პირველი არხი: ზაზა სარალიძე დაკავებულია
ფოტო: ეკუნა ჯანიაშვილი / On.ge
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დაკავებულია.
"ელემენტარულად, ცელოფნის გადაფარება უნდოდათ, რომ წვიმისგან დაეცვათ თავი... მოვიდნენ ჩვეულებრივად, როგორც აქამდე აკეთებდნენ, ოღონდ აქამდე ზაზა არ დაუჭერიათ და ყაჩაღურად გაიტაცეს ყველაფერი, რაც კი შეეძლოთ გაეტაცებინათ... შემდეგ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება ჩატენეს კაცი მანქანაში ცემა-ტყეპით და წაიყვანეს", — აღნიშნა სარალიძის მხარდამჭერი აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს სარალიძის დაკავების შესახებ ფაქტს ჯერ არ უდასტურებენ, თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებელი ინფორმაციას მათზე დაყრდნობით ავრცელებს.
ზაზა სარალიძე თბილისის პარლამენტის შენობასთან რამდენიმე კვირაა აქციას მართავს. ის აქციებით შვილის მკვლელობის საქმეში მონაწილე პირების დაკავებას ითხოვს.
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე
2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოხდა ჩხუბი არასრულწლოვნებს შორის, რის შედეგადაც ერთი მოზარდი, ლევან დადუნაშვილი, იმავე დღეს გარდაიცვალა, ხოლო მეორე მოზარდი, დავით სარალიძე — 2 დეკემბერს. ლევან დადუნაშვილს მიაყენეს ორი ჭრილობა, დავით სარალიძეს კი — 12.
2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩის საქმეზე ერთი ბრალდებული სარალიძის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს სარალაძის ნაწილში მუხლი შეუცვალეს. კერძოდ, მუხლი განზრახ მკვლელობიდან მკვლელობის მცდელობად გადაკვალიფიცირდა. დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული გამოძიებას არ ჰყავს და დაკავებულს ედავებიან მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობას.
სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაზარალებული ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან საქართველოს პროკურატურასთან მისი შვილის მკვლელების დასჯის მოთხოვნით აქცია გამართა და შემდეგ ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო. ზაზა სარალიძის მოთხოვნა მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომა და მკვლელების დასჯა იყო.
მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან გადადგა. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, შსს-მ ხელახალი გამოძიება დაიწყო. გამოძიების ფარგლებში მირზა სუბელიანი დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, ხოლო მერაბ მორჩაძე მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დააკავეს.
მიხეილ კალანდია, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი მოწმე, ბრალდებულია დანაშაულის დაფარვაში. ცრუ ჩვენების ბრალდებით კი არასრულწლოვანი დ.ღ. დააკავეს.
ზაზა სარალიძემ ივლისში დაწყებყლი აქციები 10 სექტემბერს განაახლა. ის 46 დღეა საქართველოს პარლამენტთან საროტესტო აქციას მართავს და შვილის მკვლელი დაკავებას ითხოვს.
საგამოძიებო კომისია
პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა. კომისიის წევრები ვერ შეთანხმდნენ და საბოლოო, ორი — ქართული ოცნებისა და ევროპული საქართველოს დასკვნა მომზადდა.
ევროპული საქართველოს 78-გვერდიან დასკვნაში 32 რეკომენდაციაზეა საუბარი, რომელიც ხუთ სხვადასხვა მიმართულებას ეხება.
საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციაა, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მ.კ.-ს მიმართ, ამავე კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "ე" ქვეპუნქტებით. ასევე საგამოძიებო კომისია შსს-სა და პროკურატურას მოუწოდებს დაიწყონ გამოძიება მირზა სუბელიანის ქმედებებზე.
საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციით, უნდა დაიწყოს გამოძიება მოწმეთა მიმართ გამოძიების დაწყება ცრუ ჩვენებისა და ცრუ ახსნა-განმარტების მიცემის, წეროვნიდან გ.ჯ.-ს წაყვანისას დანაშაულის დაფარვისა და შეუტყობინებლობის და გ.მ.-ს დაჭრის ფაქტებზე.
ასევე საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციაა, რეაგირება სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელი მოხელეების/თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დარღვევებზე. კომისია ასევე ითხოვს დაიწყოს გამოძიება ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ქმედებებზე.
მერვე რეკომენდაციაში, ევროპული საქართველო მინისტრების: თეა წულუკიანისა და გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს.
ქართული ოცნების მიერ ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილ საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ პოლიტიკური მოტივით ან რომელიმე უწყების მხრიდან მართლმსაჯულებას ხელი არ შეშლია.
ქართული ოცნება თავის 20-გვერდიან დასკვნაში საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით იყენებს ტერმინებს "არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა", თუმცა ყველა შემთხვევაში განმარტავს, რომ ამას საქმის საბოლოო შედეგზე გავლენა არ ჰქონია. აქვე, პარტია გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, საგამოძიებო და საგანმანათლებლო სფეროში ცვლილებების საჭიროებაზე მიუთითებს.
გაიგეთ მეტი ხორავას ქუჩის საქმეზე.
-
რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება რატომ უნდა სცადო ახალი ფესტივალი — Stockton Invite-ის [გულწრფელი] შეფასება
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა ისტორიაში პირველად, ორბიტალური კოსმოსური მისია დასავლეთ ევროპიდან შესრულდა
გადახედვა
-
"ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში? "ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით" — რას წერს ღარიბაშვილის მე-6 წერილში?
გადახედვა
-
"ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ "ერთი ნომერი ორმა აიფონმა გაიყო" — მალე შეიძლება ორ iPhone-ზე ერთი ნომრით ვისარგებლოთ
გადახედვა
-
რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ რა განსხვავებაა მსოფლიოს ახალ და ძველ რუკას შორის? — ცვლილება 450 წლის შემდეგ
გადახედვა
-
კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet კამერა და ხელოვნური ინტელექტი უკვე კბილის ჯაგრისშიც დაგვხვდება — გაიცანით Dyson-ის CameraJet
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა
-
HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია HBO-მ ჰარი პოტერის მე-2 სეზონისთვის ტომ რიდლის, დობისა და ჯინი უიზლის მსახიობები შეარჩია
გადახედვა
-
კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ კიმ კარდაშიანი და კანიე ვესტი ნორთ ვესტის პირველ სოლო კონცერტს სცენის სხვადასხვა მხრიდან დაესწრნენ
გადახედვა
-
ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია ისრაელში შექმნილ 60$-იან სისხლის ანალიზს ფილტვის კიბოს 93%-იანი სიზუსტით გამოვლენა შეუძლია
გადახედვა
-
რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის საზღვარზე საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი კაცის სხეულში ღორის თირკმელმა 271 დღე იფუნქციონირა — დოკუმენტირებული რეკორდი
გადახედვა
-
შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა შსს: მესტიაში არასრულწლოვანების ჩხუბში მესამე პირი ჩაერია და 2 პირი დაჭრა
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოვალეობას ზაზა კვიციანი შეასრულებს
გადახედვა
-
აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება აშშ 33 წლის ერეკლე გუგავას $1,3 მლრდ-ის თაღლითური გზით მითვისებას ედავება
გადახედვა
-
ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები ვენეციის კინოფესტივალზე ნინა დობრევს წითელი ხალიჩის დატოვება მოსთხოვეს — ნახეთ კადრები
გადახედვა
-
პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება პაატა სალია ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება
გადახედვა
-
"გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე "გერმანიამ გამოიღვიძა" — კირილ დმიტრიევი AfD-ის გამარჯვებაზე
გადახედვა
-
თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა თიბისიმ კურორტ გოდერძიზე საინვესტიციო ღონისძიება გამართა
-
ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ? ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება გაფორმდა — რა ვიცით პროექტის შესახებ?
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა ირაკლი კობახიძე: 1,5 წელი დამჭირდა, ბატონი ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები აღმოგვეფხვრა
გადახედვა
კომენტარები