მდინარე რიონმა კასრი გამორიყა, რომელშიც დამწვარი კაცის გვამი იყო. ინფორმაცია ამის შესახებ ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა.

არხის ინფორმაციით, გარდაცვლილი ქობულეთში ცხოვრობდა.

"დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები და აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს", - განუცხადეს On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

უწყება საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით იძიებს. ამ მუხლით, განზრახ მკვლელობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.