Reuters-ის ცნობით, საბერძნეთში ათენთან ახლოს კუნძულ აეჯინასთან ჩქაროსნული ნავით სეირნობისას 3 ადამიანი გარდაიცვალა. მძიმედაა დაშავებული კიდევ სამი ადამიანი.

სანაპირო დაცვის განცხადებით ბორტზე სულ 20 ტურისტი იმყოფებოდა. როგორც ცნობილია ნავი კუნძულს შეეჯახა, თუმცა მიზეზი უცნობია.