პასუხი ცხოვრებაზე, სამყაროზე და ყველაფერზე შეიძლება იყოს 73. ან 67
ფოტო: Touchstone Pictures
კოსმიური პროპორციების კრიზისი რთულდება: სამყარო 9%-ით უფრო მალე ფართოვდება ვიდრე უნდა ფართოვდებოდეს და მეცნიერები დარწმუნებულნი არ არიან თუ რატომ.
სამყაროს ახლანდელი გაფართოვების უკანასკნელი და ყველაზე ზუსტი კოეფიციენტი ჰაბლის მუდმივას სახელითაა ცნობილი. ის გამოთვლილია ევროპული კოსმოსური სააგენტოს გაიას მისიის დაკვირვებებზე დაყრდნობით, რომელიც ირმის ნახტომის ყველაზე დეტალური სამგანზომილებიანი კვლევაა რაც კი ოდესმე ჩატარებულა. მონაცემებმა მოგვცეს იმის საშუალება, რომ 1-2% ხთომილებით გამოგვეთვალა სამყაროს გაფართოების კოეფიციენტი. თუმცა, ახალი კოეფიციენტი ჰაბლის მუდმივას აქამდე მიღებულ ვერსიას არ უდრის. მოკლედ რომ ვთქვათ, სამყარო უფრო სწრაფად დიდდება ვიდრე უნდა დიდდებოდეს.
ხთომილება მნიშვნელოვანი და პრობლემატურია ვინაიდან ჰაბლის მუდმივა კოსმოლოგიის ფუნდამენტალურ რიცხვად არის მიჩნეული.
"ფაქტი რომ სამყარო ფართოვდება, ყველაზე ძლიერი გზაა სამყაროს აგებულების, ასაკისა და ბედის დასადგენად. ჰაბლის მუდმივა ამ ყველაფერს ერთ რიცხვში ატევს" - ამბობს ბალტიმორის კოსმოსის ტელესკოპის სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორი ადამ რიზი, რომელმაც უკანასკნელი ანალიზი ჩაატარა.
გაფართოებად სამყაროში რაც უფრო შორსაა ვარსკვლავი ან გალატიკა, მით უფრო სწრაფად გვშორდება. ჰაბლის მუდმივა - რომელიც ედვინ ჰაბლმა 1920-იან წლებში შემოგვთავაზა - გვიმხელს რამდენად სწრაფად.
პროფესორი რიზი, რომელმაც 2011 წელს ნობელის პრემია მიიღო ფიზიკის დარგში სამყაროს გაფართოების აჩქარების მტკიცებულებისათვის, იმ ჯგუფის ნაწილია, რომელიც მანძილის საზომ ულტრაზუსტ მეთოდებს იყენებს. ახალი მონაცემების მიხედვით ჰაბლის მუდმივა 73-ის ტოლია. ეს ნიშნავს, რომ გალაქტიკა 73 კმ/წმ-ით უფრო სწრაფად გვშორდება ჩვენ შორის მანძილის თითოეულ მეგაპარსეკზე (3.3 მილიონი სინათლის წელიწადი).
ჰაბლის მუდმივის მიღების სხვა ხერხიც არსებობს, კოსმიურ მიკროტალღოვან ფონზე დაკვირვებით. ეს ძველ რადიაცია მეცნიერებს იმის გამოთვლის საშუალებას აძლევს, რამდენად სწრაფად ფართოვდებოდა სამყარო დიდი აფეთქებიდან 300 000 წლის შემდეგ.
"კოსმოსური მიკროტალღოვანი ფონი არის ყველაზე ძველი სინათლე, რომელიც შეგვიძლია დავინახოთ. ის 13.7 მილიარდი წლის განმავლობაში მოგზაურობდა და გვიყვება რამდენად სწრაფად ფართოვდებოდა ჩვენი სამყარო "ბავშვობაში" " - ამბობს პროფესორი რიზი.
მეცნიერებმა ბავშვის ზრდის გრაფიკის ექვივალენტური კოსმოსური გრაფიკი გამოიყენეს (გამომთვლელი მოდელი, რომელიც უხეშად აღწერს სამყაროს ასაკს, შემადგენლობასა და ფიზიკურ კანონებს) რათა დაედგინათ რა სიჩქრით უნდა ფართოვდებოდეს სამყარო დღეს. ამ გამოთვლის მიხედვით კი ჰაბლის მუდმივა 67-ის ტოლია.
მეცნიერები იმედოვნებდნენ რომ საზომი მეთოდების გაუმჯობესებასთან ერთად, ეს სხვაობა უნდა შემცირებულიყო, თუმცა სხვაობა გაიზარდა. რიზის თქმით, ამან შეიძლება სამყაროს ახალი ფიზიკის შექმნა გამოიწვიოს. რა ფორმა შეიძლება ამან მიიღოს? ერთ-ერთი ვერსიით შესაძლებელია, რომ ბნელი ენერგია უფრო გაძლიერდეს. ეს ფენომენი, მეცნიერების აზრით, ხელს უწყობს სამყაროს გაფართოების აჩქარების ზრდას. ასევე შესაძლებელია, რომ გამოთვლებს ჯერ აღმოუჩენელმა, მეოთხე სახეობის ნეიტრინომ, შეუშალა ხელი. შესაძლებელია ბნელი ენერგია მაინც დამნაშავე აღმოჩნდეს იმ შემთხვევაში, თუ ის ჩვეულებრივ მატერიაზე უფრო მეტად მოქმედებს ვიდრე ახლანდელი მოდელები ვარაუდობენ.
"ჩემი საქმე არაა, რომ ყველაფერი ზუსტად "ჯდებოდეს". მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დამაინტრიგებელია." - თქვა რიზმა. უფრო პროზაული ახსნა კი ჯონ პიკოკმა, ედინბურგის უნივერსიტეტის კოსმოლოგიის პროფესორმა შემოგვთავაზა - "სირთულის გარკვეული დონის მიღმა უნდა იყო ღია იმისადმი, რომ შესაძლებელია გაკეთებული დაშვებები მთლად სწორი არ აღმოჩნდეს." პროფესორი პიკოკი ჰაბლის ახლანდელ მუდმივად 70-ს მიიჩნევს ( (73+67)/2).
კოსმოლოგიის კრიზისი შეიძლება მალე განიმუხტოს ჰაბლის მუდმივის გამოთვლის ახალი მეთოდის საშუალებით, რომელიც გრავიტაციულ ტალღებზე დაკვირვებას ეფუძნება. პროფესორი პიკოკის შეფასებით, ისინი ამ პრობლემას უახლოეს ხუთ წელიწადში გაუმკლავდებიან.
-
"სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა "სითი მოლი საბურთალოს" მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილების ახალი სქემა ამოქმედდა
გადახედვა
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
კომენტარები