებას და ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანას. მწერლები დანაწევრებული ვართ, ვერსად ვხვდებით ერთმანეთს, საბა კი წელიწადში ერთხელ ყველას ერთად გვკრებს, გვაახლოვებს და გვაფიქრებს ჩვენს კულტურაზე. ეს არის დიდი მოტივაცია ქართველი მწერლებისთვის", - ამბობს ვახტანგ ჯავახაძე, საბას პრემიის ლაურეატი.

ლიტერატურული კონკურსი საბას განვითრების მწვერვალი 2018 წელს იყო, როდესაც კონკურსის დაჯილდოვების ცერემონია ქალაქ ფრანკფურტში, ისტორიული შენობის კაიზერზალში ჩატარდა. დაჯილდოვება განსაკუთრებული იყო არამხოლოდ ლოკაციის გამო, არამედ წელს პირველად დაჯილდოვდნენ უცხოელი მთარგმნელები და გამომცემლები, რომლებმაც ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას უცხოეთში შეუწყვეს ხელი.

წაიკითხეთ:

- როგორ აფასებენ ქართველი მწერლები, გამომცემლები და ორგანიზატორები ფრანკფურტის ბაზრობას;

მან ისიც დაამატა, რომ 2019 წელს თიბისი დამატებით 200 ახალგაზრდას გადასცემს სტიპენდიას.

თიბისი 26 წლის განმავლობაში იყო ქართული სპორტის, კულტურის, ბიზნესისა და განათლების სფეროში ერთ-ერთი მთავარი პარტნიორი ყველასთვის, თუმცა როგორც თიბისის ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი ტატო ნორაკიძე ამბობს, 2018 წლის გამორჩეული პროექტი Kartulad.ge იყო.

ფოტო: თიბისი

"მინდა აღვნიშნო, რომ #წერექართულად პროექტის მთავარი მიღწევა ჯერ კიდევ წინ არის და მალე საქართველო ამ მხრივაც ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა იქნება. ჩვენ Microsoft-თან ერთად ვაკეთებთ უნიკალურ პროექტს, რომლის შედეგადაც ქართული ენა იქნება მაიკროსოფტის ყველა პროგრამაში უნიკალურად ინტეგრირებული, რაც ხელოვნური ინტელექტის წყალობით, უნიკალურ შესაძლებლობებს ქმნის", - ამბობს ტატო ნორაკიძე.

Kartulad.ge არის თიბისის მიერ Microsoft-თან ერთად წამოწყებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც ამ ეტაპისთვის ასი ათასზე მეტი ქართული წინადადება ითარგმნა ინგლისურად. ეს პროცესი ხელს შეუწყობს მაიკროსოფტის პროგრამებში ქართული ენის იმგვარ ინტეგრაციას, რომ ნებისმიერი მომხმარებელი დაბრკოლების გარეშე შეძლებს როგორც უცხოური ტექსტების ქართულად თარგმნას, ასევე ქართული წინადადების ინგლისურად ტრანსფორმირებას.

თიბისის 2019 წლისთვის გაცხადებული გეგმები ნათელია. როგორც მამუკა ხაზარაძემ თქვა, მომავალ წელს კომპანიის პრიორიტეტები CSR-ის მხრივ არ შეიცვლება, თუმცა აქტიურობა კიდევ უფრო გაიზრდება. მისი თქმით, თიბისი ახალი თაობის წინაშე ყველაზე მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს, ამიტომ ამ კუთხით უფრო მეტის გაკეთებას გეგმავს.