მიმინოშვილის არასრულად შევსებული დეკლარაცია და naec-ში დასაქმებული ოჯახის წევრები - TI
ფოტო: Reginfo
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს კვლევის თანახმად, გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, მაია მიმინოშვილმა ქონებრივი დეკლარაცია არასრულად შეავსო. დოკუმენტში არ არის მითითებული მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული ქონება და მათივე სამეწარმეო საქმიანობა. ამასთან, წლების განმავლობაში მიმინოშვილის უწყებაში მისი ოჯახის წევრები კონკურსის გარეშე იყვნენ დასაქმებულები, რაც კანონმდებლობის დარღვევაა.
ქონება და ბიზნესსაქმიანობა, რომელიც დეკლარაციაში არ არის მითითებული
კვლევის მიხევდით, მაია მიმინოშვილს 2017 წლის 31 აგვისტოს შევსებულ დეკლარაციაში არ არის აღნიშნული, რომ მიმინოშვილის (მასთან მცხოვრები) შვილი ალექსანდრე ყანჩაველი ფლობდა 14 პროცენტიან წილს შპს არქი დეველოპმენტში. აღნიშნულ კომპანიაში ყანჩაველი წილის მფლობელი იყო კომპანიის დაფუძნებიდანვე - 2013 წლის 25 თებერვლიდან, თუმცა მაია მიმინოშვილს ამის შესახებ არცერთ დეკლარაციაში არ მიუთითებია. ალექსანდრე ყანჩაველმა აღნიშნული წილი 140 ათას ლარად ირაკლი ქაფიანიძეს 2017 წლის 30 იანვარს მიყიდა.
TI-ს განმარტებით, არქი დეველოპმენტის კიდევ ერთი მეწილე (59 პროცენტი) საქართველოს პარლამენტის წევრი მმართველი პარტიიდან ივლიანე წულაია და დირექტორი თენგიზ წულაია ქართული ოცნების მსხვილი შემწირველები არიან: ივლიანე წულაიამ 2016-2017 წლებში მმართველ გუნდს 110 000 ლარი, თენგიზ წულაიამ კი 2016 წელს 50 000 ლარი შესწირეს.
მაია მიმინოშვილის ბოლო ქონებრივ დეკლარაციაში, ასევე, არაა მითითებული:
- გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის დირექტორის რძალმა, ქეთევან მიქელაიშვილმა (რომელიც, ასევე, მასთან ერთად ცხოვრობს) 2016 წლის 12 დეკემბერს თბილისში, მუხიანის დასახლებაში, მშენებარე კორპუსში 60 კვადრატული მეტრის ფართობი შეიძინა;
- მიქელაიშვილი 2016 წლის 8 დეკემბერს რეგისტრირებული შპს კთ-ს დირექტორი და 100 პროცენტიანი წილის მფლობელია.
მაია მიმინოშვილის ოჯახის წევრები გამოცდებისა და შეფასების ეროვნულ ცენტრში
TI-ს კვლევის მიხედვით, მაია მიმინოშვილის ქონებრივი დეკლარაციების თანახმად, 2009-2012 წლებში რძალი - ქეთევან მინინოშვილი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის თანაშემწედ მუშაობდა, ხოლო 2014- 2016 წლებში მიმინოშვილის შვილი - ალექსანდრე ყანჩაველი ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობისას ბათუმის საგამოცდო ცენტრის კოორდინატორი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტზე განთავსებული მონაცემების თანახმად, მაია მიმინოშვილის არც რძალი და არც შვილი თანამდებობაზე კონკურსის წესით არ შერჩეულა. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსთვის ცენტრის მიერ მოწოდებული საჯარო ინფორმაციის თანახმად, ალექსანდრე ყანჩაველს ბათუმის საგამოცდო ცენტრის კოორდინატორად გამწესებამდე ტრენინგები და გასაუბრება ჩაუტარდა, ხოლო ქეთევან მიქელაიშვილი არასაშტატო თანამდებობაზე მუშაობდა.
ორგანიზაცია განმარტავს, რომ მაია მიმინოშვილი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, კანონმდებლობის თანახმად, თანამდებობის პირად ითვლება. "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის" მე-13 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, არ შეიძლება თანამდებობის პირის სამსახურებრივი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ თანამდებობაზე მოხელედ, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით ან შრომითი ხელშეკრულებით დაინიშნოს (გარდა კონკურსის წესით დანიშვნისა) ამ თანამდებობის პირის ახლო ნათესავი.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
კომენტარები