მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი 40 წლის ასაკში თბილისში, დოლიძის ქუჩაზე გარდაცვლილი იპოვეს. მიზეზი უცნობია.

როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მსახიობის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ზუზუ ბეჟაშვილი ერთ-ერთ როლს ასრულებდა სერიალში ჩემი ცოლის დაქალები. ასევე თამაშობდა ფილმებში გოგონა სლაიდიდან და ფარაჯანოვი.