თურქეთი არჩევანის წინაშე
ფოტო: Reuters
თურქეთში კვირას, 24 ივნისს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. წინასაარჩევნო კვლევებში ერდოღანის "სამართლიანობის და განვითარების" პარტია ლიდერობს. თუმცა ოპოზიცია ერდოღანის დამარცხებას გაერთიანებული ძალებით ცდილობს.
"კვლევები აჩვენებს, რომ ოპოზიციას აქვს შესაძლებლობა მოიპოვოს უმრავლესობა პარლამენტში. ასევე, მოსალოდნელია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურიც", - ამბობს დემოკრატიის დაცვის ფონდის უფროსი მკლევარი აიკან ერდემირი.
24 ივნისს დაგეგმილი არჩევნები, პრეზიდენტს უფრო მეტ ძალაუფლებას მისცემს. ქვეყნას 2003 წლიდან რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მართავს, 2014 წლამდე მას პრემიერ-მინისტრის, ხოლო შემდეგ პრეზიდენტის პოსტი ეკავა. გასულ წელს ერდოღანმა მცირე უპირატესობით გაიმარჯვა რეფერენდუმში, რომელიც კონსტიტუციის შეცვლას და თურქეთს საპარლამენტო რესპუბლიკიდან საპრეზიდენტო სახელმწიფოდ გადაქცევას ითვალისწინებდა. რეფერენდუმის შედეგად, პრეზიდენტმა მეტი ძალაუფლება მიიღო.
არჩევნები დაგეგმილზე წლინახევრით ადრე იმართება. მიმომხილველების თქმით, პრეზიდენტმა ერდოღანმა ვადამდელი არჩევნების ჩატარება ორი მიზეზით გადაწყვიტა, ერთი მხრივ, ცდილობდა ოპოზიციის უკან ჩამოტოვებას და არჩევნების იქამდე ჩატარებას, სანამ მოსალოდნელი ეკონომიკური კრიზისი დადგებოდა.
"ერდოღანი მიხვდა, რომ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის ზღვარზეა და სურდა მოესწრო და კრიზისის დადგომამდე ჩაეტარებინა არჩევნები. ის ფიქრობდა, რომ ამით ოპოზიციას დაასუსტებდა. თუმცა თურქეთის ოპოზიციამ გასაკვირი გამძლეობა აჩვენა", - აცხადებს ერდემირი.
პოლიტიკური პარტიები პოლიტიკური სპექტრის სხვადასხვა მხარეს საარჩევნო ალიანსში, რესპუბლიკური პარტიის და მისი ლიდერის მუჰარემ ინჯეს გარშემო ერთიანდებიან. ინჯემ მალევე მოახერხა პოპულარობის მოპოვება, ერთ თვის განმავლობაში პარტიის რეიტინგი 10 პროცენტით გაიზარდა. ინჯე ქარიზმატული ფიგურაა, რომელიც რელიგიური ოჯახიდანაა, თუმცა სეკულარიზმის ერთგულია. ინჯე ერდოღანის მთავარი ოპონენტია.
"ის იალოვაში პატარა სოფლიდანაა, რელიგიური ოჯახიდან. მისი და და დედა თავსაბურავს ატარებენ. ამიტომ ერდოღანისთვის რთულია იმის თქმა, რომ ოპოზიცია ანტი-რელიგიურია", - ამბობს ერდემირი.
წინასაარჩევნო კვლევებში ერდოღანი ლიდერობს. მაგრამ მისი რეიტინგი 50%-ს არ სცდება, რაც ოპოზიციას აძლევს იმედს, რომ არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ინჯეს და რესპუბლიკური პარტიის წარმატება ნაწილობრივ პრო-ქურთულ პარტიაზეა დამოკიდებული. რესპუბლიკური პარტიისთვის საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებისთვის პრო-ქურთული "სახალხო დემოკრატიის პარტიის", HDP-ის ლიდერის სელაჰატინ დემირტაშის მხარდაჭერა გადამწვეტია. სელაჰატინ დემირტაში არჩევნებში მონაწილეობას ციხიდან იღებს. მის პარტიას, გამოკითხვებით 10 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს. საპარლამენტო ბარიერი თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და 10 პროცენტს შეადგენს.
"ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ჩემს საკანში ხმების 100 პროცენტი მე მეკუთვნის", - იხუმრა დემირტაშმა ციხიდან ტვიტერზე.
მიმომხილველთა შეფასებით წინასაარჩევნო გარემო სამართლიანი არ არის. მედიის 90%-ს, პრეზიდენტი ერდოღანი და მასთან დაახლოებული პირები აკონტროლებენ და ოპოზიციას არ აქვს წვდომა წამყვან არხებზე.
"ბევრი ინდიკატორი აჩვენებს, რომ საარჩევნო გარემო სამართლიანი და თავისუფალი არაა, და ამ პირობებშიც კი ერდოღანს 50% მხარდაჭერა არ აქვს. თუ ის გამარჯვებას მოახერხებს, მნიშვნელოვანია მიიღებს თუ არა ოპოზიცია ამას, როგორც ლეგიტიმურს, და ამ ეტაპზე გამარჯვების ლეგიტიმურობა უკვე კითხვის ნიშნის ქვეშაა. საშიშია სამოქალაქო დაპირისპირების პერსპექტივა", - ამბობს ლისელ ჰინცი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.
არჩევნები საგანგებო მდგომარეობის ფონზე გაიმართება, რომელიც 2016 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ 7-ჯერ გააგრძელდა. მიმომხილველთა შეფასებით, ერდოღანის გამარჯვების შემთხვევაში ის გააძლიერებს კონტროლს არა მხოლოდ აღმასრულებელ, არამედ სასამართლო ხელისუფლებზეც.
"თუ ის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს მოიგებს, თურქეთის ისტორიისთვის უპრეცედენტოდ მოახდენს ხელისუფლების კონსოლიდაციას და ქვეყნის შიგნით, დისიდენტების წინააღმდეგ იქნება უფრო ულმობელი", - ამბობს ერდემირი.
ერდოღანი შიდა და დიასპორის მხარდაჭრის მოსაპოვებლად საგარეო დაპირისპირებას იყენებს. ცოტა ხნის წინ, ის ავსტრიის ლიდერს, მეჩეთის დახურვის შემდეგ, ომით დაემუქრა. ამასთან, დასავლეთის ქვეყნებთან, ერდოღანს ახლო აღმოსავლეთში ქურთული შენაერთების ირგვლივ ინტერესთა კონფლიქტი აქვს. ამის პარალელურად, ანკარა მოსკოვთან უფრო მჭიდროდ თანამშრომლობს და რუსეთის S-400 საჰაერო სისტემის შესყიდვას გეგმავს. ამ ვითარებაში, ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩნდება ეჭვი, თუ რამდენად სანდო პარტნიორია თურქეთი. თუმცა, არჩევნების შემდეგ, ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად ერდოღანს, შესაძლოა, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭრა დასჭირდეს და რიტორიკა შეცვალოს.
"საგარეო და საშინაო პოლიტიკის კუთხით, საინტერესოა, თუ რა ნაბიჯს გადადგამს ერდოღანი [თუ ის ხელისუფლებაში დარჩება] და ეკონომიკურ კრიზისთან მოუწევს გამკლავება, შეცვლის თუ არა ის საკუთარ ანტი-დასავლურ რიტორიკას, რომელიც მას არჩევნებში ადგება და რომელმაც თურქეთი შესაძლო სანქციების წინაშე დააყენა", - ამბობ ჰინცი.
2016 წლის გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. თურქული ლირა დოლართან მიმართებაში დაახლოებით 30%-ით გაუფასურდა, შემცირდა უცხოური ინვესტიციები, ინფლაცია 12 პროცენტს შეადგენს და ფასები იზრდება. ამის გათვალისწინებით, არჩევნების შედეგების მიუხედავად, ახლად არჩეულ ლიდერს მომავალ ეკონომიკურ კრიზისთან მოუწევს გამკლავება.
"უკანასკნელი 15-16 წლის მანძილზე მოვლენები ნეგატიურად ვითარდება. ვხედავთ პრესის თავისუფლების, პოლიტიკური პლურალიზმის და სასამართლო დამოუკიდებლობის შეზღუდვას. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ როდესაც თურქეთის მოქალაქეები ხმის მისაცემად წავლენ, ისინი არჩევანს გააკეთებენ ისე, თითქოს მათი ცხოვრება ამაზეა დამოკიდებული", - ამბობს ერიკ ედელმანი, აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე პოლიტიკის საკითხებში.
თურქი მოქალაქეების პოლიტიკური და ეკონომიკური მომავალი კვირის არჩევნებზეა დამოკიდებულია.
-
TikTok ვიდეომ მეცნიერებს ახალი სახეობის თევზი აღმოაჩენინა TikTok ვიდეომ მეცნიერებს ახალი სახეობის თევზი აღმოაჩენინა
გადახედვა
-
სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ სატურნის უდიდესი თანამგზავრის გამოქვაბულები შეიძლება "აერობოტებით" შეისწავლონ
გადახედვა
-
ცნობილი COVID-ვაქცინების საწინააღმდეგო კვლევა დეზინფორმაციის გამო უკან გაიხმეს ცნობილი COVID-ვაქცინების საწინააღმდეგო კვლევა დეზინფორმაციის გამო უკან გაიხმეს
გადახედვა
-
სიცილიის მუზეუმიდან რენესანსის ეპოქის 4 ნამუშევარი მოიპარეს სიცილიის მუზეუმიდან რენესანსის ეპოქის 4 ნამუშევარი მოიპარეს
გადახედვა
-
ირმა ინაშვილი: ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მე მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ, მე ვამხელ და ვებრძვი პირადად კობახიძეს ირმა ინაშვილი: ღარიბაშვილი ჩემი მეგობარია და მე მეგობრებზე უარს არასდროს ვამბობ, მე ვამხელ და ვებრძვი პირადად კობახიძეს
გადახედვა
-
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას! ირაკლი ღარიბაშვილი: დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!
გადახედვა
-
კოალიცია "ძლიერი საქართველო-ლელო" ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს კოალიცია "ძლიერი საქართველო-ლელო" ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების დასაბრუნებლად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს
გადახედვა
-
თაღლითობის ბრალდებით "ქართული ოცნებიდან" გორის საკრებულოს ყოფილი წევრი და რაიონის ყოფილი გამგებელი იოსებ მუმლაძეა დაკავებული თაღლითობის ბრალდებით "ქართული ოცნებიდან" გორის საკრებულოს ყოფილი წევრი და რაიონის ყოფილი გამგებელი იოსებ მუმლაძეა დაკავებული
გადახედვა
-
გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ გიორგი არველაძე: ბენზინი გალის იქით არ გასულა, თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ
გადახედვა
-
ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ შავ ხვრელთან ახლოს წყალი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა SpaceX-მა მიყოლებით გაშვებული Falcon 9-ებით რეკორდი მოხსნა
გადახედვა
-
5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები 5 ადგილი, სადაც მზეს ვერ დაემალები
-
სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან სამეფო ქორწილი და ახალი ბოროტმოქმედი — იხილეთ ნაწყვეტი Frozen 3-დან
გადახედვა
-
ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან ირანის წინააღმდეგ EU-ს სანქციებთან საქართველოს არ შეერთებას ენმ-ს და "ოცნების" წევრები ეხმაურებიან
გადახედვა
-
თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა თიბისი ტექ ტალანტების მხარდამჭერი: საქართველოს ნაკრებმა IOI 2026-ზე 2 მედალი და 2 საპატიო სიგელი მოიპოვა
-
ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს ფიგურულ ციგურაობაში II ადგილის მფლობელები ₾0.5 მლნ-ს მიიღებენ — მთავრობა 25-ე ზამთრის ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს ფულად პრიზებს გადასცემს
გადახედვა
-
იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს იაპონიაში 30 წლის წინ ნაპოვნი ნამარხი ხელახლა შეისწავლეს და მოზაზავრის ძვლები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებულთა სიას მესამედით გაზრდის
გადახედვა
-
სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს სააკაშვილი წერს, რომ რუსებმა ივანიშვილს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ხელშეკრულების პროექტი გამოუგზავნეს
გადახედვა
-
"რეპსოლი" "სოლიდუსს" საწვავის მიწოდებას უწყვეტს — კომპანია საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში აწვდიდა "რეპსოლი" "სოლიდუსს" საწვავის მიწოდებას უწყვეტს — კომპანია საწვავს ოკუპირებულ აფხაზეთში აწვდიდა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი საქორწილოდ დემნას სამოსში გამოეწყვნენ — ნახეთ ფოტოები
გადახედვა

კომენტარები