ქალთა საფეხბურთო ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ლატვიის ნაკრები 2-0 დაამარცხა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, გოგოები გამარჯვებამდე პირველ ტურში დამარცხდნენ და შემდეგ ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ შვედეთის ნაკრებთან ფრედ 1-1 ითამაშეს.

ფედერაციაში ამბობენ, რომ გოგოების ნაკრებმა ამ გამარჯვებით პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში გასვლის რეალური შანსი მოიპოვა.