თბილისი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გამორჩეული ქალაქია. სწორედ ამიტომ, მას ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს, რომლებიც ქალაქის ულამაზეს ხედებს ათასობით ფოტოს უღებენ და სოციალური ქსელების დახმარებით ავრცელებენ.

თუმცა, დღეს ჩვენი ყურადღება არა ჩვენი დედაქალაქით აღფრთოვანებული რომელიმე ტურისტის ფოტოებმა, არამედ ქართველი ფოტოგრაფის, ზუკა კოტრიკაძის ნამუშევრებმა მიიპყრო.

ნახეთ თბილისის, მინიმალისტურ სტილში გადაღებული ძალიან ფერადი ფოტოები, რომლებიც თქვენთვის კარგად ნაცნობ ქალაქს სულ სხვა თვალით დაგანახებთ: