10 მიზეზი, რატომ არის თიბისის მობაილბანკი ყველაზე სასარგებლო აპლიკაცია
იყო დრო, როცა ადამიანები ერთმანეთთან ბრინჯითა და ხილით ვაჭრობდნენ. მათ, ვისაც მეტი ხილი ჰქონდა, ბრინჯი სჭირდებოდა. ეკონომიკის ისტორიაც სწორედ ამ პერიოდიდან იწყება და მას შემდეგ საუკუნეები გავიდა. კაცობრიობამ გამოიგონა ფული, მისი სხვადასხვა ერთეული და სავაჭრო ურთიერთობებში გაჩნდა საქონლის შეფასების სისტემა. ფულის არსებობამ გააჩინა მისი შენახვის, ანუ ქისების, შემდეგ კი საფულის საჭიროება. ტექნოლოგიურმა განვითარებამ ციფრული ფული გააჩინა, ციფრულმა ფულმა ონლაინ სისტემები და ამ სისტემების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითია მობაილბანკი. ეს უკანასკნელი, წარმატებით ითავსებს ონლაინ საფულის, გადახდის აპარატის, ყულაბისა და სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებს. მას უამრავი დადებითი თვისება აქვს, რაც მობაილბანკს ყველაზე სასარგებლო აპლიკაციად აქცევს.
1. თიბისის მობაილბანკის გამოყენება ისეთივე მარტივია, როგორც მობილურის განბლოკვა
თანამედროვე სმარტფონების მთავარი პლუსი (სხვა დანარჩენთან ერთად) ისიც არის, რომ თითის ანაბეჭდით შეგვიძლია მისი განბლოკვა. ეს ტექნოლოგია თიბისის მობაილბანკშიც წარმატებით არის დანერგილი და ჩვენი სმარტფონების მთავარი აპლიკაციის გახსნას სულ რამდენიმე წამი სჭირდება. მიადეთ თითი და მზადაა, სისტემაში ხართ.
2. თიბისის მობაილბანკით შეგიძლიათ აკონტროლოთ თქვენი მიმდინარე ბალანსი
როგორ უკვე გითხარით, სენსორზე თითის დადების შემდეგ თიბისის მობაილბანკს გახსნით, რომელშიც ნახავთ თქვენს მიმდინარე ბალანს, რომელ ანგარიშზე რამდენი გაქვთ თანხა. ამას არაერთი პლუსი აქვს. ჯერ ერთი, არ მოგიწევთ შუა ქუჩაში დადგომა და საფულის ამოღება, ფულის საჯაროდ გადათვლა და თვალების აქეთ-იქით ცეცება, ვინმე ხომ არ მიყურებსო. დამეთანხმებით, საკმაოდ დიდი დისკომფორტია, როცა შენი ფინანსები გამვლელების ყურადღებას იპრყობს. მეორეც, თიბისის მობაილბანკში ბალანსის შემოწმებისას ზუსტად იცით, რომ რაღაც რაოდენობის თანხა გაქვთ და არ გიწევთ იმაზე ფიქრი, რომელ ჯიბეში რამდენ ლარიანი კუპიურა გაქვთ ჩაჩურთული.
3. თიბისის მობაილბანკში მარტივად შეგიძლიათ ამონაწერის გაკეთება
დარწმუნებული ვარ, არაერთხელ დაგჭირვებიათ ამონაწერის გაკეთება სესხის ან რაიმე სხვა სერვისის მისაღებად. ადრე ისე იყო, რომ ამონაწერის მისაღებად საათობით გვიწევდა რიგში დგომა, მაგრამ თიბისის მობაილბანკის განვითარებამ საშუალება მოგვცა ამონაწერი ძალიან მარტივად გავაკეთოთ, თანაც უსაშველოდ ხანგრძლივ პერიოდზე. ეს დაგვეხმარება გავაანალიზოთ, სად, როგორ და რამდენს ვხარჯავთ, რამდენი გვაქვს ყოველთვიური შემოსავალი და ამასთანავე, მისი გამოყენება სხვა სერვისების მისაღებადაც შეგვიძლია.
4. აპარატის ძებნისა და რიგში დგომის ნაცვლად, ფულის მარტივად გადარიცხვაც შეგიძლიათ
დაფიქრდით, რამდენჯერ დაგჭირვებიათ თქვენი მეგობრისთვის ფულის გადარიცხვა, თანაც სასწრაფოდ? სავარაუდოდ ბევრჯერ. ამისათვის, საჭირო იყო გასულიყავით სახლიდან ან ოფისიდან, გენახათ მეგობარი და გადაგეცათ ფული. თიბისის მობაილბანკით კი, ისეთივე მარტივია ფულის გადარიცხვა, როგორც მეგობართან დარეკვა. დიახ, საჭიროა აკრიფოთ მისი მობილურის ნომერი და გადაურიცხოთ ფული, თან იმასაც არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ბანკში აქვს ანგარიში. მას მისდის სმს შეტყობინებით ლინკი, მონიშნავს იმ ანგარიშს, რომელზეც სურს თანხის მიღება და სულ ესაა. ოპერაცია შესრულებულია.
5. თიბისის მობაილბანკით შეგიძლია შეიძინო საჭირო საბანკო პროდუქტები
თიბისის თიბისის მობაილბანკით თქვენ შეგიძლიათ სადებეტო ბარათები განაახლოთ ან ახალი შეუკვეთოთ. ამისათვის სულ რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ. იმ შემთხვევაში, თუ შუადღის 12 საათამდე შუკვეთავთ, ბარათს იმავე დღეს სასურველ ფილიალში ან ფოსტაში მიიღებთ. 12 საათის შემდეგ შეკვეთილ სადებიტო ბარათებს კი, მეორე დღეს. სადებეტო ბარათის გარდა, თიბისის თიბისის მობაილბანკში საკრედიტო ბარათების შეკვეთაც შეგიძლიათ.
თიბისის თიბისის მობაილბანკში შეგიძლიათ ანაბარიც გახსნათ.ამის მთავარი პლუსი ისაა, რომ თიბისის მობაილბანკში გახსნილ ანაბარზე სტანდარტულზე მეტ საპროცენტრო განაკვეთს მიიღებთ და თქვენი დანაზოგი უფრო გაიზრდება.
6. მობილურის ბალანსის შევსება, კომუნალური, საბიუჯეტო გადასახადებისა და ჯარიმების გადახდა
ამდენი სერვისის ერთდროულად მიღება, თავისთავად მეტყველებს, რამდენად სასარგებლოა თიბისის მობაილბანკის გამოყენება. ხუთი წუთის განმავლობაში, თქვენ შეგიძლიათ ერთდროულად შეავსოთ თქვენი მობილურის ბალანსი, გადაიხადოთ ყოველთვიური კომუნალურები, დაფაროთ საბიუჯეტო გადასახადები და ასეთის არსებობის შემთხვევაში, გადაიხადოთ ჯარიმები. მარტივია, არა? თანაც, ამ ერთი აპლიკაციის საშუალებით, მთელი თვის პირად ბუღალტერიას ფაქტობრივად რამდენიმე წუთში აგვარებთ და მომავალ თვემდე არაფერზე გაქვთ საფიქრი.
თიბისის თიბისის მობაილბანკს ავტომატური კომუნალური გადარიცხვების ფუნქციაც აქვს. წარმოიდგინეთ, რომ არეგისტრირებთ კომუნალურ გადახდებს და ბანკი თქვენს ნაცვლად, როგორც კი დავალიანება წარმოიქნება, იხდის მათ.
7. მობაილ ბანკით სარგებლობა უსაფრთხო და დაცულია
თიბისის თიბისის მობაილბანკი ერთ-ერთი ყველაზე დაცული აპლიკაციაა. თქვენს პერსონალურ მონაცემებს, რომელსაც აპლიკაცია ინახავს, ერთადერთი დანიშნულება აქვს - იყოს კიდევ უფრო კომფორტული თქვენთვის. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ ფიშინგის მსხვერპლნი გახდებით, თიბისის ბარათის დაზღვევა სრულად აგინაზღაურებთ დანაკარგს, თანაც მყისიერად.
8. დანაზოგის შენახვა თიბისის მობაილბანკში
თიბისის მობაილბანკი არაჩვეულებრივად ასრულებს ელექტრონული ყულაბის ფუნქციებსაც. თიბისი ბანკის აპლიკაციას აქვს სპეციალური სექცია, რომელსაც "ჩემი შემნახველი" ქვია. თქვენ შეგიძლიათ თქვენივე ანგარიშიდან პირდაპირ გადაიტანოთ თანხა შემნახველში და გააკეთოთ დანაზოგი. რეალურად, ჩვენ ყველანი ყულაბას ვიყენებთ იმისთვის, რომ შევაგროვოთ თანხა, რომელიც უახლოეს მომავალში დაგვჭირდება ამა თუ იმ სურვილის ასახდენად. ასეთი მიზნებისთვის, "ჩემი შემნახველი" იდეალური საშუალებაა დანაზოგის გასაკეთებლად.
თუ შემნახველიდან თანხის მოხსნა დაგჭირდებათ, არც ეს წარმოადგენს პრობლემას. თქვენ შეგიძლიათ ისევ ანგარიშზე გადაირიცხოთ ფული და ბანკომატიდან მოხსნათ, ან უბრალოდ ბარათით ისარგებლოთ.
9. ვალუტის კურსების შემოწმება და კონვერტაცია საუკეთესო კურსში
ნამდვილად დიდი კომფორტია, როცა ფულის კონვერტაცია გჭირდებათ საუკეთესო კურსში, თანაც ძალიან სწრაფად და ამის გაკეთება ერთ აპლიკაციაში შეგიძლიათ. სხვაგვარად წარმოიდგინეთ, როგორ ხდებოდა. ჯერ უნდა გამოგეტანათ ფული, მოგეძებნათ სავალუტო ჯიხური, დაგეკონვერტირებინათ, ჩაგერიცხათ ისევ ანგარიშზე ან ისევ უნდა მოგეძებნათ ჯიხური, საიდანაც ფულს გააგზავნიდით. ან კიდევ, მისულიყავით ბანკის ფილიალში და ისევ ის პროცედურები გაგევლოთ, რომელიც უკვე ჩამოვთვალეთ.
თიბისის მობაილბანკში კი, თქვენ შეგიძლიათ ბალანსზე არსებული თანხა დააკონვერტიროთ სასურველ ვალუტაში, დახარჯოთ ბარათის გამოყენებით, უბრალოდ გაანაღდოთ ან გადარიცხოთ ნებისმიერ ანგარიშზე. მარტივი და სასარგებლოა, არა?
10. ამ ყველაფერთან ერთად კი, შესაძლოა 20 000 ლარი და სხვა საჩუქრებიც მოიგოთ
დიდი იშვიათობაა, სასარგებლო სერვისს იღებდე და პლუს მატერიალურ მოგებას ნახულობდე. თიბისის მობაილბანკი ამითაც კი გამორჩეულია. წარმოიდგინეთ, თქვენ სარგებლობთ აპლიკაციის სიკეთეებით და ამაში საჩუქრებსა და 20 000 ლარის მოგების შანსს იღებთ.
თიბისი მობაილ და ინტერნეტ ბანკი სასიამოვნო სიახლეებს გთავაზობთ. ყველას, ვინც 31 ივლისის ჩათვლით ინტერნეტ ან თიბისის მობაილბანკში შევა, სხვადასხვა პრიზის მიღების შანსი ექნება.
ყოველთვე 55 000 მომხმარებელი ინტერნეტ ან თიბისის მობაილბანკში შესვლისთანავე შეძლებს აღმოაჩინოს მომენტალური საჩუქარი. მათ შორის, თქვენ შეიძლება მოიგოთ 10 GB-მდე მობილური ინტერნეტი, Buyer-ის 100 ლარამდე ღირებულების ვაუჩერი, TKT.ge -ის 30 ლარამდე ღირებულების ვაუჩერი და Taxify-ით მგზავრობის 10 ლარამდე ღირებულების ვაუჩერი.
სუპერ პრიზს, 20 000 ლარს, მხოლოდ ერთი იღბლიანი მომხმარებელი მიიღებს. ამისათვის საჭიროა, რომ 30 ივლისამდე განახორციელოთ მინიმუმ 30 ოპერაცია ინტერნეტ ან თიბისის მობაილბანკში. 31 ივლისს კი, იღბლიანი მომხმარებელი მიიღებს SMS შეტყობინებას, რომელიც ამცნობს, რომ ის 20 000 ლარის მფლობელი გახდა.
ალბათ გაგიჩნდათ კითხვა:
რა უნდა ვქნათ, თუ ჯერ არ ვარ დარეგისტრირებული თიბისის მობაილბანკში?
არ არის პრობლემა. თქვენ შეგიძლიათ tbconline.ge-ზე, ძალიან მოკლე დროში გაიაროთ რეგისტრაცია და საჩუქრების მოგების შანსი მიიღოთ.
კომენტარები