შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ბრალდება 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პოლიციამ 1978 წელს დაბადებული პირი იმ დროს დააკავა, როდესაც იგი გარდაბნის ტერიტორიაზე ტაქსით გადაადგილდებოდა.

"სამართალდამცველებმა, დაკავებული ქალის პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული 21,76 გრამი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" ნივთმტკიცებად ამოიღეს", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.