ვადაგასული პირადობებით ხმის მიცემა და სხვა დარღვევები — საიას 14 საათის მონაცემები
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, 14 საათის მონაცემებით საარჩევნო დარღვევებზე სულ 39 საჩივარი წარადგინეს. საიას განცხადებაში წერია, რომ ახალციხის მე-17 უბნიდან გასულ ავტომანქანას, რომელმაც ამომრჩეველთან გადასატანი საარჩევნო ყუთი წაიღო, გარედან სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერი ეკრა.
საიას განცხადებაში ასევე წერია, რომ გორში მე-18 უბანზე ამომრჩეველმა შვილის ნაცვლად მოითხოვა ხმის მიცემა, რაზეც მან უარი მიიღო და ამის შემდეგ ამომრჩეველმა საარჩევნო სია დააზიანა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ კიდევ სხვადასხვა დარღვევებზე გაამახვილა ყურადღება:
- მარნეულის #18 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი სათანადოდ არ ამოწმებდა პირადობის მოწმობებს, რის გამოც ოთხმა ამომრჩეველმა კენჭისყრაში მონაწილეობა ვადაგასული პირადობის მოწმობით მიიღო. ამ ფაქტთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა.
- ქუთაისის #3 უბანზე დაფიქსირდა მარკირების გარეშე ხმის მიცემის ფაქტი. საიას დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა.
- ქუთაისის #59 უბანზე საკონტროლო ფურცელი ისე მოათავსეს საარჩევნო ყუთში, რომ არ შეავსეს პირველი ამომრჩევლის სახელი, გვარი და პირადი ნომერი. აღნიშნულ ფაქზტე საიას დამკირვებელმა საჩივარი დაწერა.
- ნაძალადევის #5 უბანთან მდგარ მანქანასთან უბნიდან გამოსულ ამომრჩეველთა ნაწილი მიდის და რამდენიმე წუთში ტოვებს ტერიტორიას. კონკრეტულად რა მიზნით ხდება ავტომანქანასთან ამომრჩევლების მისვლა, საიას დამკვირვებლისათვის უცნობია. მანქანაში მყოფ ერთ-ერთ პირს აქვს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის "კავშირი 21-ე საუკუნის" დამკვირვებლის მოწმობა.
- ვაკის #13 უბანზე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის მოძრაობა საქართველოს ერთობისა და გაერთიანებისთვის დამკვირვებელი ხელს უშლიდა საიას დამკვირვებელს ფუნქციების შესრულებაში და ცდილობდა მის მიმართ უსაფუძვლო საჩივრის დაწერას. ინციდენტი ამ დროისათვის აღმოფხვრილია.
გადასატანი საარჩევნო ყუთთან დაკავშირებული საკითხები
- ქუთაისის #112 უბანზე გადასატანი ყუთის სიაში რეგისტრირებული იყო 4 პირი. გადასატანს ყუთის უბნიდან გატანისას კომისიის წევრებმა ყუთთან ერთად წაიღეს 5 ბიულეტენი. გადასატანი ყუთის უბანზე დაბრუნებისას აღმოჩნდა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 3-მა ადამიანმა და უბანზე დაბრუნებულ იქნა 1 ბიულეტენით ნაკლები, ვიდრე უნდა დაბრუნებულიყო. ამ ფაქტთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა საჩივარი წარადგინა;
- ბათუმის #6 უბანზე მისულმა ამომრჩეველმა კონვერტი ჩააგდო გადასატან საარჩევნო ყუთში.
ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლი
- დიდუბის #42 უბანზე ქართული ოცნების წარმომადგენელი სიით ხელში აღრიცხავდა უბანზე მისულ ამომრჩეველს. თავმჯდომარის მითითების შემდეგ მან უბანი დატოვა და მონაცემების შეგროვება უბნის გარეთ განაგრძო.
არაუფლებამოსილ პირთა ყოფნა უბანზე
- ნაძალადევის 74-ე უბანზე დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირის ყოფნა. კერძოდ, "დამკვირვებლის" სტატუსით უბანზე იმყოფებოდა მოქალაქე მონიკა ფაჩულია, თუმცა, მის მოწმობაზე არ იყო მითითებული, რომელ ორგანიზაციას წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, უბნის თავმჯდომარემ მას უბანზე ყოფნის შესაძლებლობა მისცა. საიამ აღნიშნული დარღვევის შესახებ აცნობა ცესკოს, რის შემდგომაც დარღვევა აღმოიფხვრა და მონიკა ფაჩულიამ უბანი დატოვა;
- ბათუმის #41 უბანზე იმყოფებოდა არაუფლებამოსილი პირი, რომელმაც საიას დამკვირვებლის რეაგირებამდე უბანი დატოვა;
- საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან დაუდგენელი პირები და ახორციელებენ უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვას (მთაწმინდის #36, საბურთალოს #60, #61; დიდუბის #10, #18, #19, #29, #42;ჩუღურეთის #16, #19, #37; გლდანის #35; მარნეულის #48 უბნები);
- ქობულეთის #32 უბანი ერთი საათის დაგვიანებით გაიხსნა, ვინაიდან აღმოჩნდა, რომ უბანზე საარჩევნო ბიულეტენებს ჰქონდა ბეჭდური წუნი. ორი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის და გიორგი ანდრიაძის ნომრები (48 და 51) არ იკითხებოდა;
- ნაძალადევის #49 უბანზე, კართან, დაუდგენელი პირი ახორციელებდა პირდაპირ რეჟიმში უბანზე მიმდინარე პროცესების გადაღებას. საიას დამკვირვებლის მითითების შემდგომ აღნიშნულმა პირმა გადაღება შეწყვიტა და ტერიტორია დატოვა;
- მარნეულის #64 უბანზე არ არის კაბინები შშმ პირებისთვის.
ბოლო სიახლეები: საპრეზიდენტო არჩევნები 2018
ამავე თემაზე:
ცესკო: ნაძალადევის საარჩევნო უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნა დადასტურდა
ზუგდიდში არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმე პროკურატურამ უნდა გამოიძიოს —TI
კოორდინატორების მობილიზება და აგიტაცია — დარღვევები საარჩევნო უბნებზე 11:00-ის მონაცემებით
ყიზილაჯლოში საარჩევნო უბნის ადრე გახსნის მცდელობა და სხვა დარღვევები — მრავალეროვანი საქართველო
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ საქართველოს ბანკის Student Card-ისა და sCool Card-ის მფლობელები ქუთაისში ტრანსპორტზე შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ
-
ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ადამიანი ერთი მინიშნებით
-
საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა საქართველოს ბანკის ორგანიზებით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის შრომის უსაფრთხოების ვორკშოპი გაიმართა
-
2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება 2008 წლის ომის შედეგები დღემდე ძირს უთხრის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას — ევროკავშირის პრესპიკერის განცხადება
გადახედვა
- აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით აშშ-ის საელჩო: შეერთებული შტატები კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით
-
უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს უკრაინის საგარეო უწყება: 2008 წლის აგრესიაზე რეაგირების ნაკლებობამ გზა გაუხსნა ფართომასშტაბიან ომებს
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ზაფხული)
გადახედვა
-
სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის სტრასბურგის სასამართლო და 2008 წლის ომის საქმეები — საიას ბრძოლა დაზარალებულთა უფლებებისა და კომპენსაციებისთვის
გადახედვა
-
21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია 21-ე საუკუნის საუკეთესო თრილერი რომანები — ნახეთ The New York Times-ის სია
გადახედვა
-
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით — მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება დაიწყო
-
ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო ცელიანი სიკვდილივით გამოწყობილი კაცი, რომელიც პაციენტებს სახურავიდან აშტერდებოდა, ამტკიცებს, რომ ყვავი იყო
გადახედვა
-
მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 25%-იანი ფასდაკლება კომფორტერში შერჩეულ კოლექციაზე ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი თორნიკე შენგელია ბარსელონას ემშვიდობება | საქართველოს ბანკი — ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
-
საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება — ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
-
ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო ქართველი ფიზიკოსის ახალი კვლევა: ინოუეს ტელესკოპმა მზის მაგნიტური ველის უნიკალური კადრები გადაიღო
გადახედვა
-
როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა როგორ უნდა გადავურჩეთ მზის სიკვდილს? — ახალი კვლევა
გადახედვა
-
საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა საია: სტრასბურგმა მზია ამაღლობელის საქმეზე რიგით მეოთხე საჩივარი დაარეგისტრირა
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი? ქვიზი: შენ უკეთ ერკვევი გეოგრაფიულ ტერმინებში თუ მერვეკლასელი?
-
"რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს "რუსთაველის გამზირზე თვითმცლელში მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდა" — GWP სამართლებრივ ზომებს მიმართავს
გადახედვა
-
ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს ჯივიპი რუსთაველის გამზირზე წყალმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო არეალში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები