წინასაარჩევნოდ დადგეს პატარა სპექტაკლი — რომან გოცირიძე ფარცხალაძისთვის ბრალის წაყენებაზე
ფოტო: On.ge
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, რომან გოცირიძეს მიაჩნია, რომ ყოფილი მთავარი პროკურორისთვის, ოთარ ფარცხალაძისთვის ბრალის წაყენება "წინასაარჩევნოდ დადგმული პატარა სპექტაკლია".
"ფარცხალაძე არის ამ კორუმპირებული სისტემის ნაწილი, როგორც იტყვიან, მისი ღვიძლია შვილი. თითსაც ვერავინ დააკარებს, პირიქით, ბევრს ჩაიყოლებს სამარეში, თუკი გაბედავენ... უყენებენ ბრალს ყველაზე მსუბუქი მუხლით, მამაკაცური ჩხუბის კონტექსტში. დააჯარიმებენ 2 ათასი ან 5 ათასი ლარით. რა თქმა უნდა, მას ფული არ აქვს და დეპუტატები შეუგროვებენ და გადაუხდიან ამ ჯარიმას და ამით დამთავრდება "მასკარადი", — განაცხადა გოცირიძემ.
ოთარ ფარცხალაძის ადვოკატის, გაგი მოსიაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს 5 ნოემბერს ბრალი ყოფილი მთავარი აუდიტორის ლაშა თორდიას ცემის საქმეზე წაუყენეს და აღკვეთის ღონისძიებად 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. მისი თქმით, ფარცხალაძე ბრალს არ აღიარებს და სამართლებრივ ბრძოლას აპირებენ.
ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი, რომელიც ყოფილი ლაშა თორდიას ინტერესებს იცავს, აპროტესტებს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ცემის მუხლით მიმდინარეობს.
მათი თქმით, საქმის გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას მისი საქმიანობის გათვალისწინებით. მათივე თქმით, თორდიას დღეს, 6 ნოემბერს პროკურატურამ უკვე მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი.
ლაშა თორდიას ცემის საქმე
2017 წლის 12 მაისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს, ლაშა თორდიას თავს დაესხნენ. თორდია თავდასხმაში ყოფილ პროკურორ ფარცხალაძეს ადანაშაულებდა.
თორდიას მიაჩნდა, რომ თავდასხმა მისი სამსახურის მიერ ყოფილი პროკურორის შესახებ მასალების მოგროვებას უკავშირდებოდა. გენერალური აუდიტი ამბობდა, რომ ფარცხალაძეს დაუსჯელობის განცდა აქვს.
ბრალდებების პასუხად, ფარცხალაძემ განაცხადა, რომ გენერალური აუდიტი იტყუებოდა და კონფლიქტის ინიციატორი თავადვე იყო. მისი თქმით, თორდია მთვრალ მდგომარეობაში იმყოფებოდა და ხელი პირველად მან მოიქნია.
"როგორც ჩანს, მას გულში აქვს ჩარჩენილი ჩემი გარკვეული ქმედებები სამართალდამცავ უწყებებში ჩემს საქმიანობასთან დაკავშირებით, რაზეც შესაბამის ინფორმაციას მივაწვდი გამოძიებას", — ამბობდა ფარცხალაძე. თუმცა, მომხდარიდან 4 დღის განმავლობაში ის დაკითხვაზე არ დაიბარეს. უწყებაში ამბობდნენ, რომ გამოძიების პრეროგატივა იყოს ის, თუ როდის დაჰკითხავდნენ ყოფილ პროკურორს.
2017 წლის 16 მაისს ფარცხალაძის დაკითხვისკენ პროკურატურას პარლამენტის თავმჯდომარემ მოუწოდა. 17 მაისს ყოფილი პროკურორი დაკითხეს.
ფარცხალაძის გამოკითხვიდან ერთ კვირაში, 24 მაისს სოციალურ ქსელში ლაშა თორდიას სხვა ინციდენტის ამსახველი კადრები გავრცელდა. თორდია და არასამთავრობოები აცხადებდნენ, რომ კადრების გავრცელება საეჭვოდ დაემთხვა ფარცხალაძესთან ინციდენტს და ის დამოუკიდებლად უნდა გამოეძიებინათ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ინციდენტის გამოძიების შუალედური შედეგები გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, ნეიტრალური მოწმეების გამოკითხვით დადგინდა, რომ ინციდენტის დროს პირველმა ხელი ლაშა თორდიამ მოიქნია და არა ფარცხალაძემ.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები