ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას რუსეთისათვის ტერიტორიების "ჩაბარებაში" ადანაშაულებს
ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge
მმართველი პარტია ქართული ოცნება საქართველოს ტერიტორიების დაკარგვაში ნაციონალურ მოძრაობას ადანაშაულებს. პარტიის გენერალური მდივანის, კახა კალაძის განცხადებით, ნაციონალურმა მოძრაობამ ოკუპირებული რეგიონები რუსეთს თავად ჩააბარა. ამის შესახებ კალაძემ პარტიის საგანგებო შეკრების შემდეგ ისაუბრა.
"როგორც საყოველთაოდ ცნობილია, ამ რეჟიმის ყველაზე მძიმე დანაშაულები იყო ძალადობა, კორუფცია, მედიის თავისუფლების ტოტალური შეზღუდვა, რუსეთისთვის ჩვენი ისტორიული რეგიონის ჩაბარება", — განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერმა ასევე ისაუბრა მმართველი პარტიის მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის კრიტიკაზეც. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა ღალატს აბრალებს და აკრიტიკებს იმ ადამიანს, ვინც რუსეთის ჯარები გაიყვანა საქართველოდან, როცა ეს ჯარები თავად შემოიყვანეს ქვეყანაში.
"ამ პოლიტიკურმა ძალამ თავისი ავანტურისტული თუ მოღალატეობრივი ქმედებებით მისცა რუსეთს შესაძლებლობა, აესრულებინა დიდი ხნის წადილი და განეხორციელებინა აფხაზეთისა და ცხინვალის სრული ოკუპაცია", — აღნიშნა კალაძემ.
სალომე ზურაბიშვილის აქტიური კრიტიკა მას შემდეგ დაიწყო, რაც მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში საომარი მოქმედებები საქართველომ დაიწყო.
სალომე ზურაბიშვილი აგვისტოს ომზე
ზურაბიშვილმა ტოქ-შოუ რეაქციაში 2008 წლის ომზე საუბრისას განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ თავისი მოსახლეობა დაბომბა, რაც ფაქტებითაა დასაბუთებული.
"ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია. ჩვენ მეორე დღეს როგორ უნდა ვთქვათ, რომ ამ ქვეყნის მთლიანობა გვინდა? მე მინდა მთლიანობა ამ ქვეყნის და არ მინდა, რომ პრეზიდენტმა დაბომბოს თავისი ტერიტორია და ქალაქები", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე რა გავლებას მოახდენს მისი განცხადებები საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა:
"მე ხომ არ ვამბობ, რომ რუსეთმა არ დაგვბომბა? პირობას გაძლევთ, რომ ჩემს წინააღმდეგ და საქართველოს წინააღმდეგ ამას ვერავინ გამოიყენებს, რადგან დიპლომატია კარგად ვიცი და ვიცი, საერთაშორისო დონეზე როგორ უნდა მოვიქცე".
კითხვა, თუ ვინ დაიწყო ომი, საქართველომ თუ რუსეთმა, სალომე ზურაბიშვილს პირველად მაშინ დაუსვეს, როცა მან საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა წარადგინა.
"ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა, ჩვენ იმ დროს ჩავერთეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში, საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების. ეს არის ყველასთვის ცნობილი და ოფიციალური ვერსია, რასაც ევროკავშირი ადასტურებდა, ჩვენ ამას არ გადავხედავთ", - თქვა ზურაბიშვილმა.
ჟურნალისტებმა იგივე კითხვა რამდენჯერმე ისევ გაუმეორეს, თუმცა ზურაბიშვილმა პასუხი არ გასცა.
2016 წელს კი ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის ოკუპანტის სტატუსის მინიჭება საქართველოს ყველამხრივ ბლოკავს.
"ეს ჩვენი შეზღუდვაა, რადგან ქვეყანა, რომელსაც არ შეუძლია, არ აპირებს სამხედრო გზით [მოქმედებას], ვერ ვიტყვით უარს დიპლომატიურ გზაზე. რომ ეს დიპლომატიურ გზა არ არის დათმობის გზა, რომ აქ უნდა იყოს ჯებირები. რომ ამ გზაზე არ შეიძლება დადიოდნენ ოპოზიციონერები. ეს დიპლომატიური გზა შიგნით კარგად უნდა იყოს შეთანხმებული, ყველა პარტიის კონსესუსი უნდა იყოს".
-
რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება რა შემთხვევაში შეწყვეტს უკრაინა რუსეთის ნავთობის ობიექტებზე დარტყმებს — ზელენსკის განმარტება
გადახედვა
-
უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს უკრაინული დრონების თავდასხმის გამო Yandex-ის აპლიკაციები და სერვისები შეფერხებით მუშაობს
გადახედვა
-
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
გადახედვა
-
ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ" ანდრეი სიბიგა: "ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა აქვს და გადაწყვეტილების მიღების უფლებაც სწორედ მათ აქვთ"
გადახედვა
-
გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ" გარი კასპაროვი: "ალბათ მომავალ წელს ნობელის პრემიას ჰამასის ბომბების დამამზადებელს გადასცემენ"
გადახედვა
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე პაველ ჰერჩინსკი: არ გჭირდებათ არჩევანის გაკეთება ქართველობასა და ევროპელობას შორის. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ორივე
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით ირაკლი კობახიძე: უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც რუსეთის მიმართ სანქციებს არ შევუერთდით
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა ირაკლი კობახიძე: ჩვენ უკეთ გვესმის, რა არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები. ევროპაში დაიკარგა ამის სწორი აღქმა
გადახედვა
-
ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა ღვინო, Coca-Cola, "ნაბეღლავი"... — რუსეთში ქართული წარმოების სასმელების ნაწილის იმპორტი დროებით აკრძალა
გადახედვა
-
ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ეროვნული ბანკი შპს "ბიტექსჩეინჯის" დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტზე შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის თქმით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
კომენტარები