ჯადოსნური ისტორია თეატრის სცენაზე და წიგნის ფურცლებზე გაცოცხლდა
ფოტო: Manuel Harlan
"After all this time?" - დიახ! ცხრაწლიანი შესვენების და ერთწლიანი მოლოდინის შემდეგ ფენტეზის სამყაროში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა.
30 ივლისს, ლონდონში, ჯოან როულინგის რომანის მიხედვით, ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვის, წლის ყველაზე გახმაურებული თეატრალური პრემიერა შედგა. 31 ივლისს კი ლონდონმა ამავე წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლა.
პრემიერის ჯადოსნურ დეტალებს უცხოური მედია ავრცელებს. ქართველ პოტერჰედებს კი გამოძახების შელოცვით მოპოვებულ ინფორმაციას ჩვენ გამცნობთ.
როგორ მოხერხდა ჯადოსნური სამყაროს თეატრის სცენაზე დატევა?
რა შეფასება მიიღო სპექტაკლმა მაყურებლისგან?
რა ვითარებაში გაიმართა წიგნის პრეზენტაცია?
იგეგმება თუ არა ჯადოსნური ისტორიის გაგრძელება?
ერთად შევაღოთ კარი ჰოგვარტსის სამყაროში. "ალოჰომორა"- ვიწყებთ.
ჯეიმი პარკერი ჰარი პოტერის როლში
ფოტო: The Guardian
ჯოან როულინგის ნაწარმოები, ჯეკ თროუნის სცენარი, ჯონ ტიფანის რეჟისურა, ჯეიმი ჰარისონის მაგიური ვიზუალური მხარე, კატრინა ლინდსის განათებები ერთმანეთს შეერწყა და ტრიუმფალური წარმოდგენაც შეიქმნა.
სცენაზე გაცოცხლდნენ დემენტორები და ბნელი ძალები, გაქრნენ ადამიანები, აფეთქდა შელოცვები და ნივთები ლევიტაციით გადაადგილდა.
დემენტორები
ფოტო: Manuel Harlan
ფოტო: Manuel Harlan
მაყურებლის უმეტესობა, რომელიც სპეცეფექტების მიმართ პესიმისტურად იყო განწყობილი, გაოგნებული დარჩა. როიტერი ფანების პირველ ემოციებს გვთავაზობს.
32 წლის ეშლის შეფასებას თუ ვენდობით, "ეს სპექტაკლი თეატრის ყველა საზღვარს გასცდა".
ფოტო: Manuel Harlan
მეორე მაყურებელი, 32 წლის კეილი კი გვამცნობს: "ჯადოსნური იყო. მთელი საღამო სკამის კიდეზე ვიჯექი და ისე ვუყურებდი, მათ იმდენი მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გაეთვალისწინებინათ და ეს შეძლეს კიდეც".
ფოტო: Manuel Harlan
რაც შეეხება არასრუწლოვანი პოტერჰედების რეაქციას, მათმა უმეტესობამ სპექტაკლის დამთავრების შემდეგ აღიარა, რომ ცდებოდნენ როცა ეგონათ, რომ ახალი მსახიობები, გასანკუთრებით კი ნომა დუმეზვენი, როლს თავს ვერ გაართმევდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ ემა ვოტსონის შემდეგ ჰერმიონ გრეინჯერის როლს ნომა ვერ შეასრულებდა და მსახიობებს შორის რადიკალური ცვლილება პერსონაჟს დააზიანებდა.
ფოტო: Manuel Harlan
უცხოური პრესა ასეთ შეფასებებს ავრცელებს:
ვაშინგტონ პოსტი იმისთვის რომ ეს შოუ არ გამოვტოვოთ, ყველას მოგვიწოდებს ვეწვიოთ ლონდონს. გარდიანი გვამცნობს, რომ ეს იყო გამაოგნებელი სანახაობა. ვერაიეთი კი აცხადებს, რომ წარმოდგენა განსაცვიფრებელი იყო.
წიგნის პრეზენტაციის დეტალებს პოტერმორი ავრცელებს. წიგნის მაღაზიის სტუმრებისთვის პირველი სართული მრუდე ქუჩად გადააქციეს. აქ შეგეძლოთ გენახათ ჰაგრიდის ქოხი, ქვიდიჩისთვის საჭირო ნივთები, სირიუსის მფრინავი მოტოციკლი და ვოლდემორის ჰორკრუქსებიც კი.
ფოტო: Pottermore.com
როგორც ჩანს ისტორია მხოლოდ სცენაზე კი არა წიგნის მაღაზიაშიც კი გაცოცხლდა.
"ეს იყო ყოვლად წარმოუდგენელი: ვიქტორინები, ტორტის მორთულობა, ფოტო კაბინები და პატარა კუთხე სადაც ფილმის ნახვა შეგეძლოთ. აქ ყველაფერი იყო წიგნის გარემოს გასაცოცხლებლად"
პოტერმორი გვამცნობს, რომ მკითხველები რიგში მთელი ღამე იდგნენ, მათ მოსახლეობა მთელი ლონდონიდან უერთდებოდა. იქ ნახავდით ჯინი უიზლის ფორმაში ჩაცმულ ფანს, რომელიც უკვე მეორედ იდგა რიგში ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვის პრემიერაზე.
რიგიდან მოგესალმებოდათ 9 წლის დრაკო მალფოი, რომლის მშობლები ლუნა ლავგუდს და სირიუს ბლექს განასახიერებდნენ. აქვე იყვნენ 6 წლის ჰერმიონა გრეინჯერი და დოლორეს ამბრიჯიც კი. ერთადერთი ვინც წიგნის რიგს არ ელოდა იყო ის ვისი სახელიც არ ითქმის, ბნელი ლორდი ვოლდემორი, რომლისთვისაც ახალი წიგნის ფურცლებზე ადგილი არ მოიძებნა.
ფოტო: Pottermore.com
ფოტო: Pottermore.com
ფოტო: Pottermore.com
და მივუახლოვდით კულმინაციას. ჯოანა როულინგმა ფანების მილიონობით კითხვას უპასუხა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანზე პასუხი როიტერმა მიიღო.
საგა გრძელდება?
"არა", უპაუხა როულინგმა.
"მე აღარ მსურდა კიდევ ერთი რომანის დაწერა, მაგრამ ფანებს განსაკუთრებული საჩუქარი გავუკეთე. ისტორია მთავრდება. ამ ორ ტომში ჰარი და მისი მეგობრები ძალიან რთულ გზას გაივლიან და ვფიქრობ რომ ეს საკმარისია."
ფოტო: Pottermore.com
მაშ ასე, სპექტაკლი დაიდგა, წიგნი დაიწერა და ფანების უმეტესობა აღფრთოვანებულია. უნდა ელოდოთ თუ არა ბოლო წიგნის ეკრანიზაციას ჯერ უცნობია, ცნობილია მხოლოდ ის რომ ნოემბერში როულინგის მორიგი ნაწარმოების "ჯადოსნური ცხოველები და როგორ დავიჭიროთ ისინი", ეკრანიზაციის პრემიერა შედგება.
რომანი დასრულდა. როგორ? ამას უახლოეს მომავალში შევიტყობთ, როცა ბაკურ სულაკაურის გამომცელობა წიგნს ქართულად თარგმნის. მანამდე კი, არ დაგავიწყდეთ ვინგარდიუმ ლევიოსა და არა ლევიასა.
-
ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები ალექსანდრე რაქვიაშვილი: IRI-ის კვლევით, "ქართულ ოცნებას" 36% აქვს, ოპოზიციას ჯამში 2-ჯერ ნაკლები
გადახედვა
-
მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია მერი კოკაია თიბისის მარკეტინგის ახალი დირექტორია
-
NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA NASA-მ ახალი კოსმოსური ტელესკოპი დააანონსა — PRIMA
გადახედვა
-
ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან? ხატია დეკანოიძე: ქართველი წამებული დედოფლის აბუჩად აგდებას "ქართული ოცნების" მსახურები როგორ გამოეხმაურებიან?
გადახედვა
-
შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა შსს-მ ენმ-ს 1-ელ ოქტომბერს რიყის დოქებთან აქციის ჩატარების უფლება არ მისცა
გადახედვა
-
ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა ქალთა შორის ჭადრაკის ყველაზე ახალგაზრდა დიდოსტატი 11 წლის გოგო გახდა
გადახედვა
-
ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს ირანის ელჩი: ქეთევან დედოფლის ისტორია ქართველი და ირანელი მკვლევრების ერთობლივი კვლევის საფუძველი უნდა გახდეს
გადახედვა
-
"დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონში ცვლილებები ამოქმედდა
გადახედვა
-
ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო ნიდერლანდების ახალი კანონის ფარგლებში პირველი ბავშვი, რომელმაც სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულა, 1 წლის იყო
გადახედვა
-
ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა ლაშა ხუციშვილი კატარის ფინანსთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს რუსებმა კიევის მეცნიერებათა აკადემიის შენობა დაბომბეს
გადახედვა
-
ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა ძაღლები ადამიანის მეტყველებას ბავშვების მსგავსად შიფრავენ — კვლევა
გადახედვა
-
საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა საია-მ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა
გადახედვა
-
ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა ალან ბერსე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა
გადახედვა
-
გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან გელა ხასაია: დაკავებამდე რასაც ვაკეთებდი, იმას გავაკეთებ დღეიდან
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ანიტა ანანდს შეხვდა
გადახედვა
-
დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა დააკავეს პირი, რომელმაც გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტი დაჭრა
გადახედვა
-
გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ციხე დატოვა
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა მაკა ბოჭორიშვილმა ტორონტოში უკრაინელი ბავშვებისა და ტყვეების დაბრუნებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გადახედვა
-
EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა EU-მა უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციის გამო 10 პირსა და 17 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს სიმთვრალეში ავტომობილის მართვის გამო დაკისრებული სასჯელის გასაჩივრება მის აღსრულებას ავტომატურად აღარ გადაავადებს
გადახედვა

კომენტარები