ირაკლი კობახიძემ აღიარა, რომ მეორე ტური გაიმართება
ფოტო: ქართული ოცნება
პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღიარა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. კობახიძის თქმით, მეორე ტურში მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე გადავლენ.
"ეს არის ნორმალური მოვლენა, ცხადია, რომ ყოველი მეორე მხარს უჭერს სწორედ ქართულ ოცნებას, თუმცა გამარჯვებისთვის ცოტა დაგვაკლდა", — განაცხადა კობახიძემ. მისი თქმით, უკვე დათვლილია 1000-მდე უბანი და ზურაბიშვილი ლიდერობს.
რუსთავი 2-ის ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ On.ge-ს კითხვას გაიმართება თუ არა მეორე ტური მმართველ პარტიაში არ პასუხობდნენ. მათი თქმით, ყველაფერს ცესკოს მონაცემები გადაწყვეტს.
სამი ეგზიტპოლი და სამი შედეგი
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა და სამი ეგზიტპოლის მიხედვით, სამი სხვადასხვა შედეგი დაიდო.
მმართველი პარტიის ეგზიტპოლით, 52.3 %-ით სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა. მათი თქმით, 28.1 % აქვს გრიგოლ ვაშაძეს და 9.2% დავით ბაქრაძეს. ფსიქოპროექტმა 100 უბანზე 5104 ადამიანი გამოკითხა. ცდომილების ფარგლები 2.6%-ია.
ევროპული საქართველოს ეგზიტპოლით მეორე ტური იმართება. კერძოდ, 37% აქვს გრიგოლ ვაშაძეს და 34% სალომე ზურაბიშვილს. პარტიის კანდიდატს, დავით ბაქრაძეს 17% აქვს, შალვა ნათელაშვილს კი — 4. კომპანია BCG-მ 105 საარჩევნო უბანზე 6 000 ადამიანი გამოკითხა. მაქსიმალური ცდომილება 3%-ია.
მეორე ტური იმართება რუსთავი 2-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებითაც. 16:00 საათის შედეგებით სალომე ზურაბიშვილს და გრიგოლ ვაშაძეს 40-40% აქვთ, დავით ბაქრაძეს კი — 10%. რუსთავი 2-ისთვის კვლევა გასული წლების მსგავსად კომპანია ედისონ რისერჩმა ჩაატარა. შედეგებში ცდომილების ფარგლები +/-3%-ია, გამოკითხვა 115 უბანზე ჩატარდა.
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
-
რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია რა ეღირება ყურძენი წლევანდელ რთველზე? — საფერავისა და რქაწითელის შესყიდვის ფასები ცნობილია
გადახედვა
-
საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა საიამ ოფისის ფასადზე ვანდალიზმის ფაქტების არაეფექტური გამოძიების გამო სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
კომენტარები