7 ფაზა, რომელსაც კუმისელი მოჩვენება გადის, ვიდრე გოგოს მიუკაკუნებს
კუმისელი მოჩვენება, რომელიც ბოლო რამდენიმე კვირაა სხვადასხვა სოფლის მაცხოვრებლებს ძილს უფრთხობს, ერთი შეხედვით უშიშარი და ეპატაჟური პერსონაჟია. თუმცა, ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ ის უბრალოდ ინტროვერტი სულია, რომელიც სააქაოსთან კონტაქტის შენარჩუნებას ცდილობს.
კუმისელი მოჩვენება არც ისე გაბედულია, როგორც თქვენ გგონიათ. სინამდვილეში, ეს გამოცხადებები ერთ-ერთი იმ ფაზათაგანია, რომელსაც ის გადის, ვიდრე მიუკაკუნებს გოგოს, რომელიც მას მოსწონს.
მაშ ასე, წარმოგიდგენთ 7 ფაზას, რომელთა წაკითხვის შემდეგაც, კუმისელ მოჩვენებას აუცილებლად გაუგებთ:
1. სიკვდილის ფაზა
ცხადია, იმისთვის რომ მოჩვენება მოჩვენებად იქცეს და კარზე მიკაკუნების სურვილი გაუჩნდეს, ჯერ უნდა მოკვდეს. რა ხერხით ამას მნიშვნელობა არ აქვს.
სიკვდილის დადგომის შემდეგ, მოჩვენება კატეგორიულ უარს ამბობს გვირაბიდან გამონათებულ შუქში შესვლაზე. ცხადია, ეს მეთოდი მხოლოდ მაშინ მუშაობს, თუ სული კეთილია და გვირაბის ბოლოს სინათლეა და არა ცეცხლის ალი.
სიკვდილის შემდეგ მოჩვენება ეძებს ახლობელ სულებს, რადგან მას სმენია, რომ ამ დროს მოდიან ნათესავები, მეგობრები და ის გოგოები, რომლებმაც დააფრენდზონეს. მაგრამ სამწუხაროდ ეს ყველაფერი ტყუილი აღმოჩნდება და ის სინანულით დაჰყურებს თავის გვამს, რომელიც ძალიან ცუდად გამოიყურება და შედეგად მოჩვენების თვითშეფასება ჯოჯოხეთის მეშვიდე წრემდე ვარდება.
2. ძიების ფაზა
ღამით სეირნობისას ან ძილში, ან თუნდაც სოფელში ჰამაკში წამოწოლილებს, უ-უ-უუუუუუ ხმები ხომ გაგიგიათ? ეს არის ხმა, რომელსა კუმისელი მოჩვენება (და არც ერთი სხვა) გამოსცემს მაშინ, როცა აქეთ-იქით დაძრწის და ეძებს.
ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ფაზაა, რადგან კუმისში ძალიან ბევრი სახლია და ჯერ სიკვდილის ადგილიდან სოფლამდე - მისვლა, ხოლო ამდენ სახლში იმ გოგოს მოძებნა საერთოდ წარმოუდგენელი საქმეა. მართალია, მას კედლებსა და გალავნებში გასვლა შეუძლია, მაგრამ სათითაოდ ჩამოვლა და სასურველი სახლის პოვნა და მით უმეტეს როცა პატრული გეძებს, ვიღაც ქალები კივიან და ნოკია გირეკავს, ერთობ ძნელი და რთული საქმეა.
ამ ფაზაში მოჩვენებას ყველა ღობეზე გადაძრომა, კიბეებზე აპარვა და ფანჯრებში შეხედვა უწევს. ამ დროს, ის, შეიძლება ვინმემ დაინახოს და წიოკი ატეხოს, რის შედეგადაც საწყალ მოჩვენებას გაქცევა და ტყეში დამალვა უწევს (სწორედ ამ ფაზას გადიოდა მოჩვენება, როცა მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა).
3. განმარტოების ფაზა
მაშინ, როცა ქართული მედია და პოლიცია ეზო-ეზო დადის, მოსახლეობას ჩვენებას ართმევს, მკითხავები და ექსტრასენსები კუმისს თავიანთ მექად აცხადებენ, ჩვენი მოჩვენება მოწყენილი ზის ტყეში და ცდილობს ეგზისტენციალურ კრიზისს ებრძოლოს.
ამ დროს მას აწუხებს შემდეგი საკითხები:
- "რატომ ვარ აქ?" - ამ დროს ახსენდება, რომ სადღაც იქვე მისი გვამი გდია და პასუხი სახეზეა.
- "სიკვდილის მერე სიცოცხლე არსებობსო და სიცოცხლეა ახლა ეს?"
- "აქეთ წამოსული ბევრი, რო უნახავთ და უკან დაბრუნებული არავინ, სად არიან აბა ეგ ბევრნი?"
- "40 დღე კიდე აქ უნდა ვიყო?"
- "მამაჩემის მამასთან მაინც წავსულიყავი".
და სხვა.
4. მარილის მოხვეტის ფაზა
განმარტოების ფაზას გააქტიურება მოჰყვება. ეგზისტენციალურ ჩიხში შესულ კუმისელ მოჩვენებას პოლტერგეისტული მისწრაფებები უჩნდება და თავს ვეღარ აკონტროლებს.
ის იღებს რადიკალურ გადაწყვეტილებას, მივიდეს ყველა ეზოსთან, კართან, მარანთან და სარდაფთან და იქ მიმობნეული მარილი გადაფანტოს.
თუმცა მას ერთი რამ ავიწყდება, კუმისელებმა არ იციან, რომ მარილი მოჩვენებებს აკავებს. შეიძლება იციან კიდეც, მაგრამ ჯერჯერობით არავის გახსენებია.
გაბრაზებული კუმისელი მოჩვენება სოფლისკენ მიშრიალებს, თან გზაში პატრიკ სვეიზის იხსენებ, ბოთლის თავსახურის სცენას და ფიქრობს, როგორ შეიძლება მარილის ზღუდე გაარღვიოს.
მას შემდეგ, რაც კუმისელი მოჩვენება სოფლამდე მიაღწევს, მას ჯერ კიდევ არ აქვს მოფიქრებული, როგორ დაამარცხოს მარილი. იმიტომ რომ მარილზე ახსენდება ისეთი გამოთქმა, როგორიცაა "მარილზე გასვლა". ხოლო როცა თავდაპირველ მისიაზე ფიქრს დაუბრუნდება, მაგ მომენტში ხდება ის, რაც მეხუთე ფაზას იწყებს.
5. თავზე დასხმული ღვინისა და დაყრილი საჭმლის ჩამოწმენდის ფაზა
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, კუმისელი მოჩვენება სიცოცხლეში ვიღაცის ძმა, მამა, ძმაკაცი და ბიძაშვილი იყო. ამ ხალხს ის, რა თქმა უნდა, ახსოვს, ამიტომ მის მოსახსენებელს ხშირად სვამენ და მისაყოლებლის ჩაღეჭვისას ამბობენ მიუვიდესო.
ცხადია, ეს საჭმელ-სასმელი უკვალოდ არ ქრება, ის ინაცვლებს საიქიოში და სპირიტუალური "დელივერის" სისტემის საშუალებით, მოსაგონარის ობიექტს ელვის სისწრაფით მისდის.
გარდა ღვინისა, ხაჭაპურის ნაჭრებისა, მწვადისა და სხვა კერძებისა, მოჩვენებას სუფრაზე დამსწრე ბავშვების მიერ დალეული ლიმონათიც ესხმება და მთელი სული უწეპიანდება. ამ დროს ის იძულებულია ტყეში დაბრუნდეს და ჩამოიბანოს.
წყალი, რა თქმა უნდა, არ ესხმება, რადგან წყლით სადღეგრძელო/მოსაგონარის თქმა არ შეიძლება.
6. სულთა მეუფისგან დამალვა
იგივე ხალხი, რომელიც კუმისელ მოჩვენებას საჭმელ-სასმელს უგზავნის, დათრობის მერე გადაწყვეტს, რომ თეფში დაატრიალონ და მათი აწ გარდაცვლილი მეგობარი, ძმა, მამა, ბიძაშვილი თუ მეზობელი, გამოიძახონ. თუმცა, არა იმიტომ რომ მოიკითხონ, არამედ იმიტომ, რომ ჰკითხონ:
- "რა შოტი დაჯდება ბარსა-რეალი".
- "რამდენი შვილი ეყოლება ემზარს".
- "სადიკომ რო ოქროს ბეჭედი დამალა, ხო არ უთქვამს სად დადო?"
- "ნაზი ბიცოლა ხო ჯოჯხეშთია?"
- "რამდენი წლისა მოვკვდები?"
და სხვა ასეთი ეგოისტური და არარელევანტური შეკითხვები.
თეფშის დატრიალების შედეგად, კუმისის ტყეში მოჩვენებას, მედიასთან, პოლიციასა და მისნებთან ერთად ახლა უკვე სულთა მეუფეც ეძებს, რომელიც აზრზე არ არის რით დაიმსახურა, რომ ასეთი ცუდი სამსახური აქვს და ვიღაც დებილებთან სულები უნდა ათრიოს. მას იმდენად მობეზრებული აქვს ეს პროცესი, რომ კუმისელ მოჩვენებას "ნივიჟუს ურტყამს" და თეფშთან შეკრებილ საზოგადოებას აცნობებს, რომ გამოძახებული სული არ მოუყვანია. მერე ვიღაცას ბეზრდება და იშლებიან.
7. მიკაკუნების ფაზა
ამ მძიმე და დამაფიქრებელი ფაზების გადალახვის შემდეგ, კუმისელი მოჩვენება, ბოლოს და ბოლოს მიხვდება, რომ დასაკარგი აღარაფერი აქვს, უკვე მკვდარია, მთელი სოფელი, მედია და პოლიცია მას ეძებს, საჭმელი და სასმელი თავზესაყრელად აქვს და არც სულთა მეუფე მიათრევს. ამიტომ იკრებს ძალებს და მიდის იმ გოგოს ფანჯარასთან, რომელსაც ამდენი ხანი დასდევდა, რომელიც ასე აფორიაქებს მის სულს და განსვენების საშუალებას არ აძლევს.
დგას ფანჯარასთან, უყურებს მას, კიდევ ერთხელ იხსენებს, რომ დასაკარგი არაფერი აქვს და მორზეს ანბანით (რომელიც ღმერთმა უწყის სად ისწავლა) ფანჯარაზე აკაკუნებს:
შემდეგი სტატიაც იქნება.
-
გადახედვამარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს მარტა კოსი: ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში საქართველოს საპარლამენტო არჩევნების სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა სალომე ზურაბიშვილი ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფლის სცენაზე ავიდა და კახელების მარშს მიმართა
-
გადახედვათამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს თამთა მიქელაძე ეუთო/ოდირის დასკვნასთან დაკავშირებით კობახიძის შეფასებებს პუნქტობრივად პასუხობს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო! სალომე ზურაბიშვილი: იქ ვარ, სადაც ხართ, იქ ვიქნები, სადაც ვიდგებით და გამარჯვების ქალაქი იქნება თბილისი, გამარჯვებული კი საქართველო!
-
გადახედვარასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად რასა იუკნევიჩიანე: საჭიროა 29 დეკემბრამდე სასწრაფო საერთაშორისო მოქმედება მცოცავი დიქტატურის წინააღმდეგ ქართველების მხარდასაჭერად
-
გადახედვამაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს მაიკლ კარპენტერი: სასწორზე საქართველოს დემოკრატია დევს
-
გადახედვა"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება "ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე, სალომე ზურაბიშვილს გასამართლებით ემუქრება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს ირაკლი კობახიძე: ხელახალი არჩევნების დანიშვნის საფუძველი არ არსებობს
-
გადახედვაკობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს კობახიძის მტკიცებით, საპროტესტო აქციებში მონაწილეობას 3 000-მდე კაცი იღებს
-
გადახედვაკობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ კობახიძე ზურაბიშვილზე: ვნახოთ, სად გააგრძელებს ის ცხოვრებას - გისოსებს მიღმა თუ გისოსებს გარეთ
-
გადახედვაპუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია პუტინი: სურვილის შემთხვევაში რუსეთისა და აშშ-ს ურთიერთობის ნორმალიზება შესაძლებელია
-
გადახედვაწილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა წილოსანი: გამჭვირვალობის კანონზე გაზაფხულის აქციას რომ აზიარებენ, ჰგონიათ ეს გუშინ ხდებოდა
-
გადახედვაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
-
გადახედვარაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს რაუფოღლუ: ორპარტიული ჯგუფი MEGOBARI აქტს ახალ კონგრესს იანვარშივე წარუდგენს
-
გადახედვაუწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი უწყვეტი პროტესტის 25-ე დღე — თბილისში დაგეგმილი აქციების განრიგი
-
გადახედვაშ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება შ-ფოთი: ფოთში, საახალწლო ღონისძიებებში ჯამში 385 908 ლარი დაიხარჯება
-
გადახედვათავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს თავისუფალი ბიზნესების განცხადებას ხელს 1900-ზე მეტი კომპანია აწერს
-
გადახედვა21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს 21:00 საათზე პრეზიდენტი პარლამენტთან ხალხს მიმართავს
-
გადახედვასაზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვამამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი! მამა ილია: მიეცით ქვეყანას სუნთქვის საშუალება – სამართლიანი და თავისუფალი მომავლის შანსი!
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილი ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის
კომენტარები