კეთილმეზობლური ურთიერთობები და სხვა დაპირებები — გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პროგრამა
ფოტო: გრიგოლ ვაშაძე / Facebook
ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტი, გრიგოლ ვაშაძე 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაერთიანებული ოპოზიციის ძალა ერთობაშიას კანდიდატია. მისი სრული საარჩევნო პროგრამა ინტერნეტში არ იძებნება. ნაციონალური მოძრაობის პრესცენტრში განგვიმარტეს, რომ პროგრამის სრული დოკუმენტის საჯარო პრეზენტაცია არჩევნებამდე 2 დღით ადრე, 26 ოქტომბერს გაიმართება, იქამდე კი ვაშაძე თავის პროგრამას ამომრჩეველს ზეპირსიტყვიერად აცნობს.
ბოლო ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტის უფლებამოსილებები კონსტიტუციით იზღუდება, კანდიდატების დაპირებების ნაწილი პრეზიდენტის ვალდებულებებში აღარ შედის, ნაწილი კი არც აქამდე შედიოდა. ამ შემთხვევაში On.ge გრიგოლ ვაშაძის დაპირებების პრეზიდენტის უფლებამოსილებებთან შესაბამისობას არ იკვლევს და მის საარჩევნო პროგრამას prezident.ge-ზე დაყრდნობით გაცნობთ.
განათლება
გრიგოლ ვაშაძე ფიქრობს, რომ განათლების სწორი, თანამედროვე პოლიტიკის ხედვა უნდა ეყრდნობოდეს მისი ციკლურობის, უწყვეტობის (სკოლამდელიდან უმაღლესი განათლების ჩათვლით), ინკლუზიურობის გააზრებას. პრეზიდენტობის კანდიდატი თავის პროგრამაში იმ ნაბიჯებს ასახელებს, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში განათლების სისტემაში გადადგამს.
- განათლების ბიუჯეტის გაორმაგება;
- დეცენტრალიზაცია;
- დეპოლიტიზაცია;
- საბავშვო ბაღების ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადასვლა;
- საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს კონცეფციის პრიორიტეტად ქცევა;
- ინკლუზიური განათლების მაქსიმალური ხელშეწყობა;
- გადაიხედოს პედაგოგთა სერტიფიცირების წესი, პროფესიული განვითარებისა და
კარიერული ზრდის სქემის ეფექტურობა; - მასწავლებლის მინიმალური ანაზღაურების გაზრდა 1000 ლარამდე;
- მასწავლებელთა პროფესიული განვითარება მათ ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებული ტრენინგების შეთავაზების გზით;
- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობების გაფართოება-პროვაიდერი ორგანიზაციების აკრედიტაციის გზით;
- საატესტატო და ეროვნული გამოცდების ინტეგრაცია;
- არაფორმალური განათლებისა და ინოვაციური პროექტების ხელშეწყობა;
- პროფესიული განათლების პოპულარიზაცია საშუალო სკოლის ბაზაზე;
- ბაზრის კვლევისა და მოთხოვნების, ასევე, დამკვეთთა ინტერესების შესაბამისად,
პროფესიული სასწავლო პროგრამების ამოქმედება და პრიორიტეტული სასწავლო
პროგრამების შექმნა/პოპულარიზაცია. - პროფესიული და საზოგადოებრივი სასწავლებლების სტუდენტებისთვის ყველა იმ პრივილეგიით სარგებლობის შესაძლებლობის მიცემა, რომლითაც სარგებლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხული სტუდენტები;
- ცვლილებები უმაღლეს სასწავლებლებში მიღების სისტემაში;
- ყველა სოციალურად დაუცველი სტუდენტის, რომლის სარეიტინგო ქულაც 200 000-მდეა, დაფინანსება სახელმწიფოს მიერ;
- ავტორიზაცია-აკრედიტაციის სისტემის გარდაქმნა;
- წარჩინებული სტუდენტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა და საჭიროების შემთხვევაში, მათი საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსება;
- უცხოელი პროფესორ-მასწავლებლების მოწვევა საქართველოში;
- ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა;
- სამეცნიერო გრანტების აქტივიზაცია, პრიორიტეტული სფეროების გადახედვა და დაფინანსების გაზრდა გამჭვირვალობის და კონკურენტუნარიანობის პრინციპის დაცვით
გადასახადები
გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო პროგრამაში ვკითხულობთ, რომ ის:
- შეამცირებს გადასახადს 15 პროცენტამდე;
- შეამცირებს სააქციზო განაკვეთს ნავთობპროდუქტებზე;
- ალკოჰოლურ საქონელზე სააქციო განაკვეთს საშუალო ევროპულ მაჩვენებლამდე დაწევს;
- დღგ-ს მხოლოდ 200,000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე სუბიექტები გადაიხდიან;
- საშემოსავლო გადასახადი დარჩება ერთიანი განაკვეთის მქონე ყველა პირისათვის.
ეკონომიკა
- პრეზიდენტის საქმიანობის ერთი ციკლის განმავლობაში, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობის თითქმის გაორმაგება;
- ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გარემო მეტ უცხოურ ვალუტას და ახალ ტექნოლოგიებს შემოიტანს ქვეყანაში, ასევე გაზრდის ექსპორტს, განავითარებს ტურიზმსა და მომსახურების სხვა სფეროებს;
- ჩვენ ხელს შევუწყობთ ეროვნული ბანკის რეალურ დამოუკიდებლობას და ფინანსური სტაბილურობის განმტკიცებას.
დასაქმება
დასაქმების ზრდის მიზნით, აუცილებელია:
- ზედმეტ რეგულაციებზე უარის თქმა: ახალი სამუშაო ადგილების შექმნა შეუძლებელია მეწარმეებისათვის მეტი თავისუფალი სამოქმედო სივრცის მიცემის გარეშე;
- ჩვენ გადავხედავთ და სადაც შესაძლებელია, გავაუქმებთ ყველა რეგულაციას, რომელსაც საქართველოს პირდაპირ არ ავალდებულებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი ხელშეკრულება და/ან სხვა საერთაშორისო ვალდებულებები;
- ბიუროკრატიისა და მასზე გაწეული ხარჯების შემცირება: სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულნი ღირსეულ ანაზღაურებას მიიღებენ, მაგრამ უარს ვიტყვით ზედმეტ ბიუროკრატიულ ფუფუნებაზე;
- ბიზნესისა და ინვესტიციების დაცულობა: ბიზნესს განვითარებისათვის სტაბილური და პროგნოზირებადი გარემო უნდა შეექმნას. ამის საწინდარი კი საგადასახადო ადმინისტრირების განჭვრეტადობა, პროპორციულობა და მაქსიმალური გამარტივებაა;
- გადასახადების შემცირება: გადასახადების შემცირებით მეტი ფული დარჩება კერძო სექტორს, რადგან ქვეყანაში უმუშევრობის დაძლევის ერთადერთი წინაპირობა კერძო სექტორის განვითარებაა.
ჯანდაცვა
- დაავადებების ახალი კერების გამოვლენის, ვაქცინაციის და სამკურნალო პროგრამებში ბენეფიციართა მოძიება-ჩართვის მაჩვენებლების გაუმჯობესებისათვის აუცილებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული ცენტრების გაძლიერება, დაფინანსების სქემის გადახედვა და პროგრამული პრიორიტეტების სწორი გადანაწილება;
- წამლების ელექტრონული (e-CTD) სავალდებულო რეგისტრაციისა და წამლების მიკვლევადობის (Traceability) ინოვაციური სისტემის დანერგვ საშუალებას იძლევა, მოხდეს წამლების იდენტიფიკატორის და სასაქონლო ტრანზაქციების ერთ ბაზაში თავმოყრა და ინფორმაციის დამუშავება;
- ჩვენ შევისწავლით ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ ოლიგოპოლიებს და ფართე კონსენსუსითა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით, ხელს შეუწყობს კონკურენტული და სამართლიანი საბაზრო გარემოს შექმნას;
- საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში გაჩნდება კერძო სადაზღვევო პაკეტების ინტეგრირების შესაძლებლობა, რაც საშუალებას მისცემს ბენეფიციარებს, სურვილის შემთხვევაში, მცირედი დანახარჯით შეიძინოს ის სერვისები, რომელსაც სახელმწიფო არ უფინანსებს;
- ყველა ჩვენი რეფორმა და ახალი პროგრამა გამყარებული იქნება შესაბამისი კვლევებით, სანდო სტატისტიკითა და გამჭირვალე კალკულაციით.
სოციალური უსაფრთხოება
- სოციალური უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად აუცილებელია შეიცვალოს სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მინიჭების მეთოდოლოგია. მიგვაჩნია, რომ სარეიტინგო ქულების დათვლა უნდა მოხდეს სამართლიანად და გახდეს ვადიანი, რომელ პერიოდშიც დროებითი თუ სეზონური სამუშაოს დაწყება არ უნდა გახდეს შემწეობის შეჩერების მიზეზი;
- სავალდებულოა საარსებო მინიმუმის დაანგარიშების წესის გადახედვა. დღეს არსებული მეთოდოლოგიით, ითვლება მხოლოდ სასურსათო კალათა და ისიც არასრულფასოვნად. სასურსათო საჭიროებების გარდა მეთოდოლოგია უნდა მოიცავდეს იმ მინიმალურ საჭიროებებსაც, რომლის გარეშეც შეუძლებელია ადამიანის ფიზიკური არსებობა;
- უნდა შეიცვალოს კვების რაციონი უფასო სასადილოებში და გაუმჯობესდეს საკვების ხარისხი, ასევე უნდა გაიზარდოს ერთ ბენეფიციარზე გამოყოფილი თანხა;
- შშმ პირებისთვის გაცემული პენსია უნდა გაუთანაბრდეს რეალურ საჭიროებებს. ასევე აუცილებელია საზოგადოებრივ სივრცეებში და მომსახურების ობიექტებში ინფრასტრუქტურის ადაპტაცია შშმ პირების სპეციალურ საჭიროებებთან.
ნარკოპოლიტიკა
- ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, ნარკოტიკების მოხმარების პირველადი პრევენცია და ამ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება ბავშვებსა და მოზარდებში. მნიშვნელოვანი ასევე, პრევენციული ღონისძიებების განხორციელება სარისკო პოპულაციებში;
- უნდა დარეგულირდეს დოზების ოდენობა და შესაბამისი სასჯელის ადეკვატურობა. მკაცრად უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისაგან არალეგალური ნარკოტიკების მომხმარებელი და გამსაღებელი;
- ჩვენი დევიზი უნდა იყოს "დახმარება და მხარდაჭერა დასჯის ნაცვლად". ამავე დროს, კატეგორიულად წინააღმდეგი ვართ მარიხუანის კულტივაციის და საქართველოში მისი პლანტაციების გაშენების.
ტერიტორიული მთლიანობის საკითხები
- საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ასპარეზზე უფრო ეფექტიანად და აქტიურად უნდა გააგრძელოს არაღიარების, დეოკუპაციისა და დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების პოლიტიკა;
- ავამუშავებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს რუსეთის მიერ განხორციელებული ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდის ორგანიზატორთა და შემსრულებელთა წინააღმდეგ და იმ ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც ოკუპაციისა და ეთნიკური წმენდის შედეგად მიადგა ქართულ სახელმწიფოსა და მოქალაქეებს;
- გამოვიყენებთ ყველა არსებულ საშულებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტოტალური კონტროლისა და დისკრიმინაციის პირობებში მცხოვრები ქართული მოსახლეობის უფლებების დასაცავად. მიუხედავად ოკუპაციისა, უნდა აღდგეს სკოლებში ქართულად სწავლა-განათლების მიღების საშუალება, კულტურული და რელიგიური უფლებები, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე შეუფერხებელი და თავისუფალი გადაადგილების საშუალება;
- აქტიურად ვიმუშავებთ საერთაშორისო მისიებთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მიზნით მონიტორინგის ეფექტიანობის გასაზრდელად;
- ოკუპაციის ხაზის გასწვრივ განვახორციელებთ ეფექტიან ღონისძიებებს მოსახლეობის უსაფრთხოებისათვის, უფრო ეფექტიანად აღვუდგებით წინ მავთულხლართების შემდგომ განთავსებას, ადამიანთა გატაცებას, მიწების მიტაცებას და საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებულ სხვა დანაშაულებრივ ქმედებებს;
- პრეზიდენტის ფონდიდან დავაფინანსებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს, რათა მათ შეძლონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების მიღება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვარგარეთ.
გარემოს დაცვა/ეკოლოგია
- უნდა შემუშავდეს ელექტროენერგეტიკისა და განვითარების სტრატეგია;
- გადაიხედოს დაგეგმილი ელექტროსადგურების მშენებლობა და გაკეთდეს პროექტების ხარჯთსარგებლიანობის ანალიზი;
- უარი უნდა ითქვას გიგანტური ჰესების მშენებლობაზე და დაიწყოს არსებული ჰესების რეაბილიტაცია-გაწმენდის პროგრამა, რაც დაახლოებით ათას მეგავატამდე გაზრდის გამომუშავებას;
- ჰესების მშენებლობისას გათვალისწინებული უნდა იყოს რეგიონის ბუნებრივი გარემო და იქ მცხოვრებთა ინტერესები. სახელმწიფომ მოსახლეობაში უნდა დაიწყოს ენერგორესურსის თვითგამომუშავების სტიმულირება, რისი პოტენციალიც საქართველოში მაღალია;
- უნდა დაიწყოს ალტერნატიული ენერგიის წყაროების ათვისება;
- საკანონმდებლო დონეზე უნდა დაიხვეწოს გარემოზე ზემოქმედების;
- შეფასების სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ლიცენზიების გაცემის ტყის, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ნარჩენების მართვის, წყლის, სივრცითი დაგეგმვის და სხვა კანონმდებლობები.
საგარეო პოლიტიკა
- საქართველომ უნდა განაგრძოს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში საკუთარი ღირსეული წვლილის შეტანა ავღანეთში ნატოს-ს "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში" მონაწილეობით, არსებითი პაკეტის ფარგლებში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შესაძლებლობების განვითარება, ნატოსთან თავსებადობის ამაღლება და ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენება წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მისაღებად;
- საქართველოს სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენს, მიაღწიოს აშშ-თან თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას;
- საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია კეთილმეზობლური პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების შენარჩუნება და განმტკიცება რეგიონის ქვეყნებთან.
თავდაცვის პოლიტიკა
- სამხედრო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება და მათი ოჯახის წევრების სოციალური უზრუნველყოფა უნდა იქცეს პრიორიტეტად, რათა სამხედრო სამსახური საქართველოში კიდე უფრო მეტად პრესტიჟული და საზოგადოების თვალში მეტად დაფასებული გახდეს;
- ახლებურად არის ასაწყობი ეროვნული გვარდიის-რეზერვის სტრუქტურა და ფუნქციონირების მეთოდოლოგია, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ისრაელისა და შვეიცარიის წარმატებულ მაგალითზე დაფუძნებული ტოტალური და საყოველთაო ეროვნული თავდაცვის სისტემის ორგანიზებას;
- ჯარისკაცებისთვის მინიმალური ხელფასი 1 200 ლარი, ასევე წოდების სტაჟის და სპეციალობის მიხედვით 500 ლარამდე ზრდა.
უსაფრთხოების პოლიტიკა
- ჩვენი მთავარი ამოცანაა მშვიდობიანი გზით, ცივილიზებული სამყაროს დახმარებით, პოლიტიკური და დიპლომატიური მეთოდებით საქართველოს ძირძველი კუთხეების — აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი — "სამხრეთ ოსეთის" დეოკუპაცია;
- საქართველოს მიზანია მშვიდობიანი და კეთილმეზობლური ურთიერთობები დაამყაროს და განამტკიცოს ყველა ჩვენ მეზობელ სახელმწიფოსთან ერთმანეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპის განუხრელი დაცვით;
- საქართველომ გონივრულად უნდა გამოიყენოს გეოგრაფიული მდებარეობა მისი სატრანზიტო ფუნქციისა და შესაბამისად ეკონიმიკური სარგებლის გაზრდის თვალსაზრისით;
- საქართველომ უნდა განამტკიცოს ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველმყოფელი ის სტრუქტურები, (კონტრდაზვერვა და დაზვერვა), რომელიც ჩვენს რთულ რეგიონში შეძლებს უპასუხოს საქართველოს ეროვნული უშიშროებისათვის არსებულ ყველა აქტუალურ და სტრატეგიულ გამოწვევას;
- უნდა მოხდეს სუსის კომპლექსური რეორგანიზაცია მისი ეფექტიანობის მკვეთრი ამაღლებისა და სრული დეპოლიტიზაციის მიზნით;
- ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე ეფექტიანი და ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღების და მათი იმპლემენტაციის კონტროლის მიზნით უნდა აღდგეს დღეს ფაქტობრივად განადგურებული ეროვნული უშიშროების საბჭო.
ამავე თემაზე:
- ვაუჩერები სწავლისთვის და განათლების თავისუფლება — პრეზიდენტობის კანდიდატები განათლების პოლიტიკაზე
- სიმდიდრის გადასახადი, ნაკლები ბიუროკრატია და სხვა — რა ხედვა აქვთ საპრეზიდენტო კანდიდატებს ეკონომიკასა და დასაქმებაზე
- სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობის აღდგენა, დეოლიგარქიზაცია და სხვა — რას თვლიან კანდიდატები პრეზიდენტის ამოცანად
- პენსიის ზრდა 50 ლარით და სხვა დაპირებები — დავით ბაქრაძის საარჩევნო პროგრამა
- პრეზიდენტის სასახლის გაყიდვა და სხვა დაპირებები — ზურა ჯაფარიძის საარჩევნო პროგრამა
- ხალხური მედიცინა და სხვა დაპირებები — სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო პროგრამა
-
ჯუანშერ ბურჭულაძე: "მორალურ პასუხისმგებლობას და ფინანსურსაც, თუ იქნება, გავიზიარებ" ჯუანშერ ბურჭულაძე: "მორალურ პასუხისმგებლობას და ფინანსურსაც, თუ იქნება, გავიზიარებ"
გადახედვა
-
დარეგისტრირდი CODE IT-ზე — შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს დარეგისტრირდი CODE IT-ზე — შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს
-
რა განსხვავებაა პილატესსა და იოგას შორის? რა განსხვავებაა პილატესსა და იოგას შორის?
-
როცა ქვეყნის ყველაზე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტი პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ეწირება როცა ქვეყნის ყველაზე მაღალრეიტინგული უნივერსიტეტი პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ეწირება
გადახედვა
-
გუდაურში იტალიელი ტურისტი დაიღუპა გუდაურში იტალიელი ტურისტი დაიღუპა
გადახედვა
-
სიდნი სვინი მერილინ მონროს სტილში — მსახიობმა 73 წლის წინანდელი კაბა მოირგო სიდნი სვინი მერილინ მონროს სტილში — მსახიობმა 73 წლის წინანდელი კაბა მოირგო
გადახედვა
-
ვინ იყო სინამდვილეში ჯეფრი ეპსტინი? — მძიმე დანაშაულები და ელიტური წრეები ვინ იყო სინამდვილეში ჯეფრი ეპსტინი? — მძიმე დანაშაულები და ელიტური წრეები
გადახედვა
-
Tegeta Comfort — შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე Tegeta Comfort — შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
-
საქართველოს ბანკის ინიციატივით, ბიზნესებისთვის მაკკინზის და კოკრეას ვორქშოფები ჩატარდა საქართველოს ბანკის ინიციატივით, ბიზნესებისთვის მაკკინზის და კოკრეას ვორქშოფები ჩატარდა
-
თამთა მიქელაძე: სსკ-ში დაგეგმილი ცვლილებებით სამართალი იძენს ძალაუფლების კონსოლიდაციის მექანიზმის ნიშნებს თამთა მიქელაძე: სსკ-ში დაგეგმილი ცვლილებებით სამართალი იძენს ძალაუფლების კონსოლიდაციის მექანიზმის ნიშნებს
გადახედვა
-
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა საქმის გამოძიების განახლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა საქმის გამოძიების განახლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
გადახედვა
-
ზურაბ ჯაფარიძე: გგელას რამდენიმე წლით უპირებენ ციხეში გაშვებას, მხოლოდ იმის გამო რომ პოლიციელებს ეკამათებოდა ყოველ ჯერზე, როცა მათი მხრიდან უსამართლო და უკანონო ქცევას აწყდებოდა ზურაბ ჯაფარიძე: გგელას რამდენიმე წლით უპირებენ ციხეში გაშვებას, მხოლოდ იმის გამო რომ პოლიციელებს ეკამათებოდა ყოველ ჯერზე, როცა მათი მხრიდან უსამართლო და უკანონო ქცევას აწყდებოდა
გადახედვა
-
იხილეთ: Peaky Blinders-ის ფილმის ტრეილერი გამოვიდა იხილეთ: Peaky Blinders-ის ფილმის ტრეილერი გამოვიდა
გადახედვა
-
სილქ როუდ ჯგუფს დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო საქართველოში შემოჰყავს სილქ როუდ ჯგუფს დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო საქართველოში შემოჰყავს
-
დედისგან მიტოვებული მაკაკა სათამაშო მაიმუნს გვერდიდან არ იშორებს დედისგან მიტოვებული მაკაკა სათამაშო მაიმუნს გვერდიდან არ იშორებს
გადახედვა
-
სუხიშვილების და Beatles-ის დაპირისპირება — ილიკო სუხიშვილი ლეგენდარულ ისტორიას იხსენებს სუხიშვილების და Beatles-ის დაპირისპირება — ილიკო სუხიშვილი ლეგენდარულ ისტორიას იხსენებს
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას აანონსებს მიხეილ სარჯველაძე: ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზის გადამოწმებას აანონსებს
გადახედვა
-
აშშ-მა ბელარუსის დელეგაციას სამშვიდობო საბჭოს შეხვედრაზე დასასწრებად ვიზები არ მისცა აშშ-მა ბელარუსის დელეგაციას სამშვიდობო საბჭოს შეხვედრაზე დასასწრებად ვიზები არ მისცა
გადახედვა
-
პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული მომღერალი ხატია წერეთელი თავისუფალია პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული მომღერალი ხატია წერეთელი თავისუფალია
გადახედვა
-
აიღე თიბისის მოსწავლის ბარათი უფრო მარტივად, პირდაპირ მობაილბანკიდან აიღე თიბისის მოსწავლის ბარათი უფრო მარტივად, პირდაპირ მობაილბანკიდან
-
ჰანა მონტანას 20 წლის იუბილეზე სპეციალურ ეპიზოდს ვიხილავთ ჰანა მონტანას 20 წლის იუბილეზე სპეციალურ ეპიზოდს ვიხილავთ
გადახედვა
კომენტარები