პრეზიდენტის სასახლის გაყიდვა და სხვა დაპირებები — ზურა ჯაფარიძის საარჩევნო პროგრამა
ფოტო: გირჩი
გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურა ჯაფარიძის ხსენებაზე უმეტესობას მარიხუანის ფესტივალი, PornHub-ზე დადებული რეკლამა ან საარჩევნო "კუშები" ახსენდება. ამ ერთი შეხედვით პროვოკაციული ნაბიჯების მიღმა ცოტა ინტერესდება რეალურად, რას ჰპირდება ზურა ჯაფარიძე ამომრჩეველს.
გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო დაპირებები რამდენიმე ღირებულებას ეფუძნება, მათ შორისაა სამართლიანობა, თავდაცვისუნარიანობა, თავისუფლების დაცვა, ხარჯების შემცირება და მეტი გამჭვირვალობა. მისი საარჩევნო პროგრამა პრეზიდენტის სხვა უფლებამოსილებებსაც ფარავს და ამომრჩეველს ამ უფლებების გამოყენების საკუთარ გეგმას სთავაზობს.
On.ge ზურა ჯაფარიძის საარჩევნო პროგრამას უცვლელი სახით გთავაზობთ.
სამართლიანობა
- მსხვერპლის გარეშე არ არსებობს დანაშაული. საქართველოში მოქმედებს უამრავი კანონი, რომელიც უსამართლოა. სასამართლო სისტემა წლებია ვერ ასრულებს სამართლიანი მსაჯულის ფუნქციას;
- პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის შეწყალების უფლების არსებობას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი თუ მისი გამოყენება ხდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების მხრიდან ჩადენილი უსამართლობების გამოსასწორებლად;
- შევიწყალებ ყველას, ვინც სისტემამ უსამართლოდ დასაჯა — ყველას, ვინც სისტემამ ისეთი "დანაშაულისთვის" დასაჯა, სადაც მსხვერპლი არ არსებობს. მათ შორის, არსებულ ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში, არამხოლოდ საპატიმრო სასჯელი მოეხსნებათ, არამედ ყველა უფლება აღუდგებათ მათ, ვისაც ე.წ ნარკოდანაშაულის გამო სახელმწიფომ ჩამოართვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო თუ პედაგოგიური საქმიანობის უფლება, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება თუ პასიური საარჩევნო უფლება.
თავდაცვისუნარიანობა
- კეთილდღეობის მაღალი დონის მიღწევა შეუძლებელია უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე. მიუხედავად იმისა, რა დრო დასჭირდება ქვეყანას უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების მიღებისთვის, იქნება ეს ნატო თუ ორმხრივი შეთანხმება სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოს ნებისმიერ შემთხვევაში სჭირდება საკუთარი თავდაცვისა და უსაფრთხოების მაქსიმალურად მოკლე ვადაში უზრუნველყოფა. ეს, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს თავდაცვისთვის სათანადო რესურსების გამოყოფას;
- როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაური და საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ თავდაცვის დაფინანსება გაორმაგდეს მომავალი 5 წლის განმავლობაში;
- სავალდებულო სამხედრო სამსახური არის სახელმწიფოს მიერ დაკანონებული მონობა და არაფერი აქვს საერთო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან. პრეზიდენტის ბრძანებულებებით გავაუქმებ ყველა მთავრობის დადგენილებას სავალდებულო გაწვევასთან დაკავშირებით, რითიც ეფექტურად მოხდება ამ სამარცხვინო სისტემის ფაქტობრივი გაუქმება.
თავისუფლების დაცვა
- არ არსებობს კეთილდღეობა თავისუფლების გარეშე. სწრაფი განვითარებისთვის აუცილებელია, როგორც ეკონომიკური ისე პიროვნული თავისუფლების მაღალი ხარისხი — მეტი თავისუფლება;
- თავისუფლების დაცვის მიზნით ვეტოს დავადებ ნებისმიერ კანონპროექტს, რომელიც მიმართული იქნება თავისუფლების შეზღუდვისკენ და პირადად დავიცავ ყველა ვეტოს საქართველოს პარლამენტში;
- მეტი თავისუფლების მოპოვების მიზნით, პრეზიდენტის ინსტიტუტის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრებ თავისუფლების შემზღუდავ კანონებს, რომელთა გასაჩივრებაც არ შეუძლიათ რიგით მოქალაქეებს.
ხარჯების შემცირება
- დიდი ბიუროკრატია და გაბერილი სამთავრობო ხარჯები არა მხოლოდ კორუფციის ძირითადი მასაზრდოებელია, არამედ ნაკლები თავისუფლების მთავარი ინდიკატორი და სწრაფი განვითარების მნიშვნელოვანი მუხრუჭიცაა;
- პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი წელიწადში 10 მილიონი ლარია. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი - 5 მილიონი ლარი. ნავარაუდევია, რომ მომავალი 6 წლის განმავლობაში პრეზიდენტი დახარჯავს მინიმუმ 90 მილიონ ლარს. შევკვეც პრეზიდენტის ადმინისტრაციის და სარეზერვო ფონდის ბიუჯეტებს და მომავალ 6 წელში დავზოგავ მინიმუმ 75 მილიონ ლარს;
- 21-ე საუკუნეში სრულიად არაადეკვატურია პრეზიდენტს ან ნებისმიერ საჯარო მოხელეს გააჩნდეს ასეთი მასშტაბის საპრეზიდენტო სასახლე, როგორიც აქვს საქართველოს პრეზიდენტს. ეს სასახლე არის გასაყიდი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნდა გადავიდეს ბევრად მოკრძალებულ და მკაცრად სამუშაო გარემოში;
- პრეზიდენტი აწერს ხელს ყველა კანონს, მათ შორის ბიუჯეტის კანონს. ყველა ბიუჯეტის კანონს, ისევე როგორც ცვლილებას ბიუჯეტის კანონში, დავადებ ვეტოს და მთავრობასა და პარლამენტს მოუწევთ ჯერ თითოეული თეთრის აუცილებლობის საჯაროდ დადასტურება, ხოლო შემდეგ ვეტოს დაძლევა.
მეტი გამჭვირვალობა
- ხელისუფლება ბოროტად სარგებლობს მოქალაქეებისა და მედიის ზედაპირული წარმოდგენით ეკონომიკისა და სახელმწიფოს მუშაობის ელემენტარულ პრინციპებზე, და წარმატებით ახერხებს გაექცეს პასუხისმგებლობას. აქედან გამოსავალი არის მეტი გამჭვირვალობა და კომპეტენციის თამასის აწევა;
- თვეში ერთხელ შევხვდები რომელიმე მინისტრს და ფეისბუკლაივში გავესაუბრები მისი პასუხისმგებლობის სფეროში არსებულ პრობლემებზე, მიზნებზე, ხედვებსა და ხარჯებზე;
- თვეში ერთხელ გავმართავ პრესკონფერენციას მედიის წარმომადგენლებისთვის და ვუპასუხებ ნებისმიერ კითხვას ნებისმიერ თემაზე.
- თვეში ერთხელ მექნება ფეისბუკლაივი და ვუპასუხებ ნებისმიერი მოქალაქის ნებისმიერ კითხვას.
სხვა უფლებამოსილებები
საქართველოს პრეზიდენტს გააჩნია სხვა უფლებამოსილებებიც, რომლებთან მიმართებაშიც რთულია კონკრეტული დაპირების გაცემა, მაგრამ მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის გასაგები იყოს, რა ტიპის მოტივაციით იქნება განპირობებული ჩემი გადაწყვეტილებები. ასე მაგალითად:
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის წარდგენა
ვინაიდან, პრეზიდენტის უფლებამოსილებას სცდება ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკის სისტემის ცვლილება, წარვადგენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ხელს შეუშლიან ეროვნული ბანკის მთავრობასთან შეთანხმებულ მავნებლურ მონეტარულ პოლიტიკას, ანუ, ადამიანებს, რომლებიც მხარს არ დაუჭერენ ინფლაციას, რეფინანსირების სესხების გაცემას და ამით მთავრობისა და კომერციული ბანკების უპასუხისმგებლობის წახალისებას.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წევრის დანიშვნა
დავნიშნავ ისეთ ადამიანს, რომელიც არასოდეს წავა თავისუფლების იდეის წინააღმდეგ და რომელიც უბრალოდ იქნება სასამართლო სისტემიდან ამბის გამომტანი, რადგან მეტის გაკეთება არსებულ რეალობაში უბრალოდ შეუძლებელია.
სხვა ქვეყნებში საქართველოს ელჩების დანიშვნა
არ ვაპირებ რაიმე ფორმით ხელი შევუშალო საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვიტოს, ვინ უნდა წარმოადგენდეს საქართველოს ამა თუ იმ ქვეყანაში, თუ წარმოდგენილი ადამიანი არ იქნება დეკლარირებული ფაშისტი, ქსენოფობი, ჰომოფობი ან კოლაბორაციონისტული ხედვების მატარებელი.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნა
ისევე როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემთხვევაში, დავნიშნავ ისეთ ადამიანს, რომელიც არასოდეს წავა თავისუფლების იდეის წინააღმდეგ და რომელიც იქნება საკონსტიტუციო სასამართლოდან ამბის გამომტანი, მათ შორის განხილულ საქმეებზე განსხვავებული აზრის ჩამოყალიბების გზით, რადგან მეტის გაკეთება არსებულ რეალობაში უბრალოდ შეუძლებელია.
მთავრობის წარდგინებით პარლამენტისთვის ასარჩევად ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრობის კანდიდატების წარდგენა
არ ვაპირებ ასეთი ადამიანების წარდგენას, რადგან ვთვლი, რომ მარეგულირებლები გასაუქმებელია და ადამიანები რომლებიც ამ სტრუქტურებში მრავალათასიან ხელფასებს იღებენ, სახლში არიან გასაშვები.
სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭება
წარმოდგენა არ მაქვს, ვინ შეიძლება დავაჯილდოვო, მომავალში ვიფიქრებ ამაზე, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად არ გამოვიყენებ ამ ინსტრუმენტს ცნობილი ადამიანების გულის მოსაგებად.
რეფერენდუმის დანიშვნა
200 000 ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში დავნიშნავ რეფერენდუმს ნებისმიერ საკითხზე, რომელიც არ იქნება მიმართული ადამიანის თავისუფლების შეზღუდვისკენ.
კიდევ რაზე დახარჯავს დროს ზურა ჯაფარიძე
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის თანახმად წარმოადგენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში, გარდა სტანდარტული საქმეებისა, ვაპირებ დროის ნაწილი დავხარჯო შემდეგი ორი პროექტის განხორციელებაზე:
- ეკონომიკის განვითარებისთვის ვაჭრობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. საქართველოს უკვე აქვს მეტ-ნაკლებად თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები თანამედროვე სამყაროს მნიშვნელოვან ბაზრებთან. თუმცა არ გვაქვს თავისუფალ ვაჭრობაზე ხელშეკრულება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან. საპრეზიდენტო ვადაში ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ასეთი ხელშეკრულება გაფორმდეს, რაც უდიდესი მნიშვნელობის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით. იგივეს გაკეთებას ვეცდები ყველა სხვა ქვეყანასთან მიმართებაშიც;
- სამყაროს მომავალი არის ციფრული. ეს მომავალი მნიშვნელოვან გამოწვევებს და შესაძლებლობებს წარმოშობს კაცობრიობისთვის ბევრი მიმართულებით. მე მჯერა, რომ ქვეყანა, ერი, საზოგადოება, რომელიც უფრო ახლოს იქნება ციფრული ტექნოლოგიების ყველაზე თანამედროვე მიღწევებთან, უფრო ეფექტურად შეძლებს, ერთი მხრივ, გაუმკლავდეს მომავლის გარდაუვალ გამოწვევებს, ხოლო, მეორე მხრივ, ყველაზე სწრაფად გამოიყენოს აქამდე წარმოუდგენელი და ახლად გაჩენილი შესაძლებლობები. ყველანაირად შევეცდები გამოვიყენო ქვეყნის პრეზიდენტის სტატუსი იმისათვის, რომ საქართველოში გაჩნდეს ქართული Sillicon Valley, სადაც წარმოდგენილი იქნებიან ციფრული ტექნოლოგიების თანამედროვე გიგანტები.
-
“ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას” — POG ვიდეოს აქვეყნებს “ელიზბარაშვილი იყო შეიარაღებული და ცდილობდა რესტორანში შეჭრას” — POG ვიდეოს აქვეყნებს
გადახედვა
-
OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra OpenAI-მ "მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი და უსაფრთხო მოდელი" წარადგინა — GPT-6 Astra
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილს ციხეში მოწამვლისა და შესაძლო ლიკვიდაციის ეშინია სააკაშვილი წერს, რომ ღარიბაშვილს ციხეში მოწამვლისა და შესაძლო ლიკვიდაციის ეშინია
გადახედვა
-
მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად? მსოფლიოს N1 იუთუბერი Google-ის ახალი სახე გახდა — რას გეგმავს MrBeast ტექგიგანტთან ერთად?
გადახედვა
-
რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები რუსთაველის გამზირზე ყოფილი კავშირგაბმულობის სახლის დემონტაჟი მიმდინარეობს | ფოტოები
გადახედვა
-
OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra? OpenAI ახალი AI მოდელისთვის უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს — ამდენად მძლავრია Astra?
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე? როგორ მოქმედებს ჩაი და ყავა ქალების ძვლების ჯანმრთელობაზე?
გადახედვა
-
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონის გახსნამდე ისტორიულ მამულში პრესკონფერენცია გაიმართა
-
ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა? ქვიზი: ფილოსოფოსმა თქვა თუ სელებრითმა?
-
OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს OC Media: მოქანდაკე ლევან ბუჯიაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მისი 21 მინიატურული ქანდაკება მოიპარეს
გადახედვა
-
კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს კვანტური ექსპერიმენტისას მეცნიერებმა "ნეგატიური დრო" გაზომეს
გადახედვა
-
შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს შესაძლოა, მეცნიერებმა ბნელი მატერიის პირველი პირდაპირი კვალი დააფიქსირეს
გადახედვა
-
მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის — საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
-
BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო BSP: ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა საწარმომ სრულად არარუსული ნედლეულის გადამუშავება დაიწყო
გადახედვა
-
ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს ოსკარის დაჯილდოებაზე საქართველო ლევან კოღუაშვილის ფილმს — გურიას წარადგენს
გადახედვა
-
სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება სომხეთისა და ირანის საზღვარზე "გამარტივებული საბაჟო დერეფანი" ამოქმედდება
გადახედვა
-
დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი ადგილი თოვლით დაიფარა
გადახედვა
-
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ემი დიაზი ლუგარის ცენტრს ეწვია
გადახედვა
-
ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა ნინო წილოსანის აზრით, ირაკლი ღარიბაშვილი ნიკა გვარამიას წაქეზებით მოქმედებდა
გადახედვა
-
თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში? თევზეული გაძვირდა 18.1%-ით, ხორცი — 9.8%-ით, ზეთი — 7.8%-ით — რა გაძვირდა და რა გაიაფდა აგვისტოში?
გადახედვა
-
"თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა "თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთს" გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებით JCB-ს პრესტიჟული ჯილდო გადაეცა

კომენტარები