გუდიაშვილის მოედანზე არქეოლოგიური მასალა, მოჭიქული კერამიკული ჭურჭელი, აღმოაჩინეს

ფოტო: თბილისის მერია
პროექტ ახალი ტფილისის ფარგლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, გუდიაშვილის მოედანზე, მორიგი არქეოლოგიური მასალა აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიამ გაავრცელა.
ახოსპირელის #4-ში, სარდაფში განლაგებულ სხვადასხვა ზომის ქვევრში კერამიკული ნაწარმი - დიდი, საშუალო და მცირე ზომის, მოჭიქული სამი დოქი, ასევე, საშულო და მცირე ზომის ჭინჭილა აღმოჩნდა. ხუთივე ჭურჭელი ერთნაირად, მომწვანოდაა მოჭიქული.
"ისინი ზუსტად იმეორებენ ცოტა ხნის წინ გუდიაშვილის მოედანზე, ახოსპირელის #7/2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში გამოვლენილ კერამიკულ ჭურჭელზე დატანილ დამღას, წვეროსანი მამაკაცის ანფასს, რომელსაც პირობითად "თბილისელი" ეწოდა. კერამიკული ნაწარმი, შესაძლოა, გვიანი შუა საუკუნით დათარიღდეს", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
გარდა ამისა, ერთ-ერთ ქვევრში სპილენძის აზარფეშა - გრძელტარიანი, ფართოპირიანი დიდი კოვზისებური ღვინის სასმისი და სპილენძის თეფში აღმოჩნდა.
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
-
გადახედვა
-
-
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები