სუფრასთან მოქცევის წესები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში
ქართული გამოთქმის თანახმად, სადაც ჩახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხურო და როგორც ჩვენ ვუბზუებთ ცხვირს ტურისტებს, რომლებიც ხინკალს ჩანგლით ჭამენ, იგივე მზერა შეიძლება დავიმსახუროთ უცხო ქვეყანაში ჭამის ეტიკეტის დაღვევის გამო.
სადაც არ უნდა მიდიოდეთ, ადგილობრივებთან ერთად მაგიდასთან დასხდომა და ქვეყნის ტრადიციული კერძების გასინჯვა ქვეყნის გაცნობის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა.
ქვემოთ მოცემულია რჩევები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში სტუმრობისას გამოგადგებათ.
ესპანეთი - საქმეზე ლაპარაკი ჭამას არ დაამთხვიოთ
ესპანეთი შესანიშნავი დანიშნულების ადგილია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ზღვის პროდუქტები, ღვინო და მოლხენა უყვართ.
ესპანეთში ყველაზე დიდ მნიშვნელობას ლანჩს ანიჭებენ. ამ დროს ადამიანებს ეძლევათ საშუალება, რომ მეგობრები და ოჯახი მოინახულონ, დაისვენონ, შემდეგ კი სამსახურს დაუბრუნდნენ. სამხარი, როგორც წესი, რამდენიმე სხვადასხვა კერძისგან შედგება. ზოგჯერ კი ლანჩზე ღვინოსაც შეხვდებით.
ვახშამი ესპანეთში საღამოს რვა, ან ცხრა საათიდან იწყება, რომლის შემდეგაც სეირნობა ერთგვარი ტრადიციაა. კვირის დღეების განმავლობაშიც კი, საღამოს საათებში უამრავი დატვირთული ბარი შეგხვდებათ. თუ თქვენ "ღამის ადამიანი" ხართ, ესპანეთში თავს შესანიშნავად იგრძნობთ.
ესპანეთში სუფრის ეტიკეტი დანარჩენი ევროპისგან ძირეულად არ განსხვავდება. დანას მარჯვენა ხელში ვიჭერთ, ჩანგალს კი მარცხენაში. როდესაც ჭამას მოვრჩებით, დანა-ჩანგალს თეფშის მარჯვნივ, ერთმანეთის პარალელურად ვაწყობთ. თუ ჭამის დროს დანა-ჩანგალს თეფშზე დააწყობთ, მასპინძელმა შესაძლოა იფიქროს, რომ ჭამა დაამთავრეთ.
როდესაც სუფრასთან ადგილს დაიკავებთ, შეიძლება თეფშთან რამდენიმე წყვილი დანა, ჩანგალი და კოვზი დაგხვდეთ. თეფშის ზემოთ მოთავსებული ჩანგალი და კოვზი მხოლოდ დესერტის მირთმევისთვის უნდა გამოიყენოთ.
ესპანეთში სუფრაზე პურს ხშირად ვერ შეხვდებით, მაგრამ, თუ სუფრაზე პური დაგხვდებათ, ის შეგიძლიათ თეფშის გვერდით, მაგიდაზე განათავსოთ, ან მთავარი თეფშის კიდეზე.
ესპანელები სუფრაზე საქმეზე არ საუბრობენ ხოლმე. სუფრასთან მოხვედრისას, სკამზე დაჯდომა არ იჩქაროთ, ოფიციალურ შეხვედრებზე, როგორც წესი, სტუმრებისთვის ადგილები წინასწარ არის განსაზღვრული.
თუ პაელიას ან სანგრიას გასასინჯად ესპანეთში სიამოვნებით წახვიდოდით, ქუთაისიდან ბილეთის ფასი 49.99 ევროდან იწყება.
გერმანია - საჭმლის დატოვება უზრდელობაა
გერმანელები პუნქტუალურობით განთქმულნი არიან. თუ თქვენ ვახშამზე, ან თუნდაც უბრალო შეხვედრაზე ხართ დაპატიჟებული, ეცადეთ, რომ დანიშნულების ადგილას დროზე მიხვიდეთ.
სუფრასთან შეხვდებით ღვინოსა და ლუდს, რომელსაც ხშირად თინეიჯერებიც სვამენ. გერმანიაში ალკოჰოლის მიღება 16 წლიდან შეიძლება, უფროსის ყოფნის შემთხვევაში კი - 14 წლიდან. გერმანელები ონკანის წყალს არ სვამენ.
"ჩაის" გერმანიაში პირდაპირ მიმტანს უწვდიან.
ქუთაისიდან ბერლინში შეგიძლიათ 39.99 ევროდ მოხვდეთ.
საფრანგეთი - პური ჭამისთვის განკუთვნილი ხელსაწყოა და არა აპეტაიზერი
საფრანგეთში უზრდელობად ითვლება: სადილამდე პურისთვის ხელის მოკიდება და ქუჩაში ჭამა.
საფრანგეთში ჭამა სოციალიზაციისა და რელაქსაციის კარგი საშუალებაა. ისევე, როგორც მის მეზობელ ქვეყნებში, საფრანგეთშიც დღის მთავარი მოვლენა ლანჩია, რომელიც შეიძლება 2-3 საათსაც გაგრძელდეს.
სუფრასთან ყოფნისას ხელები მაგიდის ქვეშ არ ჩაწიოთ. არ შეეხოთ ყველს ხელით და ფუა-გრა პურზე ჩანგლით არ წაუსვათ, მისი თხელი ნაჭერი პურზე ფრთხილად მოათავსეთ.
ქუთაისიდან პარიზში პირდაპირი რეისით შეგიძლიათ აღმოჩნდეთ. ბილეთების ფასი 59.99 ევროდან იწყება.
იტალია - პიცისთვის პარმეზანის დამატება კულინარიული ცოდვაა
თუ გინდათ, იტალიელებს აწყენინოთ, პიცას უნდა დაუმატოთ პარმეზანი, კეტჩუპი და ცხარე სოუსი.
სასურველია, რომ სპაგეტის მირთმევისას არ გამოიყენოთ კოვზი. კერძები კი სუფრაზე მყოფებს მხოლოდ მარცხენა მხარეს გადააწოდოთ.
ვახშმის შემდეგ, კაპუჩინოს ნაცვლად, ესპრესო შეუკვეთეთ. იტალიელები კაპუჩინოსა და ლატეს ძირითადად დილით, ან შუადღის განმავლობაში მიირთმევენ.
ზოგადად კი, იტალიელები მხიარული, გულღია ხალხია და პიცის შეურაცხყოფის გარდა, ყველაფერს გაპატიებენ. თუ ისედაც დიდი ხანია გეგმავთ პასტას, პროშუტოს თუ რიზოტოს სამშობლოში მოგზაურობას, დიდხანს ნუ იფიქრებთ.
ქუთაისიდან რომში 39.99 ევროდ შეგიძლიათ აღმოჩნდეთ.
პორტუგალია - საჭმლისთვის მარილის დამატებით მასპინძელს აწყენინებთ
ლოგიკურია, რომ თუ თქვენი კერძი იდეალურია, მას მარილისა და პილპილის დამატება არ უნდა სჭირდებოდეს. ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის პორტუგალია ეგვიპტე, მზარეულმა ამის გამო თავი შესაძლოა შეურაცხყოფილად იგრძნოს.
ვახშმისას, ხელსახოცი თეფშის მარცხნივ დადეთ, ის მუხლებზე არ განათავსოთ. როდესაც ჭამას დაასრულებთ, ხელსახოცი თეფშიც მარჯვნივ დადეთ.
ასევე ეცადეთ, რომ ჭამის დასრულებისას თეფში სულ არ მოასუფთაოთ.
უნგრეთი - ლუდით სადღეგრძელოს თქმა დაუშვებელია
თუ უნგრეთში ჭიქის აწევა მოგიწევთ, ჯერ დარწმუნდით, რომ მასში ლუდი არ ასხია - უნგრელებმა ეს შეიძლება უპატივცემულობად აღიქვან. ამის მიზეზი ისაა, რომ როდესაც 1848 წელს უნგრული რევოლუცია ავსტრიელებმა ჩაახშეს, მათ გამარჯვება ლუდით აღნიშნეს.
წვნიანი კერძის მირთმევისას, წვენში პური არ ჩააწოთ. რაც შეეხება სასმელს, რაც უფრო მეტს დალევთ, მით უფრო მეტს შემოგთავაზებენ, ამიტომ, თუ სასმელის დალევა აღარ გსურთ, ჭიქა ნახევრამდე არ დააცარიელოთ.
ქუთაისიდან ბუდაპეშტში 29.99 ევროდან შეგიძლიათ აღმოჩნდეთ.
პოლონეთი - ხელის ჩამორთმევაზე ნუ მოცდებით
პოლონელები სტუმართმოყვარებით გამოირჩევიან. თუ თქვენ ამ ქვეყანაში რამდენიმე დღეს გაატარებთ, თითქმის გარანტირებულია, რომ ვინმე ვახშამზე მიგიპატიჟებთ. სტუმრობისას, გახსოვდეთ, რომ კარებში მასპინძელს ხელი არასდროს არ ჩამოართვათ, ძველი ტრადიციის მიხედვით, სახლის შესასვლელში ხელის ჩამორთმევა ცუდი იღბალის მანიშნებელია. ჭამას მხოლოდ მას შემდეგ იწყებთ, როდესაც სუფრაზე ყველა ადამიანი მოთავსდება. ეს წესი ვრცელდება აქ ჩამოთვლილ დანარჩენ ქვეყნებზეც. პოლონეთში სასურველია, რომ სუფრაზე არსებული ყველა ტიპის საჭმელი გასინჯოთ.
მიუხედავად იმისა, მოგეწონებათ თუ არა საჭმელი, უმჯობესია, რომ მასპინძელი კომპლიმენტებით აავსოთ. ეს მას ძალიან გაახარებს. ჭამისას საუბარი მისაღებია, თუმცა რთული და გრძელი ისტორიების მოყოლისგან თავი შეიკავეთ.
ქუთაისიდან ვარშავაში გაფრენა 18.99 ევროდ შეგიძლიათ.
საბერძნეთი - იდაყვით მაგიდას ნუ შეეხებით
ვინაიდან საბერძნეთში მოხვედრა ახლა Wizz Air-ით ძალიან იაფად შეგიძლიათ, თქვენ გაქვთ შანსი, რომ ბერძნულ კულინარიას ეზიაროთ, რომელიც გამოირჩევა თავისი სიმარტივითა და გენიალურობით. აქ არის ის წესები, რომლებიც საბერძნეთში სტუმრობისას გამოგადგებათ.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წესი ალკოჰოლს ეხება. საბერძნეთში ლანჩსა და ვახშამზე ღვინოს ხშირად მიირთმევენ. არ გაგიკვირდეთ, თუ მასპინძლები ღვინის ჭიქას მისი განახევრებისასვე შეგივსებენ. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ბერძნები ჭიქის შევსებას მუდმივად აგრძელებენ, თუ გსურთ, რომ მათ მიანიშნოთ, რომ მეტის დალევას ვეღარ შეძლებთ. ჭიქა ნახევრამდე აღარ დააცარიელოთ.
ასევე აუცილებელია, რომ ჭამა მანამ არ დაიწყოთ, სანამ მასპინძლები არ მიგითითებენ. როდესაც ჭამას მორჩებით, დანა-ჩანგალი გადააჯვარედინეთ.
მაჯები შეგიძლიათ მაგიდას დააყრდნოთ, თუმცა სასურველია, რომ იდაყვი მაგიდას არ შეახოთ. საბერძნეთში, როგორც წესი, ვახშამის საფასურს თქვენი მასპინძელი იხდის. თუმცა, სასურველია, რომ გადახდის სურვილი თქვენც გამოიჩინოთ, საბოლოოდ კი საშუალება მისცეთ მასპინძელს, რომ "გაჯობოთ" და თანხა მან გადაიხადოს.
ქუთაისიდან საბერძნეთში შეგიძლიათ სულ რაღაც 9.99 ევროდ მოხვდეთ.
თუ თქვენ ევროპაში მიემგზავრებით და გსურთ, რომ ადგილობრივებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ, აღნიშნული რჩევები ნამდვილად გამოგადგებათ. ხოლო თუ ამ რჩევების მიუხედავად, ისეთ გარემოში მოხვდებით, სადაც დარწმუნებულნი არ ხართ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ, რომ სხვებს დააკვირდეთ. ასევე არ უნდა მოგერიდოთ, რომ თქვენს მასპინძელს ადგილობრივი წესებისა და ტრადიციების შესახებ ზრდილობიანად ჰკითხოთ, რადგან ამაში მოსარიდებელი არაფერია, ეს მხოლოდ და მხოლოდ პატივისცემას უსვამს ხაზს.
კომენტარები