ზესტაფონში სატვირთო ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გზაზე მოძრაობა არ შეჩერებულა.

ფოტო: მაკა ბერაია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის გამო სატვირთოს მძღოლი დაჯარიმდა.