15 ფილმი, რომელიც თბილისის კინოფესტივალზე აუცილებლად უნდა ნახოთ
დეკემბერი კინომანებისთვის კიდევ უფრო ცივი და სუსხიანი იქნებოდა, რომ არა ისეთი მოვლენა, როგორიც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალია.
3 დეკემბრიდან, ერთი კვირის განმავლობაში კინოთეატრი ამირანი და კინოს სახლი კინომანების საყვარელ ადგილად გადაიქცევა.
კინოფესტივალი ზრუნავს მაყურებელზე და გარდა იმისა, რომ მათ აძლევს საშუალებას მიიღონ ესთეტიკური სიამოვნება, მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მაყურებელს გააცნოს მსოფლიო და ქართული კინემატოგრაფიის ახალი, მაღალი მხატვრული ღირებულების მქონე ნამუშევრები.
ჩვენ კი, ვისაც კინოს დიდ ეკრანზე ყურება ძალიან გვიყვარს, ისღა დაგვრჩენია, რომ ეს ერთი კვირა მაქსიმალურად გამოვიყენოთ და კინოთეატრების ფოიეში, სეიანსიდან სეანსამდე დრო მოწონებული თუ დაწუნებული ფილმების შესახებ საუბარში გავატაროთ.
გასული წლების მსგავსად ძალიან მრავალფეროვანი ფესტივალის წლევანდელი პროგრამაც, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან სექციაში ერთიანდება, მათ შორისაა - საერთაშორისო საკონკურსო პროგრამა, ქართული პანორამა, ჰორიზონტები, დამზადებულია გერმანიაში და ევროპული ფორუმი.
გამომდინარე იქიდან, რომ სანახავი ფილმების სია ძალიან ბევრია, დრო კი ძალიან ცოტა, გადავწყვიტეთ 15, აუცილებლად სანახავი ფილმის სია შემოგვეთავაზებინა.
1. ალმოდებული - სამხრეთ კორეა
ერთი სამსახურიდან მეორეში გადასვლის დროს, ჯონგ-სუ შეხვდება ბავშვობის მეგობარ ჰე-მის, რომელიც მის მშობლიურ ქალაქში ცხოვრობდა. ეს ორი ადამიანი ერთმანეთის მიეჯაჭვება. ჯონგ-სუ ფიქრობს, რომ იქნებ მან იპოვა კიდეც ისეთი ადამიანი, რომელიც შეუყვარდება. ჰე-მის აფრიკაში გამგზავრება უწევს და ამიტომაც, ჯონგ-სუს სთხოვს, რომ მის კატას ცოტა ხნით მიხედოს. როდესაც ჯონგ-სუ მას აეროპორტში წამოსაყვანად თავისი ძველი მანქანით მიაკითხავს, ჰე-მი სხვა კაცთან ერთად ხვდება. ეს ლირიკული, პოეტური და მისტიკური ფილმი ეფუძნება იაპონელი მწერლის, ჰარუკი მურაკამის რომანს „ცეცხლმოდებული საქათმე".
2. აღლუმი - საქართველო
აღლუმი წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნის ფილმია. კინოსურათის დახურული ჩვენება ქუთაისის კინოფორუმზე შედგა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნინო ჟვანიას სადებიუტო ნამუშევარი ქართული კინოს ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია. ფილმის სიუჟეტი სამი ბავშვობის მეგობრის- ციხიდან ახლად გამოსული უიღბლო კრიმინალის, მხატვრისა და ავანტიურისტი მექალთანე მსახიობის შესახებ მოგვითხრობს.რა აქვთ მათ საერთო? მხოლოდ წარსულის მოგონება და ის, რომ ვერც ერთი მათგანის ცხოვრება ვერ მოეწყო. უიღბლოები და სიმპათიურები, კარზე მომდგარი სიბერის წინაშე მარტოდმარტო დარჩენილები, ბავშვური გატაცებით გადაეშვებიან თავიანთ უკანასკნელ თავგადასავალში, ადგებიან გზას, რომელიც მრავალ მოულოდნელ შეხვედრას, ტკივილს და სიხარულს უმზადებს მათ.
3. ფავორიტი - ირლანდია, დიდი ბრიტანეთი, აშშ
მე-18 საუკუნის დასაწყისი. ინგლისი საფრანგეთს ებრძვის. ამის მიუხედავად, გაცხარებული მიმდინარეობს იხვების შეჯიბრი და ანანასსაც არავინ იკლებს. ტახტზე დედოფალი ანა ზის, თუმცა ქვეყანას მისი ახლო მეგობარი, ლედი სარა განაგებს. როდესაც ახალი მოახლე, ებიგაილი ჩამოდის, დედოფალი მისით იხიბლება და სწორედ ამ დროს იწყება კონკურენცია ორ ქალს შორის და დიდი სასიყვარულო სამკუთხედი. ფილმის რეჟისორი იორგოს ლანთიმოსია, თავად კინოსურათი კი 2019 წლის ოსკარის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად მიიჩნევა. კინოსურათში მთავარ როლებს ოლივია კოლმენი, ემა სტოუნი და რეიჩელ უეისი ასრულებენ.
4. დონბასი - გერმანია საფრანგეთი, უკრაინა, ნიდერლანდები, რუმინეთი
აღმოსავლეთ უკრაინის ერთ-ერთ რეგიონში, დონბასში, ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს. ღია შეიარაღებული კონფლიქტი ბანდების მიერ მასობრივი ძარცვების პარალელურად წარმოებს. დონბასში ომს სიყვარულის გამოვლინებად აფასებენ, პროპაგანდა ჭეშმარიტებად ფასდება, ზიზღი სიყვარულად ცხადდება. ეს მხოლოდ ერთ რეგიონს, ქვეყანას ან პოლიტიკურ სისტემას როდი ეხება, არამედ მთელ კაცობრიობას და ცივილიზაციას. ფილმის რეჟისორი სერგეი ლოზნიცაა, რომელიც წელს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო სტუმარიც იქნება.
5. ბალახი - სამხრეთ კორეა
სეულის ტრადიციულ უბანში არსებული კაფეს მეპატრონე არასდროს ჩნდება. მაგრამ ვიგებთ, რომ მას კლასიკური მუსიკა უყვარს. ახალგაზრდა ქალი ახალგაზრდა მამაკაცს თავისი მეგობრის თვითმკვლელობამდე მიყვანაში ადანაშაულებს. მოგვიანებით, ეს ქალი მამაკაცს კომპლიმენტს ეუბნება, რომელიც იატაკს დაბნეული აშტერდება. საუბრის დროს, ვხედავთ გვერდით მაგიდას, რომელთანაც ქალი ზის ლეპტოპით. ის უნებურად ისმენს მათ დიალოგს და წარმოსახვით განავრცობს მას.
6. ცივი ომი - პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი
ეს არის მგზნებარე სასიყვარულო ისტორია ორ განსხვავებული წარმომავლობისა და ტემპერამენტის მქონე პიროვნებას შორის. რომლებიც ბედისწერის წყალობით, სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდებიან - 1950-იანი წლების ცივი ომის დროს პოლონეთში, ბერლინში, იუგოსლავიასა და პარიზში. პოლონეთმა სწორედ ცივი ომი შეარჩია ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის.
7. პარიზული განათლება - საფრანგეთი
ეტიენი პარიზში ჩადის და კინემატოგრაფის შესასწავლად სორბონის უნივერსიტეტში იწყებს სწავლას. აქ ის ხვდება მათიასს და ჟან-ნოელს, რომელთაც ასევე ძალიან უყვართ კინო. ისინი სწავლობენ მთელი წლის მანძილზე და ამ ხნის განმავლობაში, მეგობრობის და სიყვარულის გამოწვევების წინაშე დგებიან და შემოქმედებითი ბრძოლის ასპარეზის არჩევა უწევთ.
8. ბედნიერი ლაზარე - იტალია
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა გლეხის ლაზარესა და ახალგაზრდა დიდებულის, ტანკრედის შესახებ. მათ განცალკევებულ პასტორალურ სოფელ ინვიოლატაში ყველაფერს სიგარეტების სასტიკი დედოფალი, მარკიზა ალფონსინა დე ლუნა განაგებს. ტანკრედსა და ლაზარეს შორის მეგობრობა მაშინ ღვივდება, როდესაც ტანკრედი ლაზარეს საკუთარ გატაცებაში დახმარებას სთხოვს. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს ქართველი მსახიობი, ლუკა ჩიქოვანი ასრულებს, რომელიც წელს ფესტივალს საპატიო სტუმრის სტატუსით დაესწრება.
9. ქალის სახელი - იტალია, საფრანგეთი
მარკო ტულიოს ფილმი „ქალის სახელი" დღეს #MeToo-ს ეპოქაში ამბოხების ნამდვილი მანიფესტია. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალ ნინაზე, რომელიც ქვემო ლომბარდიის პატარა სოფელში გადადის საცხოვრებლად, თავის ქალიშვილთან ერთად. ის შოულობს სამსახურს პრესტიჟულ კერძო კლინიკაში, სადაც ბევრი სხვა იტალიელი და უცხოელი ქალი მუშაობს. ქალების ეს მცირე და მრავალფეროვანი საზოგადოება, ყველაფრის მიუხედავად, ერთიანია და მათ, სხვათა შორის, საიდუმლო აერთიანებს. ისინი უფროსის მხრიდან შევიწროების მსხვერპლნი არიან, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არავინ საუბრობს. ნინა პირველი ქალი აღმოჩნდება, რომელიც დუმილს დაარღვევს და საკუთარი უფროსის წინააღმდეგ, ხმას ამოიღებს.
10. ირინა - ბულგარეთი
ფილმის მთავარი გმირი, ირინა ნახევარ განაკვეთზე მიმტანად მუშაობს, მაგრამ მას სამსახურიდან ათავისუფლებენ. იმავე უიღბლო დღეს, მისი ქმარი სერიოზულ ავარიაში მოხვდება, რის გამოც მუშაობას ვეღარ აგრძელებს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქმარზე, შვილზე და საკუთარ თავზე ზრუნვის მიზნით, ქალი ერთი შეხედვით მარტივ გადაწყვეტილებას იღებს: სუროგატი დედა ხდება. ეს არჩევანი წარმოუდგენლად რთული აღმოჩნდება.
11. მეზობლები - საქართველო, მაკედონია
სურათი გიგიშა აბაშიძის სადებიუტო ნამუშევარია. ფილმში მოქმედება ხდება ძველი თბილისის ერთ-ერთ იტალიურ ეზოში. ფილმის დასაწყისში ვხედავთ ერთ გუნდად შეკრულ მეზობლებს. მართალია, ისინი ფულის ნაკლებობას განიცდიან და სიდუხჭირეს უმკლავდებიან, მაგრამ მაინც ერთი მეგობრული ოჯახივით ცხოვრობენ. ვითარება იცვლება მაშინ, როდესაც ინვესტორი მოდის და მათ დიდ თანხას სთავაზობს ნახევრად დანგრეული, ძველისძველი სახლების სანაცვლოდ. მხოლოდ ერთი მესაკუთრე, გია, ეწინააღმდეგება შემოთავაზებას, ვინაიდან მან დიდი ძალისხმევა ჩადო სახლის საკუთარი ნაწილის რემონტში.
12. ახალგაზრდა ასტრიდი - შვედეთი, დანია
ფილმი ლეგენდარული მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის ცხოვრებას ეხება და გვიყვება იმ გზას, რომელიც მწერალმა განვლო. კინოსურათში მოთხრობილია ლინდგრენის ბავშვობისა და მისი პირველი წარმატებების შესახებ, მის პირველ სამუშაოზე, სიყვარულსა და ოჯახზე. თუ ეს მწერალი გიყვართ, მაშინ აუცილებლად ნახეთ ჰერნილ ფიშერ ქრისტენსენის ფილმი, რომელმაც თებერვალში, ბერლინის კინოფესტივალზე გამართულ დახურულ ჩვენებაზე კრიტიკოსების დიდი მოწონება დაიმსახურა.
13. ბედნიერი უფლისწული - გერმანია ბელგია, დიდი ბრიტანეთი, იტალია
ფოლმის რეჟისორი, სცენარის ავტორი და მთავარი როლის შემსრულებელიც ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილის ვარსკვლავი, რუპერტ ევერეტია. ევერეტი ფილმში ოსკარ უაილდის როლს ასრულებს. კინოსურათში ასევე ვიხილავთ კოლინ ფერტსა და ემილი უოტსონს. რეჟისორის ამპლუაში ეს ევერეტის პირველი ნამუშევარია და როგორც თავად ამბობს, ოსკარ უაილდის შესახებ ფილმის გადაღება და მისი როლის შესრულება ძალიან დიდი პატივი იყო.
14. ზამა - არგენტინა ბრაზილია, ესპანეთი, საფრანგეთი, მექსიკა, ნიდერლანდები, პორტუგალია, აშშ, ლიბანი
ფილმი ეფუძნება ანტონიო დი ბენედეტოს 1956 წლის რომანს, რომელიც მოგვითხრობს მე-17 საუკუნის ესპანელ ოფიცერ დონ დიეგო დე ზამაზე. ის დაბანაკებული იყო ასუნსიონში და ბუენოს აირესში გადაყვანას ელოდა.
15. ჰორიზონტი - საქართველო
გიორგი და ანა ყოფილი ცოლ-ქმარი არიან. ორი ყველაზე ახლობელი ადამიანის დაშორების პროცესი ერთი შეხედვით ჩუმად და უმტკივნეულოდ მიმდინარეობს. აფექტი და შოკი თითქოს გადალახულია, შეგუების პროცესი იწელება და დაუსრულებელი ხდება. უცხო თვალისთვის გაუგებარი პროცესი მძიმე და მტკივნეული აღმოჩნდება გიორგისთვის. არ ეგუება ამ მოცემულობას და სჯერა რომ სიყვარული მარადიულია. ანა ელოდება დასასრულს. დასასრული ორივესთვის მოულოდნელი დგება. რჩება სიცარიელე და გაურკვევლობა.
გარდა ამ ფილმებისა, მაყურებლები ფესტივალისა და იტალიის საელჩოს ინიციატივით ბოლო პერიოდის აღიარებულ ნამუშევრებს იხილავენ, მათ შორისაა ლორა ბისპურის Daughter of Mine და დარიო არჯენტოს Suspiria.
კიდევ ერთი სიურპრიზი, რომელიც წელს ფესტივალზე მისულ მაყურებელს ელის, ეს ლეგენდარული შვედი კინორეჟისორის, ინგმარ ბერგმანის 100 წლის იუბილის აღსანიშნავად დაგეგმილი კინოჩვენებებია.ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენებ ფილმთა შორის იქნება - პერსონა, შემდგომის სონატა და მარწყვის მდელო.
თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალის სექციების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის გასაგებად, შეგიძლიათ იხილოთ სხვა შუადღის რეპორტაჟი:
ამავე თემაზე:
- ყველაფერი, რაც თბილისის მე-19 საერთაშორისო კინოფესტივალზე ვიცით
- 10 ფილმი, რომელსაც თბილისის კინოფესტივალზე, სექციაში ჰორიზონტები ვნახავთ
- 10 ფილმი თბილისის კინოფესტივალის საერთაშორისო კონკურსიდან
- 5 ფილმი თბილისის კინოფესტივალის ევროპული ფორუმიდან, რომელსაც განსაკუთრებით ველოდებით
- ლუკა ჩიქოვანი, იტალიური კინოს ქართველი ვარსკვლავი თბილისის კინოფესტივალზე ჩამოვა
- პიტერ გრინუეი თბილისის კინოფესტივალზე ჩამოვა
-
სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება სსე: ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის სრულად აღდგენის პროცესი უმოკლეს დროში დასრულდება
გადახედვა
-
საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება კვლავ ავარიულად შეწყდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს მეცნიერებმა ტურინის სუდარაზე ადამიანების, მცენარეებისა და ცხოველების დნმ აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა SpaceX-ის აქციების ფასი რეკორდულად დაეცა
გადახედვა
-
რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა რატომ დაუკავშირეს ძველეგვიპტელებმა ბაბუინები და იბისები მთვარეს? — კვლევა
გადახედვა
-
როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები როგორ ატარებდნენ ინკები მსხვერპლშეწირვის რიტუალს? — ახალი დეტალები
გადახედვა
-
ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს? ვარჯიშის მეცნიერება: რატომ იზრდება კუნთები მძიმეების აწევისას და რა (არ) წვავს ცხიმს?
-
პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა პროკურატურამ ვაკეში მომხდარ სროლის ფაქტზე ნიკოლოზ კაპანაძეს ბრალი 4 მუხლით წარუდგინა
გადახედვა
-
სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა შსს: კახეთში კაცმა მამა ბლაგვი საგნით მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით სახლის ეზოში დამარხა
გადახედვა
-
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელისთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს
გადახედვა
-
სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს სუს: სხვისი კუთვნილი 18 000-ზე მეტი კვ/მ მიწის $1.2 მლნ-ად გაყიდვის მცდელობისას 1 პირი დააკავეს
გადახედვა
-
OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ OpenAI-ის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის კანონმდებლები "AI Kill Switch"-ს ითხოვენ
გადახედვა
-
AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის AI კომპანია პირატული წიგნების გამოყენებისთვის ავტორებსა და გამომცემლებს $1.5 მილიარდს გადაუხდის
გადახედვა
-
"გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს "გახარია საქართველოსთვის" სუს-ს ჩორჩანას საგუშაგოზე მოლაპარაკებების გასაჯაროებას სთხოვს
გადახედვა
-
ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს ევროკომისიის პრესსპიკერი: ყულევის ქარხნის 6-თვიანი გადავადება, რათა მფლობელებს მიეცეთ საშუალება, ჩამოშორდნენ რუსულ ნავთობს
გადახედვა
-
PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ PLUS ბარათის მფლობელები Alta-ში 20%-იან ქეშბექს მიიღებენ
-
საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია საბავშვო ევროვიზიაზე წელს 16 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — ნახეთ სია
გადახედვა
-
საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება საგარეო უწყება იმედოვნებს, რომ ყულევის ქარხნის სანქციების ჩამონათვალში შეტანის გადაწყვეტილება გადაიხეება
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს შესაძლოა, მეცნიერებმა მზის "დაკარგული" ვერცხლის საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი ქვიზი: გამოიცანი ქვეწარმავალი ფოტოთი

კომენტარები