რა გეგმები აქვს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულ სტარტაპს STYX-ს?
2018 წლის ზაფხულში ქართულ ბაზარზე პირველად გამოჩნდება ელექტრონული პლატფორმა, რომელიც ტვირთის გაგზავნის მსურველებსა და გადამზიდავებს ერთმანეთს აპლიკაციის საშუალებით დააკავშირებს. ქართული კომპანია სტიქსის (STYX) პირველი პროდუქტი, რომელიც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) მხარდაჭერით შეიქმნა, ხელმისაწვდომი იქნება, როგორც მობილური აპლიკაციის, ასევე ვებ გვერდის www.styx.ge მეშვეობით. სისტემაში დარეგისტრირება ტვირთის გადაზიდვის ან გაგზავნის მსურველ ნებისმიერ პირს შეეძლება. კომპანიის დამფუძნებელი განმარტავს, რომ აპლიკაცია გადამზიდსა და ტვირთის გამგზავნს მისცემს საშუალებას, შუამავლების გარეშე, სწრაფად, უსაფრთხოდ და მარტივად შეთანხმდნენ სერვისის პირობებზე.
„დღეს გადაზიდვების ქართულ ბაზარზე ქაოტური ფასები და ნულოვანი კომუნიკაციაა მომხმარებელსა და დამკვეთს შორის, ამიტომ როდესაც ადგილობრივი და საერთაშორისო გადაზიდვების კომპანიის შექმნაზე ვფიქრობდით, გამოსავალს IT სფეროში მივაგენით. შევქმენით პლატფორმა, რომელიც ბაზარზე მიმდინარე პროცესებს ელექტრონულ სივრცეში გადაიტანს. გადამზიდებს საკუთარი ბიზნესის უკეთ მართვაში დაეხმარება, ტვირთის გამგზავნებს კი სწორი არჩევანის გაკეთებაში. გამგზავნსა და ყველა გადამზიდს ერთ ელექტრონულ სივრცეში ექნება კომუნიკაცია“,- ალექსანდრე ქურძე, STYX-ის დამფუძნებელი.
ონლაინ შეკვეთა, ელექტრონული გადახდა, ტვირთის დაზღვევა, რუკაზე live რეჟიმში ტვირთის ადგილსამყოფელის განსაზღვრა - დამფუძნებლების თქმით, სწორედ ეს ფაქტორები ქმნის კომფორტს მომხმარებლებისთვის. ორმხრივი შეფასების სისტემა კი, როგორც STYX-ის მომხმარებლებს, ასევე თავად კომპანიას ხელს შეუწყობს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში.
კომპანიის ოპერაციების დირექტორი, ლაშა გორგოშიძე ამბობს, რომ აპლიკაციის ქართულ ბაზარზე ჩაშვების შემდეგ კომპანია STYX-ის სამომავლო გეგმებში საერთაშორისო ბაზარზე გასვლაც შედის. სწორედ ამიტომ, პროდუქტი უკვე აკმაყოფილებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს.
„პირველ ეტაპზე ვგეგმავთ პროექტის ქართულ ბაზარზე განხორციელებას, მომავალ წელს რეგიონალური მასშტაბით ვაპირებთ გაფართოებას და პერსპექტივაში გვსურს გავხდეთ საერთაშორისო კომპანია. საქართველო დამოუკიდებლობის დღიდან ცდილობს პოზიციონირებას, როგორც სატრანსპორტო, ლოჯისტიკური ჰაბი. ქვეყანაში უკვე მეორედ ჩატარდა აბრეშუმის გზის ფორუმი, ხორციელდება ანაკლიის პორტის, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის პროექტები. თუმცა ქართული ლოჯისტიკური ბაზარი არ არის მზად ასეთი გამოწვევებისთვის“,- ლაშა გორგოშიძე.
თანამედროვე ელექტრონული პლატფორმა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთწლიანი მუშაობის შედეგია. გარდა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებისა STYX-ის მხარდამჭერია USAID-ის „პროექტი ზრდა საქართველოში“. გუნდი ფიქრობს, რომ აპლიკაცია დაეხმარება ქართულ ბაზარს გაჯანსაღებაში, რაც ქვეყნის ლოჯისტიკურ სფეროს უფრო სწრაფად განავითარებს.
პროექტზე გუნდი უკვე ერთ წელზე მეტია მუშაობს. STYX ბოლო ერთი თვის მანძილზე გახდა თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული და პირველი ადგილი აიღო საერთაშორისო კონკურს Seedstars-ის ადგილობრივ ღონისძიებაზე. თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში კომპანია მიიღებს 100,000 ლარს, რომელსიც ახალი პროდუქტის შექმნისთვის დაიხარჯება, ასევე პროექტი წაროადგენს საქართველოს Seedstars-ის გლობალურ სამიტზე შვეიცარიაში.
-
გვსურს გვჯეროდეს, რომ სომხები შეძლებენ, ობიექტურად შეაფასონ "ევროინტეგრაციის საფრთხე" — რუსეთის საგარეო გვსურს გვჯეროდეს, რომ სომხები შეძლებენ, ობიექტურად შეაფასონ "ევროინტეგრაციის საფრთხე" — რუსეთის საგარეო
გადახედვა
-
25 სექტემბერი, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება 25 სექტემბერი, ვიკრიბებით დინამოსთან, რომ ერთად შევაცილოთ ნაკრები მატჩზე, რომელზეც გულშემატკივარი არ დაიშვება
-
39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა, კვლევა გრძელდება — სეს-ი ბაგა-ბაღების შემოწმებაზე 39 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა, კვლევა გრძელდება — სეს-ი ბაგა-ბაღების შემოწმებაზე
გადახედვა
-
EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს EPP გიორგი ბარამიძის გათავისუფლებას ითხოვს
გადახედვა
-
ჯგუფური ქურდობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს — მიყენებული ზარალი ₾30 000-ია ჯგუფური ქურდობის ბრალდებით 6 არასრულწლოვანი დააკავეს — მიყენებული ზარალი ₾30 000-ია
გადახედვა
-
ხვალიდან ყველა ირანული ავიაკომპანია საქმიანობას შეწყვეტს — აშშ-ის ხაზინის მდივანი ხვალიდან ყველა ირანული ავიაკომპანია საქმიანობას შეწყვეტს — აშშ-ის ხაზინის მდივანი
გადახედვა
-
დღეს, 21-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები აქციას აანონსებენ დღეს, 21-ე საჯარო სკოლასთან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები აქციას აანონსებენ
გადახედვა
-
ლილი რეინჰარტმა The Love Hypothesis-ის პრემიერამდე რომანტიკული კომედიების საკულტო კაბები გააცოცხლა ლილი რეინჰარტმა The Love Hypothesis-ის პრემიერამდე რომანტიკული კომედიების საკულტო კაბები გააცოცხლა
გადახედვა
-
NCDC აცხადებს, რომ თბილისის 20 ბაღში გასტროენტერიტის შემთხვევების მიზეზი "დადასტურებულად ნოროვირუსია" NCDC აცხადებს, რომ თბილისის 20 ბაღში გასტროენტერიტის შემთხვევების მიზეზი "დადასტურებულად ნოროვირუსია"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შეხვდა ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში ნაურუს პრეზიდენტ დევიდ ადეანგს შეხვდა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
გადახედვა
-
თიბისისა და Visa—ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის თიბისისა და Visa—ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
-
ზელენსკი ტრამპთან მოლაპარაკებების გასამართად აშშ-ში ჩავიდა — დაგეგმილია 20-მდე შეხვედრა ზელენსკი ტრამპთან მოლაპარაკებების გასამართად აშშ-ში ჩავიდა — დაგეგმილია 20-მდე შეხვედრა
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
გადახედვა
-
ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს" ღარიბაშვილი წერს, რომ "მრავალწლიან პირობით სასჯელს და ჯარიმას დაჰპირდნენ, მაგრამ "გადააგდეს"
გადახედვა
-
ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ? ვინ არიან თემურ უგულავას მემკვიდრეები, ვისაც მისი აქტივების მართვის უფლება აქვთ?
გადახედვა
-
"ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი "ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, მის შვილზე ციხეში ძალადობენ — პენიტენციურის პასუხი
გადახედვა
-
საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, ჩინეთი და რუსეთია
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში ისარგებლეთ საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex-ის შეთავაზებით ოთხ სავაჭრო ცენტრში
-
აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა აშშ-ის ომის მდივნის თანაშემწის მოადგილე ენდრიუ ლუმისი ირაკლი ჩიქოვანს შეხვდა
გადახედვა
-
პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს პართენონის ცნობილი ოპტიკური ილუზია შეიძლება თავადვე ილუზია იყოს
გადახედვა

კომენტარები