მიხეილ ჩხენკელი: სკოლასა და მშობლებს შორის კონტრაქტი გაფორმდება
ფოტო: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ახალი სასწავლო წლიდან სკოლასა და მშობლებს შორის კონტრაქტები გაფორმდება.
ეს ცვლილება ერთ-ერთი გზაა იმ აქტივობებიდან, რომელიც სკოლაში ბულინგის აღმოფხვრასა და აგრესიის დაწევას ისახავს მიზანს.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, კონტრაქტში ის უფლებები, მოვალეობები და ვალდებულებები გაიწერება, რომელიც თითოეულ მხარეს გააჩნია.
"სკოლის ხელმძღვანელები, მანდატურები და მშობლები უნდა წარმოადგენდნენ ერთ გუნდს, რომლის მიზანიც ბავშვების უსაფრთხო გარემოზე ზრუნვა იქნება", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა განათლების სამინისტროს ახალი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციის დროს.
სკოლაში ბულინგის აღმოფხვრის მიზნით, განათლების სამინისტრო კომპლექსურ მუშაობას გეგმავს.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, მანდატურების რეფორმით, გაძლიერდება მანდატურების სამსახური, რომელიც სკოლაში უსაფრთხო გარემოს გარანტორი გახდება.
მინისტრი ფიქრობს, რომ მხოლოდ მანდატურების რეფორმით და ძალისმიერი გზით, პრობლემა ვერ მოგვარდება და ფსიქოლოგების ინსტიტუტის განვითარება ერთ-ერთი გადამწყვეტია.
"ჩვენი მიზანია, ყველა სკოლაში კვალიფიციური ფსიქოლოგები გვყავდეს. იმ სკოლებში, სადაც კვალიფიციური კადრები არ გვყავს, მობილური ჯგუფები მუშაობენ, ასევე გვეხმარებიან ფსიქოლოგიის მიმართულების მაგისტრანტები და დოქტორანტები. ასევე ავამუშავეთ 24-საათიანი ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზი, რაც გვეხმარება თავი ავარიდოთ ექსესებს", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრმა საინფორმაციო კამპანიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სკოლაში ბულინგის პრევენციის მიზნით, საინფორმაციო ფლაერები დარიგდა.
მისივე თქმით, ხორციელდება პროექტი "მოვუსმინოთ ბავშვებს", რომლის ფარგლებშიც განათლების მინისტრი მიდის სკოლებში და ბავშვების პრობლემებს ეცნობა.
"ყველა მოსწავლეს კარგად აქვს გააზრებული თავისი როლი ბულინგის აღმოსაფხვრელად და აგრესიის დასაწევად", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
ის ფიქრობს, რომ ბულინგის დასაძლევად მნიშვნელოვანია სპორტული და შემოქმედებითი აქტივობების გაზრდა.
"ჩვენი მოსწავლეების მთელი ენერგია უნდა იხარჯებოდეს სწავლაში, შემოქმედებით აქტობებსა და სპორტში", - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
მინისტრის განცხადებით, დაწყებულია ფართომასშტაბიანი სპორტული კამპანია სკოლებს შორის, რომელში გამარჯვებულიც ფინალში უცხოეთის მეგობარი სკოლის გამარჯვებულ გუნდს შეხვდება.
გაიგე მეტი: რა იცვლება საგანმანათლებლო სისტემაში - რეფორმა მოკლედ
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები