Echowaves-მდე 10 დღე დარჩა: გაიგეთ, როგორ მოხვდეთ ანაკლიაში და ნახეთ ფოტოები ადგილიდან
მართალია, ზაფხულის დასრულების სევდა სულ ცოტათი უკვე შემოგვეპარა, მაგრამ აგვისტოს საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინაა. 23-26 აგვისტოს ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Echowaves გაიმართება და ისეთ არტისტებს უმასპინძლებს, როგორებიც არიან: Die Antwoord, Tricky, Solomun, Ben Klock, Marcel Dettmann, Juan Atkins, Function, Kayakata, Woo York, Henrik Schwarz, Antigoe, DJ TENNIS, Greenbeam & Leon და სხვ.
თუ არაჩვეულებრივი მუსიკა საკმარისი არაა, უბრალოდ გადახედეთ ფოტოებს საფესტივალო ტერიტორიიდან, სადაც დიდი მზადება მიმდინარეობს.
დავიწყოთ ადგილით: ზღვა, მზე, სიმწვანე...
მზადების პროცესი
კარგი, ფოტოები ვნახე, ლაინაფი ვნახე, მაგრამ როგორ მოვხვდე ანაკლიაში და როგორ დავბრუნდე უკან?
ამ გზას თუ მიჰყვებით, პირდაპირ სარეგისტრაციო პუნქტთან მოხვდებით
თბილისი – ანაკლია:
დილის 9:00 საათზე ანაკლიის მიმართულებით გავა Georgian Bus-ის ავტობუსი.
გასვლის ადგილი: ვარდების მოედანი, ველოსიპედთან.
ერთი გზა: 30 ლარი
ორმხრივიბილეთი: 50 ლარი
ზუგდიდი – ანაკლია:
დამატებითი ტრანსპორტი ზუგდიდი – ანაკლიის მიმართულებით:
სამარშრუტო ტაქსი 24 საათის განმავლობაში.
23 აგვისტოს 12:00 საათიდან – 27 აგვისტომდე.
შეხვედრის ადგილი ზუგდიდში: ე.წ. სვანეთის გარაჟი
ჩასვლის ადგილი ანაკლიაში: სარეგისტრაციოპუნქტი
ბათუმი – ანაკლია:
დილის 9:00 საათზე ანაკლიის მიმართულებით გავა Georgian Bus-ის ავტობუსი.
გასვლა სასტუმრო “რედისონის” მიმდებარე ტერიტორიიდან.
ერთი გზა: 25 ლარი
ორმხრივი ბილეთი: 40 ლარი
კიდევ რა უნდა ვიცოდე, რომ გართობისთვის სრულ მზადყოფნაში ვიყო?
კარვების შესახებ:
მთავარ სცენასთან რამდენიმე ასეულ მეტრში კარვების ზონა მოეწყობა, სადაც სტუმრები 6 დღის განმავლობაში შეძლებენ დარჩენას. ტერიტორიაზე 600 კარავი დაიდგმება და 1200 ადამიანის დატევას შეძლებს. კარავი ორ ადამიანზე იქნება გათვლილი და მისი ფასი 250 ლარია.
ფასი მოიცავს:
- ერთ კარავს მაქსიმუმ 2 ადამიანისთვის (200x200x135სმ)
- ერთ გასაბერ მატრასს (152x200x22სმ)
- ბალიშს
- 2 საბანს
- 2 საძილე ნიღაბს
- 2 წყვილ ყურის საცობს.
უფასო სერვისები კარვების ზონაში: დაცული ტერიტორია, საცავები (შეგიძლიათ შეინახოთ ზურგჩანთები), ტუალეტი, შხაპი, ტელეფონის დასატენი სადგური, საჩრდილობელი, კარვების ზონის ბარი.
Check In: 22 აგვისტო, 13:00
Check Out: 27 აგვისტო, 18:00
და თუ ბილეთი ჯერ არ მიყიდია?
დღიური ბილეთებისა და სრული აბონემენტის შესახებ ინფორმაციას შეგიძლია აქ გაეცნო.
მოლოდინის შესაქმნელად კი სხვა სტატიებსაც შეგიძლია გადახედო:
- გაერთე უსაფრთხოდ - Echowaves-ის სტუმრებზე რამდენიმე ორგანიზაცია იზრუნებს
- როგორი იქნება ასაკთან დაკავშირებული კონტროლი Echowaves ფესტივალზე
- ფოტოები: რა დატვირთვა აქვს TAIYO სცენას Echowaves-ზე და რომელ მუსიკოსებს მოუსმენთ აქ
- რა ეღირება Echowaves-ის დღიური ბილეთები და სრული აბონემენტი
- ფოტოები: როგორ გამოიყურება Echowaves-ის ფესტივალზე EYE Stage
- Echowaves ფესტივალის ლაინაფს Eye Stage-იც აანონსებს
- რა პროგრამით წარდგება კლუბი KHIDI Echowaves ფესტივალზე - ინტერვიუ ალექსანდრე გაბრიჩიძესთან
პროექტი პოპულარული სერბული ფესტივალის EXIT-ის ქოლგის ქვეშ ხორციელდება და მისი მხარდამჭერია Check in Georgia.
კომენტარები