ფხენიანის სამიტი — ბირთვული განიარაღების კიდევ ერთი შეთანხმება
ფოტო: Getty Images
ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში კიმ ჩენ ინისა და მუნ ჯეი ინის კიდევ ერთი სამიტი გაიმართა. შეთანხმება ბირთვული განიარაღების შესახებ შეხვედრის მთავარი შედეგია.
დოკუმენტის შინაარსის შესახებ ლიდერებმა საერთო პრესკონფერენციაზე ისაუბრეს. ჩრდილოეთ კორეა მზადაა, იონბენეში თავისი ძირითადი ბირთვული პოლიგონი გაანადგუროს, თუ აშშ ადრე მიღწეულ შეთანხმებას დაიცავს. მათ ასევე, განაცხადეს, რომ საბოლოოდ გაანადგურეს ტონჩხანში სარაკეტო პოლიგონი. ფხენიანი მზადაა, რომ ტონჩხანში უცხოელი დამკვირვებლები შეუშვას, რათა დემონტაჟში დარწმუნდნენ.
იონბენეს ბირთვული პოლიგონის განადგურების შეთანხმებას კიმ ჩენ ინმა და დონალდ ტრამპმა ივნისში საერთო სამიტზე მიაღწიეს.
ჩრდილოეთ კორეა და სამხრეთ კორეა შეთანხმდნენ, რომ საზღვართან, დემილიტარიზებულ ზონაში სამხედრო სწავლებასა შეწყვეტდნენ. იგეგმება, რომ ყვითელ ზღვაში შეიქმნას ბუფერული ზონა, სადაც სამხედრო-საზღვარო წვრთნები არ ჩატარდება.
გარდა ამისა, ორივე კორეა 2018 წლის მსგავსად ოლიმპიადებზე საერთო გუნდით იასპარეზებს. ისინი, ასევე, 2032 წლის ოლიმპიადის ჩატარებისთვის ერთად იბრძოლებენ.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ მზადაა სეულს უახლოეს დღეებში ეწვიოს. ეს იქნება ისტორიაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერის პირველი ვიზიტი სამხრეთ კორეის დედაქალაქში. მათ, ასევე თქვეს, რომ სურთ კორეის ნახევარკუნძული ბირთვული იარაღის გარეშე "მშვიდობიან მიწად" აქციონ.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტი, მუნ ჯეი ინი ჩრდილოეთ კორეაში 18 სექტემბერს ჩაფრინდა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სამხრეთ კორეის ლიდერი ფხენიანს ეწვია. აქამდე ისინი ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ. მათი პირველი შეხვედრა ამ წელს, აპრილის ბოლოს ორივე სახელმწიფოს საზღვარზე ჩატარდა. მაშინ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა პირველად გადალახა ფეხით საზღვარი და სამხრეთ კორეის პრეზიდენტს მიესალმა.
ამას შემდგომში მოჰყვა კიმ ჩენ ინის შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან. მათი მოლაპარაკების მთავარი თემა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული განიარაღება იყო.
-
ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს ისტორიაში პირველად, კვანტური სპინებით სანტიმეტრის ზომის ობიექტი გადააადგილეს
გადახედვა
-
რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას რომან გოცირიძე: დაუდგები რუსეთს მუხლებზე? მოგთხოვს ხოხვას
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე ევროპის დღეზე ჯგუფ "გამოუვალი მდგომარეობის" მიწვევას გამოეხმაურა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ ირაკლი კობახიძე: აბსოლუტურად რაციონალური და პრაგმატული, სწორი, უალტერნატივო გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც არ შევუერთდით სანქციებს რუსეთის მიმართ
გადახედვა
-
დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით დიდი ბრიტანეთის მთავრობა: შევინარჩუნებთ რუსეთზე ზეწოლას ყველაზე მძიმე სასანქციო რეჟიმით
გადახედვა
-
ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია ტრამპმა რუსული დიზელის იმპორტის შესახებ შეთანხმება დააანონსა — ზელენსკის შეფასებით, ეს პუტინისთვის მიძღვნილი საჩუქარია
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა გიორგი დავითაძის დედა: ვაგრძელებ ბრძოლას და რა თქმა უნდა, საქართველოში არა
გადახედვა
-
გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა გიორგი დავითაძის ადვოკატი პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას გამოეხმაურა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა დააკავეს პირი, რომელმაც მოქალაქეს არარსებული ბინა მიჰყიდა და $13 500-ს მოტყუებით დაეუფლა
გადახედვა
-
პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა პანამაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა პროკურატურის ცნობით, გიორგი დავითაძის მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე გამოძიება შეწყდა
გადახედვა
-
დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა დრონებით თავდასხმის ფონზე, მოსკოვის ოთხივე აეროპორტმა ფრენებზე დროებითი შეზღუდვები დააწესა
გადახედვა
-
"საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს "საკონცენტრაციო ბანაკში ვარ" — ნანა სანდერი ციხეში არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს
გადახედვა
-
ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს ComCom: კომისიას არ აქვს არავითარი სია, რომლის მიხედვითაც მაუწყებლების სანქცირებას ახდენს
გადახედვა
-
კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება კაია კალასი აშშ-ის მიერ სიახლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქცირებას ეხმაურება
გადახედვა
-
აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა აშშ-მა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა სებ-ის გადაწყვეტილებით ნანა ყეინიშვილი საბჭოს საქმიანობას დროებით ჩამოშორდა
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი სალომე ზურაბიშვილი: ნანა ყეინიშვილის 84 ხმით დამტკიცება იყო "ქართული ოცნების" გააზრებული პოლიტიკური არჩევანი
გადახედვა
-
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
გადახედვა
-
2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა 2026 წლის 9 თვის განმავლობაში 36 354 მართვის მოწმობა გაიცა
გადახედვა
-
რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან რა როლი აქვს AI-ს ბიოლოგიაში და რა უნდა ვიცოდეთ ვირტუალურ უჯრედებზე — ინტერვიუ ილია ყიფშიძესთან
გადახედვა

კომენტარები